თხის რქა ანუ რა სარგებლობა მოაქვს ლექციაზე ჯდომას

დღეს ლექციიდან, უფრო სწორედ სემინარიდან,  დამძიმებული თავით გამოვედი. მსოფლიო ეკონომიკა ფრიად მოსაწყენი რამ ყოფილა. თავს ვერ დავდებ, ბუღალტერიაზე უარესია თქო, თუმცა თავისი თვალსაჩინო მინუსები გააჩნია. ეხლა იფიქრებთ, ზარმაცი ადამიანის დაწერილია, შე დალოცვილო, სწავლა თუ არ გინდა სხვებს რაღას აბრალებო. ნაწილობრივ დაგეთანხმებით რაც არ უნდა ვეცადო,  ეკონომიური ფაკულტეტის საგნების შესწავლისგან ვერანაირ სიამოვნებას და მორალურ კმაყოფილებას ვერ მივიღებ…

მგონი ლექტორის ვალდებულებაა სტუდენტებს ერთგვარი ენთუზიაზმი შთაბეროს მისი საგნის შესასწავლად. მე კი (ნუ მიწყენენ ლექტორები) მხოლოდ იმას ვამჩნევ, რომ მოვალეობის მოხდის მიზნით გვასწავლიან, და ამ მეტად მნიშვნელოვან პროცესში სულს და გულს არ აქსოვენ.

მოკლედ, აღარ ვაპირებ მათ განსჯას, ბოლო-ბოლო სულაც არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური, და მთავარ სათქმელს დავუბრუდებით.

მაშ რა კავშირშია მსოფლიო ეკონომიკასთან თხის რქა? არ ვარ გარკვეული ამ საკითხში, თუმცა მეც კი მეჩვენება, რომ არანაირ კავშირში არ უნდა იყოს. თურმე ყოფილა…

სემინარი მიმდინარეობს. ახალგაზრდა ლექტორი, შავგრემანი გოგო რეფერატებს იბარებს.

როგორც ირკვევა, ორად ორ გოგოს აქვს მომზადებული. ისინი დაფასთან გადიან და

მონდომებულად ყვებიან. უკანა მერხზე მჯდომი სტუნდენეტი აქტიურად ღადაობს. შემდეგ

ღადავში ლექტორიც ჰყვება.  დეტალების მოყოლის თავი არ მაქვს, უბრალოდ იმის თქმა

მინდა, რომ ძალიან რთულია მონდომებით მოეკიდო იმ საგანს, რომელზეც სტუდენტი

ცდილობს ლექტორის ჰოროსკოპი გაიგოს, მერე პასუხს რომ მიიღებს, პირდება

რომ თხის რქას ჩამოუტანს სოფლიდან და რაც მთავარია ამის სანაცვლოდ ლექტორის

კეთილგანწყობას იმსახურებს.

რეფერატად მეორე მსოფლიო ომ გამოვლილ გერმანიის ეკონომიკის მიმოხილვა მაქ

დასაწერი და როგორ ფიქრობთ, განხილვას ერთი-ორი ვერძი რომ დავურთო  თან, მაღალ

ნიშანს მივიღებ? (ხომ ხედავთ, გადამდები ყოფილა).

Advertisements

5 responses

  1. წარმომიდგენია ქალწული რომ ყოფილიყო ზოდიაქოთი, “რის” დამატებას შეთავაზებდნენ სტუდენტები. :)))))))

  2. მსოფლიო ეკონომიკა ❤ ❤ თან ბუღაკტერიაც დაგიწყია…
    წარმატეებბი დაწერაში..და არი ამ სემესტრში რომელიმე საგანი, რომლეცი ცოტათი მაინც მოგწონს?

  3. რომელ კურსზე ხარ?
    ან ვინაა შენი ლექტორი, რომ სამომავლოდ გავითვალისწინო და მოვერიდო? 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s