გრენდაიზერი (ნაწ. 2)

ნაწილი 1

თბილისში ღამე სუფევდა.  მელნისფერი ცა და განათებული ქუჩები ლამაზ კონტრასტს ქმნიდა. ჩვენ ძალიან მაღლა მივფრინავდით და ბოლოს რომელიღაც ღამის კლუბთან დავეშვით.  დუკმა ხელი მომკიდა და ჩვენ გადმოვხტით, მეგონა კედელს შევეჯახებოდით და თვალები დავხუჭე, მაგრამ როცა გავახილე, უკვე კლუბში ვიყავით.

ჩვენს პირდაპირ ვიღაც ახალგარზდა მაგიდასთან იჯდა და ჭიქას ჭიქაზე სვამდა. ახლოს მივედი და ძალიან გამიკვირდა სპორტული შარვლისა და სვიტერის ნაცვლად შარვალ-კოსტუმი რომ ეცვა, რადგან ისევ ის ბიჭი იყო, სახეზე თითქმის არ შეცვლილა. მაგიდასთან კიდევ ერთი ჭიქა იდგა, ოღონდ ნახევრად ცარიელი და ახალგარზდა დროდადრო უყურებდა მას. ბოლოს მძიმედ ამოიოხრა, ადგა, ბარმენთან მივიდა  და ანგარიში მოითხოვა.

-ერთი ბოთლი რამე კაი არაყი მომეცით კიდე- დაურთო მან.

ბიჭს გარეთ გავყევით. სიმთვრალე საერთოდ არ ეტყობოდა, იგი ნელი, გამართული ნაბიჯებით მიდიოდა და არაყს პატარა, სწრაფი ყლუპებით სვამდა.

დუკს გადავხედე, მაგრამ იგი ზედაც არ მიყურებდა ისე მიდიოდა. კაი ხანს ვიარეთ და ბოლოს სანაპიროსკენ ჩავუხვიეთ გალაკტიონის ხიდზე. ბიჭი მოაჯირს მიეყუდა და მტკვარს მიაჩერდა. დიდ ხანს, ძალიან დიდ ხანს უყურა გამჭოლი მზერით, თითქოს უნდოდა მდინარის სიღრმე გაეზომა თვალით…

მომეჩვენა რომ დრო გაჩერდა – ბიჭი გაუნძრევლად იდგა, არც ირგვლივ ხდებოდა რამე…

და აი ცამ ნელ-ნელა ფერი იცვალა და დროის სვლა განახლდა, ახალგაზრდამ თითქოს გამოიღვიძა, ღრმად ამოისუნთქა, და ბოთლი მდინარეში მოისროლა.

-ერთი თქვენი ყველას კარგიც რა! – დაიყვირა მან და კვლავინდებურად ნელი ნაბიჯებით გაუდგა გზას…

დიუკმა მას ისევ გააყოლა თვალი, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა.

-რატომ არ მივყვებით-ვკითხე მე

-აღარაფერი დაგვრჩა სანახავი.

-მითხარი, ეს ყველაფერი რატომ მანახე,  მე ვიყავი ეგ ბიჭი?

-ჯერ ერთი,  არაფერი მინახებია, შენი სიზმარია ბოლო ბოლო. ბიჭს რაც შეეხებაა, ეგ შენი გადასაწყვეტია, გახდები ის თუ არა…

დუკმა ხელი დამიქნია და გრენდაიზერში ჩახტა. ისინი ამომავალი მზის შუქში გაუჩინარდნენ, მათთან ერთად გაუჩინარდა ჩემი სიზმარიც.

Advertisements

10 responses

  1. გამახსენდა ის საშობაო ზღაპარი რომ არის, თვის მომავალს რონმ აჩვენებს ბებერ კაცს (ბოროტი ვიღაცა რომ იყო). კაი პოსტია.. თუმცა გიცნობ და ნამდვილად არ გელოდება მასეთი მომავალი :)))))

  2. არ გახდე არა! 🙂

    ფილმი გამახსენდა ერთი, რომანტიკული სისულელეა, აღარ მახსოვს რა ჰქვია, ბიჭია, მექალთანე და ბიძამისის სულის მიერ მოგზავნილი სამი აჩრდილი რომ დაათრევს აქეთ-იქით დროში. 🙂

    ჰუუმ…
    რავიცი აბა. : >
    ასოციაცები მაინც. )

  3. გრენდაიზერი და ძუკ ფლიდი ჩემი ბავშვობის უსაყვარლეს მოგონებადაა ქცეული, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ქონდა ხოლმე იმ 20 წუთის განმავლობაში. :))))

      • კი, მარა კიდე ვიმეორებ – მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერს თუ არა, თითქმის ყველაფრს ჩვენ ვწყვეტთ. ასე, რომ, აბა შენ იცი!.. 😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s