საქართველო და მსოფლიო, ანუ ვინ ”უქნა თავზე” იაპონიას

ამ ბოლო დროს ჩემი თავგადასავლების თხრობით იმდენად ვიყავი გატაცებული, რომ საქართველოსა და მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე დაწერა ვეღარ მოვახერხე. სათქმელი კი ბევრი დამიგროვდა.

რა უცნაურადაა მოწყობილი სამყარო – მაშინ, როდესაც იაპონიას საშინელი მიწისძვრა დაატყდა თავს, რასაც შემდგომ ატომური ელექტროსადგურის აფეთქება და რადიაციის გაჟონვა მოჰყვა, ქართული საზოგადოება საკუთარ IQსა და წიგნიერების დონეზე ცხარედ კამათობდა. იაპონელი ხალხი დაღუპულებს მისტიროდა, ჩვენ კი – განათლების სისტემის უვარგისობას და მედიის არაპროფესიონალიზმს.

როგორც ერთ, ისე მეორე თემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ მედიაში. ყველა თანაუგრძნობდა იაპონიას და გმობდა ტელეკომპანია ”იმედს”. ჰოდა ამ დროს, როცა ყველას პირზე ფუკუშიმას რეაქტორი და ფეკალიების მოყვარული თხუნელა ეკერა, თავი ჩვენმა სამღვდელოებამაც გამოყო. ანტიკლერიკალიზმში ნუ ჩამითვლით, ვცდილობ შეძლებისდაგვარად პატივი ვცე ყოველ რეილიგიას, შეხედულებას და ა.შ., მაგრამ იმან რაც მოვისმინე, ეჭვი გამიჩინა ამ ადამიანის და იმ ადამიანების შეურაცხადობაში ვინც ”ქადაგების” წაკითხვის საშუალებას აძლევს.

ეს (მომიტევეთ ამ სიტყვისთვის) ინდივიდი იაპონიას დამტყდარ უბედურებას ამ ერის ზნედაცემულობას და მათში ქალწულების ნაკლებობას აბრალდებდა, ასევე აღნიშნავდა, რომ ეს დამსახურებული ღვთის  სასჯელია.

იცით რა მაინტერესებს? ზრდილობა რომ არ გააჩნია, ეგ ცალკე თემაა, მაგრამ პატივცემულ ქრისტიან (დიახ დიახ, კაცთმოყვარე და შემწყნარებელი რელიგიაა) ღვთისმსახურს ელემენტარულ ჰუმანურობაზე თუ სმენია რამე, რადგანაც ასეთ ვითარებაში საწყალი იაპონელებისთვის თავს ლაფის დასხმა უბრალოდ არაადამიანურობაა. რა, არ შეიძლებოდა ეს (ჩემი აზრით) აბსურდული დებულებები ცოტა მოგვიანებით ჩამოეყალიბა და ამით მცირე პატივი მაინც მიეგო იაპონელი ერისთვის? ეგებ საქმე იმაშია, რომ ისინი ბუდისტები არიან, ამ კაცის ენაზე ურჯულოები, რომელთაც იგი და მისნაირები, როგორც ერთმა ბლოგერმა აღნიშნა, ალესილი ჯვრებით დასდევენ. არ მიმაჩნია, რომ ამ ავსტრალოპითეკმა ვინმეს უნდა ასწავლოს გზანი უფლისანი. მგონი დიდწილად ამ, დედაჩემის თქმისა არ იყოს, ”ბნელეთის” დამსახურებაა, ის რაც სპეციალურ რეპორტაჟში ვიხილეთ…

შეიძლება მთელი ქვეყანა ბედკრული რესპოდენტების პასუხების მოსმენისას იცემდა თავში ხელს, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ კაცის (ღმერთო მაპატიე) ”ქადაგება” კიდევ უფრო საგანგაშო და შემაძრწუნებელია.

ამასობაში კი იაპონიაში დაღუპულთა რიცხვმა 6,5 ათასს გადააჭარბა.

P.S. ზემოთ მოცემული ვიდეო Facebookის მეშვეობით 27.245 კაცმა დაალაიქა…

Advertisements

9 responses

  1. ე..ი პირველ რიგში ხაზი მინდა გავუსვა ჩვენს შესანიშნავი მწ3ერლის და საზოგადო მოღვაწის შემოქმედებით უნარს: სათაურითვე დაგაინტრიგოს …. ძალიან კარგი და დროული პოსტია.. თხუნელა
    და ხო იცი ახლა თუ დავიქოქე რელიგიაზე და ქალიშვილობაზე და იმ “ეკლესიურ პირზე” (ღმერთო შემინდე) საუბარს.. საღამომდე ვერ გამაჩერებ :)) ამიტო სრულიად დაგეთანხმები… ყველამ თავის ვტარიე ძევანოსტას მიხედოს და ჯერ აქ დათვალოს დარჩენილი ქალიშვილების რაოდენობა და მერე იაპონელებს მიხედოს …. დედააა..ზოგიერთი რა ბოროტია :((

  2. ერთმნიშვნელოვნად გეთანხმებით, მაგრამ არავინ არ იცის ეს კაცი მართლა საეკლესიო პირია თუ არა. და კიდევ: საეკლესიო პირიც რომ იყოს, უფრო სიბრალულით უნდა შევხედოთ ვიდრე მრისხანებით, დარწმუნებული ვარ ეკლესიის მესვეურნი საჭირო პასუხს გასცემდნენ. ისე ძალიან უსიამოვნოა ამ თემატიკის განხილვა ჩემთვის. :(((

  3. და ამის მერე “მართმადიდებლებს” თავი მაგარი როჟები გონიათ…. ფუ…
    შეეცოდოს მაინც იაპონელები… უიმე გამაგიჟებს ეს ხახლი! იაპონია ესეთ საშინელ დღეში ცხვორებაში არ ყოფილა და ახლა ყველზე ძალიან ესაჭიროებათ დახმარება, ჩვენ კიდე იმის მაგივრად რომ ვთქვათ “საწყალი იაპონელები, იქნებ რამენაირად მაინც დავეხმაროთ” ან რაღაც იდიოტურ გადაცემას ვუშვებთ რამოდენიმე ადამიანის დაბალ ინტელექტზე, ან იაპონელების “გარყვნილობას” ვაკრიტიკებთ…

  4. დეკანოზის სიტყვებს ძირითადად ვეთანხმები, თუ რატომ, ამის გასაგებად საკუთარ თავში ჩაიხედოს ნებისმიერმა და იკითხოს თუ რატომ მოევლინა ამ ქვეყანას. არავითარი სურვილი არა მაქვს ვინმეს რაიმე ვუმტკიცო, ვისაც თვალები აქვს თვითონ დაინახოს ჭეშმარიტება, საამისოდ არსებობს ყველანაირი შესაძლებლობა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s