დღე რომელიც მთელ ცხოვრებაზე ძვირად ფასობს (ნაწ.3)

ნაწილი 2

ვარკვლავების გარემოცვაში ვართ. განათებული ღამის თბილისი უკიდეგანო კოსმოსს გავს. სახლები და ლამპიონები ვარკვლავებია, ხოლო მანაქანები, რომლებიც ყრუ გრუხუნით დაქრიან – კომეტები. ზემოთაც იგივე სურათია, მაგრამ როგორც ნოდარ დუმბაძეს ”მზიან ღამეში” უწერია – ”მე აღარ ვიყავი მარტო ამ ვარსკვლავების უსაშველო ორომტრიალში”.

ღამით ხეტიალი, როგორც ყველა რომანტიკოსს, ძალიან მიყვარს. მაგრამ პირადად მე ღამე, ვერასდროს შემიცვლის დღეს, თბილს და წყნარს, ლურჯ, ზღვის მაგვარ ცას და რა  თქმა უნდა მზეს. არასდროს დაფიქრებულხართ, ღამე ჩვენს გარშემო სინათლის რამდენი წყაროს ვხედავთ, და რამდენი რამ, როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური, ცდილობს რომ გაანათოს, მაგრამ ვერც ერთი – ვერც ლამპიონი, ვერც პროჟექტორი, ვერც ვარსკვლავი და ვერც მთვარე ახლოსაც ვერ მიდის მზესთან. ჩვენთვის, დედამიწის მცხოვრებთათვის, მზე შეუცვლელია…

მაგრამ ეს ღამე… ვიცი დუმბაძისთვის ”მზიანი ღამის” ძირითადი აზრი პატიებაში და სიძულვილისგან გაწმენდაში იყო, მაგრამ ჩვენ ორისთვის ის ღამე ცოტა სხვანაირად იყო მზიანი. წეღან ვახსენე ეს ციური სხეული, შეუცვლელია თქო. მაგრამ რა ხდება, როცა ”მზე” აღარაა ცაზე, როდესაც იგი დედამიწაზე ჩამოდის? აქ სულაც არ ვგულისხმობ, ადამიანის მზესთან გაიგივებას, სხვათაშორის მეტად გაცვეთილ და ხშირს შემთხვევებში მეტად ყალბ მეთოდს,  უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ორივე თითქოს მზის შუქსა და სითბოს ვგრძნობდით ”ამ ვარკსვლავების უსაშველო ორომტრიალში”.

ჩვენ თავგადასავლებს დასასრული არ უჩანდა – ძველი სახლის ეზოში ვნახეთ მიტოვებული პატარა საქანელა, რომელმაც გავიფიქრებინა, რომ ბავშვი ამ სახლში აღარ უნდა ცხოვრობდეს, კედელი, რომელიც ფიროსმანის ნახეტებით იყო მოხატული, მაგრამ ვიღაცამ ზემოდან მამაკაცის სასქესო ორგანოს არასამედიცინო განმარტება დააწერა, (ოღჩ), მოკლედ აღარ ვაპირებ მკითხველი ამ ღამის (თუ დღის?) პერიპეტიებით შევაწუხო, ისიც ჩვენსავით დაიღლებოდა, გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქში უსასრულო ხეტიალით, უბრალოდ მინდა ვუსურვო ყველას, ვინც ახლა  სადღაც ზღვის ფსკერზე სიბნელეში და სიჩუმეში განისვენებთ, რა ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეცადეთ არ გამოგრჩეთ თქვენსკენ მომართული პროჟექტორის მაგვარი მზის სხივი, რომელიც სინათლითა და სითბოთი უხვად დაგაჯილდოვებთ, იგი ხომ იმ დროს მოდის, როცა მას ყველაზე ნაკლებად ელით. მათ კი ვისაც მისი მზის სხივი აღარ აკმაყოფილებს და მეტი უნდა,  ვუსურვებ არ იჩქარონ და ადვილად არ შეელიონ მას, სანანებელი არ გაგიხდეთ…

Advertisements

2 responses

  1. სანდრო, ეს ის არის რასაც მე ვფიქრობ? 😀 😀 😀
    თუ კი, თურმე რაში ყოფილა საქმე-მეთქი დავწერ პასუხად შენს კომენტარზე 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s