ქორწილის წლისთავი (ნაწ2)

ნაწილი 1

***

საღამოს შვიდი საათი იყო და ჩვენ სასადილო ოთახში მაგიდასთან ვისხედით. მეუღლეს კვლავ მისი საყვარელი აჯაბსანდალი გაეკეთებინა და ახლა მადიანად მიირთმევდა. ორი კოვზი მეც გადავიღე, მინდოდა ნელა მეჭამა, თუმცა იმედი მაშინვე გამიცრუვდა – იმდენად ზეთიანი იყო, რომ ლამის თავბრუ დამესხა.

-ჰო კარგია? – იკითხა მან.

-კი ძვირფასო, როგორც ყოველთვის – დავემოწმე მე და მის დასანახად კერძში პური ამოვავლე.

– ხო იცი, დღეს დედასთვის ხაში უნდა გამეკეთებინა, შენ კი  ნივრის ყიდვა დაგავიწყდა. ისევ იმ წყეულ ტოტალიზატორში შეხვედი?

მე არაფერი ვუპასუხე და ტომატის წვენი დავისხი.

-ჰო, მართლა. რატო ჩემი ძმა უნდა ხვდებოდეს ისევ?

-იმიტომ რომ მანქანა ყავს.

-შენ რატომ არ გყავს მერე? ააა, დუმხარ? იმიტომ არ გყავს, რომ იმ შენი წყეული ხატვის მეტი არაფერი გაინტერესებს. რას დაამსგავსე ოთახი, სულ საღებავებშია  ამოსრვილი. იმაზე აღარაფერს ვამბობ, როდის გაყიდე უკანასკნელი სურათი. ეს შენი წითელი ფერი ხომ საერთოდ ყელშია.

-ამდენი პრეტენზია თუ გაქვს, ცოლად რაღატო მომყვებოდი?

-ახალდაგაზრდა ვიყავი, სულელი და თავში ჭკუა არ მქონდა.

-ვიცი მე რაშიცაა საქმე.

-მორჩი ნუ სულელობ რა…

მან თეფშები აკრიფა და ცოტა ხანში მაგიდაზე დესერტი გაჩნდა – მარწყვის მუსი.

-არა რა, დედასთვის უნდა დამეჯერა.

-რაში ვითომ?

-მშვენივრად ხედავდა როგორიც იყავი…

მე უხმოდ ავდექი და ფანჯარასთან მივედი.  ჩვენი ეზოსწ დამშეული ზაღლი საიდანღაც მოთრეულ ხორცის ნაფლეთს ჯიჯნიდა. საბრალო ცხოველს ცხვირ-პირი სისხლში ქონდა ამოსვრილი და სიამოვნებისგან წკმუტუნებდა.

-ფუ რა! – წამოიძახა უცებ ცოლმა. მე მივბრუნდი და დავინახე, რომ მუსი თეთრ პერანგზე გადაესხა.

-არადა დედასთვის ჩავიცვი სპეციალუად.

-დედასთვის? ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც დედასთვის გაწმინდე?

მეუღლე შეცბუნდა.

-მარიმ დამირეკა, და უნდა გავსულიყავი მაგასთან.

-გუშინ ღამის სამ საათამდე მარის ელაპააკებოდი ჰო ტელეფონით.

-კი მარის – გაბრაზდა იგი – და საერთოდ რა არის ვერ გავიგე? ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევ.

-მაპატიე საყვარელო – გავუღიმე მე – უბრალოდ ამ

სამსახურის ძებნაში გადავიღალე.

-საცაა დედა მოვა, მაგიდა მიალაგე რა. მე კი მანამდე პერანგს გავრეცხავ. ეს თქვა თუ არა მობილურის ხმა გაისმა.

ცოლმა ამოიღო მუსში დასვრილი ტელეფონი გულის ჯიბიდან, ნომერს დახედა და მეორე ოთახში გავიდა.

ტომატის წვენი დავცალე და ცოლის თხოვნის ასრულებას შევუდექი. ნათურის შუქზე საამურად ციმციმებდა პურის საჭრელი დანა.

-ძვირფასო, მგონი შთაგონების წყაროს მივადექი – დავუძახე მეუღლეს.

კარზე ზარის ხმა გაისმა.



Advertisements

18 responses

  1. ოჰო, ცუდი ამბავი დატრიალდება ახლა:-) მომეწონა ისე, წითელი ფერი რომ დომინირებს და რამე, სისხლთან ასოციაცია და ბოლოს დანა. მომწონს რომ ფიქრობ ასეთ რაღაცეებზე 🙂
    ხო, ჩემს ბლოგზე შემოიხედე ერთი, თუ სწორად მახსოვს, დაგთაგე 🙂

      • აუ, არა 🙂 ახლა მივხვდი რა სისულელე დავწერე. “მომწონს რომ ფიქრობ ასეთ რაღაცეებზე” – გულისხმობს იმას, რომ პოსტის შინაარსზე, ასეთ დეტალებზე ფიქრობს. სადიზმს არ ვგულისხმობდი ნამდვილად 🙂

  2. ჩავიხედე და ხვალ შევასრულებ ჩემს მოვალეობას ^_^
    შეფასებებისთვის გმადლობთ : )

    • გადამედო რა, გადამდეთ 🙂 ისეთ “კაი” განწყობას აფრვევთ, სად წავიდოდი აბა :-შ
      ბოდიში თუ რამე, რავიცი…

      • გახლა მივხვდი, მეთქი კიდე სხვა რამე მოვალეობებიანაგულსიხმები. 🙂 ნუ ნერვიულობ ევერისინგ იზ ოკეი :)))))))

  3. Pingback: ქორწილის წლისთავი (ნაწ. 1) « გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქი

  4. კარგია, ძალიან კარგი,
    კიდევ ერთხელ ყოჩაღ.
    თუმცა წინა უკეთესი იყო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s