ოჰ ეს მთვარე, ანუ აპოკალიფსს გადარჩენილის პოსტი

19 მარტს ბევრი გლობალურ კატაკლიზმებს გვიქადაა. აქაოდა, მაგრად დაგვერხევა და ათასი უბედურება დაგვატყდება თავსო. მიწისძვრები, ვულკანების მოაფრქვევები და სხვა მრავალი აპოკალიფსისასთვის დამახასიათებელი მოვლენა მოსვენებას არ აძლევდა მავან მეცნიერებს და საერთოდ პანიკას აყოლილ უბრალო მოქალაქეებს. და აი 19 მარტმა (ყოველ შემთხვევაში თბილისში) უექსცესოდ ჩაიარა და პირადად მე საერთოდ არ მიგრძვნია ან შემიმჩნევნია რაიმე განსაკუთრებული.

გაზაფხულის ოდნავ მოღრუბლული და წყნარი საღამო მოდიოდა. რა ჯობია ასეთ დროს სეირნობას? ჰოდა ვსეირნობდით. უცებ გაგვახსენდა, რომ 19 მარტია და რაიმე განსაკუთრებულის ძიებაში ცას ავხედეთ.

მუქ ღრუბლებს შორის შარავანდედივით კაშკაშა დიდი მთვარე მიცურვადა. იმდენად არაამქვეყნიური და წმინდა იყო, რომ მზად ვიყავი მის ადგილას ღვთისმშობელი დამენახა რომელსაც ხელში ჩვილი იესო ეკავა. (ბანალურობისთვის მომიტევეთ, მაგრამ მართლა მსგავსი ასოციაცია გამიჩნდა). ასეთი სიწმინდის ხილვა მართლაც მხოლოდ ცაში თუა შესაძლებელი. შეიძება ეს ყველაფერი წარმოსახვის ბრალია, მაგრამ მთვარე რომ განსაკუთრებული იყო, ამას წყალი არ გაუვა.

თავად აპოკალიფსის უგუველყოფას გავდა. თითქოს გვეუბნებოდა – რა კატაკლიზმები, რის კატაკლიზმები, ასე ახლოს მოვიწიე მხოლოდ იმისთვის რომ უკეთ დაგენახოთო.

შეუძლებელია მის მაყურებელს ამაღლებული განწყობა არ დაუფლებოდა და ყველაფერი არ დავიწყებოდა.

ოჰ, ეს მთვარე…

Advertisements

7 responses

  1. ხოდა, მე სულ დამავიწყდა ეს 19 მარტი და მეორე დღეს ყველა მთვარის სილამაზეზე რომ საუბრობდა, მე თავს ვაკატუნებდი 🙂
    მეძინა მაგ დროს გემრიელად, ესეც მთვარის გამო ალბათ და დილითაც ისეთ კაი განწყობაზე გავიღვიძეეე ^_^

      • ე, აქ მაგრად ცდები 😀
        ცუდი განწყობის პოსტები არ გაქ შენ ნანახი? უიიი, საშინელებაა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ვცდილობ არ დავწერო, რადგან ყველანაირი კონტაქტი გარესამყაროსთან დაუშვებელია, გამომყვება ყველა 😀

  2. მაქ წაკითხული ცუდი განწყობისაც, უბრალოდ ავღნიშნე, რომ კარგი განწყობის დომინირებს 😀

    • მიხარია მაშინ თუ მასეა 😀
      კაი განწყობისმაგვარი რაღაც დამემართა შენს კომენტარზე და წავედი ახლა, დავიძინე ამ განწყობით, თორემ ხვალ დილით რომ დარეკავს მაღვიძარა, საშინელ;ი განწყობა მექნება 😀 😀

  3. ბანალური.. კიარადა მმაგარი პოსტიაა… მართლა ოღონდ.. ჰო რა ვიცი, მეც ძალიან ლამაზად მომეჩვენა მთვარე იმ ღამეს :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s