დღე რომელიც მთელ ცხოვრებაზე ძვირად ფასობს (ნაწ.2)

ნაწილი 1

***

დღე ნელა-ნელა დასასრულს უახლოვდება და მწუხრიც შეუმჩნევლად მოიპარება. ხელიხელჩაკიდებულები დაღმართს მივყვებით და ძველ, სახებავგადამძვრალ სახლებს სურათებს ვუღებთ. ისინიც თითქოს პოზირებენ და  ცდილობენ კარგად მოხვდნენ  კადრში. თუმცა სახლებიც, გამვლელებიც, ცვალებადი ცაც და მთვარეც თითქოს ერთგვარი დეკორაციაა, და ჩვენთვის მხოლოდ ერთგვარი დამატებაა. ურთიერთკბობა საოცარი რამაა. ასეთ დროს ადამიანები ვაკუუმში აღმოჩნდებიან ხოლმე, ოღონდ სასიამოვნო ვაკუუმში. მარტივად რომ ვთქვათ ერთ საერთო აკვარიუმში ყოფენ  თავს და ერთად ათვალიერებენ პატარა ოქროს თევზებს…

ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ თავდაპირველად ვერ ვამჩნევთ წელში მოხრილ, წვერგაუპარსავ და ელამ კაცს, რომელიც დაჟინებით გვეძახის.

”თქვენი ჭირიმე, ჩასვლაში დამეხმარეთ რა. ძალიან დავითვერი, და ვერ მივდივარ ჩემით. რამდენი ხანია ვდგავარ ასე და კაციშვილი ყურადღებას არ მაქცევს” – ამბობს კაცი, თან ენა სასტიკად ებლანდება, თითქოს პირში არ ეტევაო.

-დავეხმაროთ რა – ამბობს გულჩვილი მანდილოსანი, და უნდა ვაღიარო, გულის აჩუყების მიზეზი ნამდვილად ჰქონდა.

წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელსაც არ ყავს მეგობრები, ცოლი, ბავშვები, სამსახური, რომელიც ცხოვრობს მარტო,  დედასთან ერთად და მხოლოდ დათრობისას, ცოტა ხნით მაინც ივიწყებს, რა ფუჭად გაატარა მთელი ცხოვრება. ნამდვილად  ვერ დავიკვეხნი, მაგარი ფიზიონომისტი ვარ თქო, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად ნათლად ეწერა სახეზე, რომ სამებასთან მსხდომი, თითქმის უსინათლო ფილოსოფოსი ქალიც კი შენიშნავდა.

მამაკაცი ხელს სამაშველო რგოლივით ეჭიდება და ცდილობს, საკუთარი აბლანდული ფეხების ნაბიჯები ჩვენსას დაამთხვიოს.

-იცით, თქვენ ვინ გაიცანით დღეეს? ვაჟა გაიცანით, ვაჟა გ…  მთელი ავლაბარი მიცნობს.

თავს ზრდილობიანად ვუკრავთ, ვცდილობთ სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადავიყვანოთ. ის თავდაპირველად პროტესტს გამოთქვამს, მაგრამ მერე ალბათ ახსენდება, რომ უმრავლესობისგან განსხვავებით მისთვის კარგი გვინდა და გვემორჩილება.

ჩასახევებში და ვიწრო ქუჩებში სულ უფრო ვიკარგებით, თუმცა ბატონ ვაჟას აშკარად ახსოვს გზა და ადმირალივით გვკარნახობს მიმართულებას.

სახლები მოტოვებულს გავს, თუმცა დაბალ ფანჯრებში ჩახედვისას მაინც მოჩანს დასახლებული გაჩაჩანაკებული ბინები.

-მარცხნივ, მარცხნივ – ამბობს ბატონი ვაჟა, თან თვალებს აქეთ იქით აცეცებს, ეტყობა ნაცნობებს ეძებს.

-დათო, ბიჭო! – ეძახის იგი ვიღაცას, – ნახე რა კეთილი ბავშვები არიან – სახლში მივყავავარ. ხო ხარ ბიჭო ჩემი ძმა?

დათო, პალტოში და თეთრ შარფში შეფუთული, სუფთად გაპარსული მამაკაცი ირონიულად უღიმის და სწრაფად განაგრძობს გზას.

საბედნიეროდ ბატონი ვაჟა ამას ვერ ამჩნევს და გვეუბნება: ”ერთად ვიზრდებოდით, რამდენი რაღაც გადავიტანეთ ერთად. და აი ის პორტფელიანი კაცი დადგა, მე კი…”

რთულია ასეთ დროს კაცი, მითუმეტეს მთვრალი კაცი ანუგეშო, და მხოლოდ იმით ვიფარგლებით, რომ ვცდილობთ მისი ცრემლები არ შევამჩნიოთ.

ბოლოს რაღაც ძველ, აგურებით ნაშენი სახლებით შემოფარგლულ ქუჩაზე აღმოვჩნდით. ქუჩას თითქმის არ  ეტყობოდა 21ე საუკუნე, სადენები, ვარდებოდა საერთო სურათიდან და მნახველს უჩნდება სურვილი აძვრეს კიბით და სათითაოდ ჩამოხსნას.

ძველ ხის ჭიშკარს ვაღებთ და ბატონი ვაჟა იტალიურ ეზოში შეგვყავს. მეზობლები თავებს ყოფენ გარეთ, თუმცა ეტყობათ, რომ ეს სურათი მათთვის სრულიად ჩვეულებრივია, და თითქოს შეთანხმებულად, ერთდროულად აჯახუნებნ ფანჯრებს.

მკლავში ძალას ვეღარ ვგრძნობ, თუმცა ვერ წარმოიდგენთ, რამდენად სასწაულმოქმედია ღიმილი, განსაკუთრებით, როდესაც ეს ღიმილი თქვენს გამხნევებას ემსახურება.

ბატონი ვაჟა ოდესღაც თეთრ კართან დაჟინებით რეკავს ზარს. კარს სახედანაოჭებული მოხუცი ქალი აღებს, სათვალეს ქვემოთ წევს და გამჭოლი მზერით ჯერ შვილს უყურებს და შემდეგ ჩვენ გვათვალიერებს.

-მოვედი დედა  – ამბობს ბატონი ვაჟა და მორჩილად ხრის თავს.

-მოხვედი, თუ მოგიყვანეს? – ეკითხება დედა,  მხრებს იჩეჩავს, თან მადლობის ნიშნად თავს გვიკრავს.

სახეზე უცნაური გამომეტყველება დასთამაშებს და მე, როგორც ახალბედა მწერალს ძალიან მიჭირს მისი აღწერა. ემოციების ამ უცნაურ გამას უთუოდ მხატვარი ჭირდება. ამქვეყნიურ ამაოებასთან შეგუება, მადლიერების გრძნობა, რომლის გამოხატვაც უკვე უჭირს, საშინელი გულისტკვილია – ეს მისი გრძნობების მხოლოდ ცოტაოდენი ჩამონათვალია, მეტის გადმოცემას უბადრუკი კლავიატურის მეშვეობით ნამდვილად ვერ შევძლებ.

-კარგი, წავალთ ჩვენ – გამოვაყავართ მდგომარეობიდან თანამგზავრს, რომელიც რიგრიგობით ანათებს ღიმილის დედა-შვილს, მკიდებს ხელს, მაგრამ შვებით მხოლოდ ეზოდან გასვლის მერე ამოვისუნთქეთ.

შვებას მალევე აღტაცება ცვლის.

-ნახე რა მაგარია – მეუბნება იგი, როდესაც ვიწრო ქუჩას გავყევით  – რა კაი ვქენით, რომ დავეხმარეთ, ნახე სად მოგვიყვანა. აი აქ იბადებოდა თბილისი.

-ეგ ყველაფერი კაი, მაგრამ სად ვართ? და საერთოდ აქედან როგორ გავიდეთ? -ვსვამ მე ცოტა უხერხულ კითხვას.

ერთმანეთს დაბნეულები ვუყურებთ, და ერთდროულად გვეცინება. თავგადასავლები კი გრძელდება…

დასასრული მომდევნო პოსტში.

ფოტოგრაფი – marg0rita ^_^

Advertisements

2 responses

  1. ინწერესნო, ფრიად ინწერესნო 🙂
    ეს პოსტი ერთ-ერთი იმათგანია შენს ბლოგზე, რომელიც განსაკუთებით მომეწონა 😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s