გრენდაიზერი (ნაწ.1)

წუხელ გრენდაიზერი დამესიზმრა. იგი პირდაპირ ჩემს ოთახში დეშვა და იქიდან წითელ კოსტუმში გამოწყობილი დუკ ფლიდი გამოვიდა. დუკი ჩემს საწოლზე ჩამოჯდა და თვალებში ჩამხედა. მე ძალიან ავღელდი ვინაიდან ოდესღაც გრენდაიზერს საკმაოდ დიდი ადგილი ეკავა ჩემს გულში…

დუკმა დიდ ხანს მიყურა და ბოლოს მკითხა – გახსოვარ?

-რა დამავიწყებს- ვუპასუხე გახარებულმა

-კეთილი, მაშინ წამომყევი

მე წამოვტხი და ჩვენს გრენდაიზერის გემბანზე აღმოვნდით.

-შენი თავი თუ გახსოვს? -მკითხა უცებ დუკმა

-კი, როგორ არა – გავიკვირვე მე

-ჰმ, არამგონია – თქვა მან და ღილაკს დააჭირა თითი.

ეკრანზე ვიღაც ბიჭი გამოჩნდა. მას სპორტული შარვალი და გახუნებული სვიტერი ეცვა. იგი ნოხზე იჯდა და რაღაც თამაშში იყო ჩაფლული. ოთახში ნელ-ნელა იპარებოდა ბინდი. უცებ ჭერზე ჩამოკიდებული ნათურა აინთო.

-დედა, დედა! შუქი მოვიდა! -დაიყვირა ბავშვმა, შემდეგ ტაბურეტთან მივიდა და ძველი ტელევიზორი ჩართო. გრენდაიზერი დაფრინავდა და კოსმოსურ მონსტრს ებრძოდა, აღტაცებული ბავშვი კი მათ ადევნებდა თვალყურს.

ამ დროს ოთახში დედა შემოვიდა, ხელში თეფში ეკავა.

-ნახე შვილო, მჭადები დაგიცხვე, -უთხრა ქალმა და ბავშვის წინ ნოხზე დადო თეფში, რომელზეც ორადორი პატარა მჭადი და ყველის ნაჭერი იდო.

-შენ, დედა?

-მე არ მშია, შვილო. ჭამე, შეგერგოს – თქვა დედამ და თავზე გადაუსვა ხელი.

-ნახე რა ნახე, გრენდაიზერი რა მაგარია! რეებს შვება! – ბავშვის ხმაში ისეთი საოცარი აღტაცება და ბედნიერება იგრძნობოდა, რომ დედა მის გვერდით დაეშვა ნოხზე…

ეკრანი უცბად ჩაბნელდა. მე დუკს გადავხედე, მან კი თვალით მანიშნა მაცალეო. იგი ჩემთვის რაღაც უცნობ ღილაკებს აჭერდა თითს.

-ეხლა კი  წავედით -თქვა ბოლოს მან და დიდ სავარძელში მოკალათდა.

მე ველოდი რომ ის ჩვეულად დაიყვირებდა ”გრენდაიზერ, წინ!”, მაგრამ არაფერიც, საბრძოლო მანქანა მან სრულიად უხმოდ ააფრინა…

გაგრძელება შემდეგ პოსტში

Advertisements

18 responses

  1. მეორე ნაწილი გვინდა!
    გრენდაიზერის გახსენებაზე სულ ნოსტალგია მემართება… ყველა უყურებდა! როგორ მახსოვს “გრენდაიზერ, წინ!”

  2. როგორ მიყვარდაააა!
    სულმოუთქმელად ველოდებოდი ხოლმე 🙂
    გრენდაიზერ, წინ! :))))))))))))))

  3. ჩემს მეგობარს დღესაც ახსოვს სიმღერის ტექსტი))) მე ცუდი გოგო ვარ, სახელიც არ მახსოვდა… ))) კარგი დრო იყო)) აუ, მინდა მე ჭადი და ყველი ((((((

  4. რატომღაც გული მიგრძნობს, რომ ცუდად დაამთავრებ შემდე პოსტს და არ ვიცი რას გიზამ 🙂 😀

  5. გვირილა
    მწერლისთვის ძალიან სასარგებლო რამაა მომთხოვნი მკითხველი ^_^

  6. რამ გაგახსენა გრენდაიზერი?:დ
    მახსოვს, ძალიან მომწონდა…
    მთავარი გმირი ლამის მიყვარდა :)))))))))))))))

  7. Pingback: გრენდაიზერი (ნაწ. 2) « გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქი

  8. გრენდაიზერს ვუყურებდით მთელი სასტავით და მერე გავდიოდით ეზოში სათამაშოდ ..ეგ კარგად მახსოვს ^^

  9. ვაიმეეე, ჰაჰაააჰ რა მაგარია :დ

    აი სიზმარი მესმის.. მე ამ ბოლო დროს სულ მძაფრსიუჟეტიანი მესიზმრება: ჰორორ ან ფსიქოპათიური : ( დავრბივარ სადღაც, მომდევენ მკვლელები და მსგავსი… რას ვუყურებ ნეტა ამისთანას ძილში რომ მიმყვება :დ

  10. amze vabodebdi exac menatreba is dro mteli ubani saxlshi gavtbodit xolme bolos flindze ro dabrundnen da damtavtda magari gamityda(((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s