საყვარელი ფერები და მე (?)

ოჰ ეს თეგ თამაშები. რა სხვა ნაკადით გაუშვებენ ხოლმე ჩვენს აზროვნებას და ჩვეულ ფიქრთა კორიანტელს მოგვწყვეტენ. საერთოდ არ მიფიქრია საკუთარი თავის დახასიათება ჩემს ბლოგზე და მტკიცედ მქონდა გადაწყვეთილი მხოლოდ პირველი პოსტით და ”About”-ით შემოვფარგლულიყავი. მაგრამ გვირილამ დამთაგა, და აი იძულებული ვხდები ჩემს პირვანდელ განზრახვაზე ხელი ავიღო – ჩემი საყვარელი ფერები ჩამოგითვალოთ და საკუთარი თავის მეტ-ნაკლებად ვრცელი დახასიათებაც შემოგთავაზოთ.

საყვარელი ფერები – ჩემს მიერ ბლოგზე არაერთხელ ”გაფეტიშებული” ნარინჯისფერი, რომლის ურცხვ ექსპლუატაციას მომავალშიც გავაგრძელებ, სალათისფერი  და წითელი. სულ არ ვაპირებ ინტერნეტში იმის მოქექვას რომელ ფსიქოპორტრეტს შეესაბამება მსგავსი ფერების სიყვარული. დაინტერესებულ პირებს (თუ ასეთები მოიძებნებიან) შეუძლიათ ეს თავად ქნან.

ნარინჯისფერი თავდაპირველად მზის ჩასვლამ შემაყვარა.. როდესაც ცა ნელ-ნელა იღებებოდა, საოცარი, ენით აღუწერელი და გაუგებარი აღტაცება დამივლიდა ხოლმე ტანში. შემდგომ ეს ფერი ჩემს ირგვლივაც შევნიშნე და მოკლედ ასე…

არ ვიცი, სალათისფერი რატომ მიყვარს. უბრალოდ მიზიდავს.  სხვათაშორის, ძალიან მომწონს, როცა მას ვინმეს ჩაცმულობაში ვამჩნევ.

წითელ ფერს რაც შეეხება, ბოლო-ბოლ ეს კაცი ატარებდა ,

რაც ჩემთვის სავსებით საკმარისია.

საკუთარი თავის დახასიათება ფერების ჩამოთვლაზე ბევრად რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. საკმარისია ერთი არასწორი ნაბიჯი გადადგა, და აი უკვე სრულიად უსაფუძვლო ხოტბის შესხმით იწონებ თავს, ანდაც პირიქით, თავდავიწყებით გადაეშვები თვითგვემის მორევში. მთავარი სირთულეც სწორედ ესაა – მე ვარ ადამიანი, რომელიც გაურბის ოქროს შუალედს, ჩემთვის იგი პრინციპულად მიუღებელია.

მაშ ასე, ჩემი ხასიათიც სწორედ ორ უკიდურესობას შორის დახტის. თუ ერთ დღეს იგი შეიძლება ავღწეროთ როგორც სუნრელოვან ყვავილზე მჯდარი პეპელა

მეორე დღეს მის ასაღწერად სიტყვები ნამდვილად აღარაა საჭირო

ბედნიერებიდან უბედურებამდე ერთი ნაბიჯიაო, ამბობენ. და მე ამის საუკეთესო მაგალითი ვარ. მერწმუნეთ, თუ ვინმე დაწერს სახელმძღვანელოს ხასიათის ცვალებადობაზე, ჩემს ერთგან გაღიმებულ და მეორეგან დაღვრემილ სიფათზე უკეთეს ილუსტრაციას ვერაფრის დიდებით ვერ გამონახავს. როდესაც ბედნიერი ვარ, ვცდილობ ჩემს ირგვლივ მყოფებიც გავაბედნიერო, და არავის არ მოვაკლო სურნელოვანი ნექტარი, როდესაც ”დაგრუზული” ვარ… თუმცა რაღა გავაგრძელო, სურათი ხომ ნახეთ…

მართლა მიკვირს ჩემი მეგობრების, რომლებიც ჩემთვის მძიმე პერიოდებში მიძლებენ. როგორც ერთ-ერთმა ამას წინათ მითხრა, რომ არ გიცნობდე, გაგგუდავდიო. თქვენ წარმოიდგინეთ და ეგ კომპლიმენტად მივიღე…

ხანდახან თავს ვგრძნობ ასეთად

ხანდახან კი ასეთად 

კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი – გუშინ ღამე ერთი მეტად ხავერდოვანი სტატუსი დავიწერე FBზე ”Life is great ^_^ If you can dream it, you can achieve it ^_^”. ეს სიტყვები სავსებით შეესაბამებოდა ჩემს განწყობას, რაზეც ერთმა მეგობარმა, სრულიად სამართლიანად მომწერა, ნამეტანი ვარდისფერი ტექსტიაო. მეც სრულიად სამართლიანადვე ვუპასუხე, კარგად ვარ და იმიტომ დავწერე თქო, ცუდად რომ ვყოფილიყავი, სტატუსად დავიწერდი “Fuck you all in the ass!” (ანალური სექსის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქ, უბრალოდ მეჩვენება რომ ამ შემთხვევაში ლანღძვას უფრო გავს, ვიდრე სექსის შემოთავაზებას).

სულ ესაა. არა, არც ვტრაბახობ, ან რამე მაგდაგვარი, უბრალოდ ვცდილობ პირნათლად შევასრულო დაკისრებული მოვალეობა. თუ ვინმეს რამე არ მოგეწონათ, ან თავი შეურაცყოფილ მკითხველად იგრძენით, პრეტენზიებით გვირილას მიმართეთ, მან ამალაპარაკა… ეგ ხუმრობით, ისე კი, ველოდები მის, როგორც დამთაგველის შეფასებას. მე კი თამაშს ვაგრძელებ, ვთაგავ Kate_AlukaЯDს, marg0ritaს, რომელსაც ბოლო-ბოლო მოუწევს ხელი აიღოს დუმილზე და Danny Brownს.  წარმატებები… ^_^

Advertisements

16 responses

  1. უმაგრესია… როგორც იქნა დაახასიათე შენი თვი :)) … :))))) უხ ვინც არ გიცნობს :))) :* :* საყვარელი სანდრო.. ^_^ დამაცა მე შაბათ კვირას ვიპიქრებ ამაზე, მეც ვარ დათაგული ამაზე და კიდევ ერთზე

  2. “წითელ ფერს რაც შეეხება, ბოლო-ბოლ ეს კაცი ატარებდა” – Stefan Effenberg ^^ წითელი ფერის ჩემი სიყვარულის ერთ-ერთი მიზეზი სწორედაც, რომ ეს კაცი და ზოგადად ბაიერნია :)))

  3. მადლობა სანდრო დატაგვისთვის : )))
    მმმ… შენი ხასიათის სიმძიმეს ერთხელ ნახევრად შევესწარისავით :დ
    სულ არ არის ურიგო რთული ხასიათის ქონა ^^
    ზატო კარგად წერ და კარგი საურთიერთო ადამიანი ხარ : ))) ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერ ასე მგონია :დ

    • გმადლობ შეხსენებისთვის. ეს დღე მძღნერისფერი დიდი ასოებით ჩაწერილ იქნა ჩემს მემატყიანეში 😀

  4. გამიხარდა რომ დაწერე ^_^
    ხასიათის უცნაური ცვალებადობა მეც მჭირს და ვიცი ეს რაცაა, სამწუხაროდ.
    ისე, კინაღამ შენს ხასიათსაც “გავუგე გემო” 🙂
    ხო, შემფასებლად მე ვერ გამოვდგები, ვინაიდან და რადგანაც, თამაშის იდეა მე არ მეკუთვნის. მე დაგთაგე იმიტომ, რომ დარწმუნებული ვიყავი საინტერესოდ დაწერდი და პიროვნული თვისებებიც კი მაინტერესებს იმ ბლოგების ავტორების, რომლებსაც ყოველდღიურად ვკითხულობ. ხოდა, საინტერესოდ კი გიწერია, ანუ ჩემი იმედები გამართლდა. შედარებები განსაკუთრებით საინტერესო იყო 🙂
    ხო ისე, თუ არ გინდოდა და შენს პრინციპებს ეწიააღმდეგებოდა, არ დაგეწერა კაცო, ძალით კი არაა 😀

  5. მინდა გაგახარო და გითხრა რომ დუმილზე ხელი ავიღე, პოსტი მზადაა, მხოლოდ მკითხველებს ელოდება ;;)

  6. ”Life is great ^_^ If you can dream it, you can achieve it ^_^” esec momewona da “Fuck you all in the ass!” esec 😀 😀

  7. Pingback: სატირული გამა, მხოლოდ ნომრიანი ფერებით « Danny Brown

  8. ჩემზე ცვალებადი ხასიათის თუ ხარ წარმომიდგენია წუთში რამდენი საოცრების მომსწრე შეიძლება გახდეს შენი თანმხლები))

  9. მშვენიერი პოსტია.
    ისე, თავიდან ეს თამაში რომ წამოვიწყე, მეგონა, ყველა ერთნაირად ვერ გაიგებდა და ამ მხრივ მრავალფეროვანი იქნებოდა. თითქმის ყველა წერილი მაქვს წაკითხული, რომელიც ამ თამაშს უკავშირდება და გამიკვირდა, უმრავლესობამ ჩანაწერი წაიყვანა იმ გზით, რა გზითაც მე მინდოდა.
    ერთ-ერთი იმ საინტერესო პოსტთაგანია, რომელიც ექსპერიმენტის გაგრძელებაში დამეხმარება.
    დიდი მადლობა ამისთვის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s