ქორწილის წლისთავი (ნაწ. 1)

მეუღლე ჩემს წინაშე დივანზე იყო გაშხლართული. ხელები ზურგს უკან მაგრად ჰქონდა შეკრული და შიშით სავსე თვალებს მისკენ მომართულ პურის საჭრელ დანას ვერ აცილებდა. სახეზე უკვე სილურჯე ჩამოწოლოდა, გახეთქილი ტუჩიდან სისხლი ემჩნეოდა, მარჯვენა თვალი კი იმდენად შეუსივდა, რომ თითქმის არ ჩანდა. იცოდა რომ ვერსად წამივა, და ეს იმის ძალას ართმევდა, ჩემთვის წინააღმდეგობა რომ გაეწია.

-რა გჭირს საყვარელო?- ვკითხე მე და თავზე ნაზად გადავუსვი ხელი. ის აკანკალდა.

-რატომ ნერვიულობ? რა, ვერ მცნობ? ეს მე ვარ, შენი  ლომი. ასე არ მეძახდი თავიდან, ახალდაქორწინებულები რომ ვიყავით?

თმაში ხელი წავავლე და მთელი ძალით სილა გავაწნე. მომჩვენა რომ გონება დაკრგა, თუმცა ასეთ მოწყალებას ნამდვილად ვერ გავიღებდი. აბაზანაში გავედი და ტაშტი ცივი წყლით ავავსე. სანამ ტაშტი ივსებოდა თვალები დავხუჭე და ვეცადე მომენტით დავმტკბარიყავი. ვაცნობიერებდი რა ხდება, და ეს ჩემში კიდევ უფრო ზრდიდა სიამოვნების განცდას. შემეძლო გამეკეთებინა რაც მინდა, ბოლოსდაბოლოს სიტუაციას მე ვაკონტროლებდი. იმის გაფიქრებაზე რა სიურპრიზი ელოდა ჩემს მეუღლეს, მთელი სხეული ნეტარებისგან მიცახცახებდა.

სავსე ტაშტი გაჭივრებით მივათრიე დივანამდე და მისი კივილის მოლოდინში თავზე გადავასხი. მან მათლაც დაიკივლა და გაიჭინთა. ეტყობა გონს მოეგო.

-რას ჩადი? – დაიწყო მან ისტერიული ხმით -რატომ აკეთებ ამას?

-და რატომ არ უნდა ვქნა? -გამიკვირდა მე – რა მიშლის ხელს?

-შენ რა გაგიჟდი?

-პირიქით, ახლახანს საბოლოოდ მოვეგე გონს.

-ეხლავე გამიშვი, და საერთოდ დედა სადაა? – ისევ აკივლდა იგი და თოკის გაწყვეტის უშედეგო მცდელობისგან კრუნჩხვებში ჩავარდა.

-ძვირფასო, რამდენჯერ უნდა გითხრა, არ მსიამოვნებს როცა მიყვირი – ვუთხარი მე და პირზე სკოჩი ავაკარი.

-იცი, იქით კვირაში 4 წელი იქნება რაც ჯვარი დავიწერეთ. ძალიან ვაფასებ იმ ყველაფერს რაც დედაშენმა და შენ ამ ოთხი წლის მანძილზე გააკეთეთ. მე კი, როგორც თქვენ მეუბნებოდით, არაფერი გამიკეთებია. ჰო, სამწუხაროდ მართალი ხარ. მაგრამ ახლა გადავწყვიტე გამოვსწორდე. ნახე რა საოცარი სიურპირიზი მოგიმზადე ვ – თქვი მე და კარადიდან მძიმე სამგზავრო ჩანთა გადმოვიღე. შემდეგ ცოლს ხელები შევუხსენი და ჩანთაში ჩავაყოფინე. ეტყობა მან იგრძნო,  რა დევს შიგნით, რადგაბაც ჩასისხლიანებული სახე გაუფითრდა და თვალები ძველი თოჯინის მსგავსად გაეყინა.

-დედას მიესალმე, საყვარელო – ვუთხარი მე – როდესაც ჩანთიდან სისხლში ამოსვრილი ხელი ამოიღო.

გაგრძელება შემდეგ პოსტში ნაწილი 2

Advertisements

12 responses

  1. ვაიმე სანდრო.. არ მეგონა, რომ მასეთ რღცას წავიკითხავდი შენთან…. ეგ შენი ფარული აზრები იჩენს თავს? ^_^ რა სისასტიკეა ;)) მარა მომწონს სადო–მაზო 🙂 ბოროტო როდის იქნება სემდეგი ნაწილი..? ცოტა ემტი დაწერე ხოლმე რა (მმ)

  2. სიმორ გლასმა სახე იცვალა? 🙂 კიარადა, მიურიელი და დედამისი მეცნოსავით პროსტა 🙂 მეჩვენება თუ? გაგრძელება კი მაინტერესებს ისე, მარა რა დაიწყე ეს?

  3. Pingback: ქორწილის წლისთავი (ნაწ2) « გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქი

  4. ოთხკუთხედური მოძრაობით მივიტანე კლავიატურამდე ათი თითი.
    შემძრა.
    ძალიან საინტერესო იყო, თუმცა სააააშინელი.
    ყოჩაღ, მართლა მაგარია.

  5. ვიცი..იდეა სულ სხვაა,მეორე პოსტიც წავიკითხე და ყველაფერი ნათელია..უბრალოდ ..მაინც მემძიმა..რაღაცნაირად… 😦 მაგრამ მართლა ძალიან კარგად წერ და შენი ბლოგიც ძალიან მომეწონა 😉

  6. ჰორორ :დ :დ :დ სიამოვნებით ვკითხულობდი წუხელ ძილის წინ… :დ
    ეხლა კომენტარისთვის შემოვედი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s