უფალო შეგვიწყალე, ანუ მაღლივში მიმავალი სტუდენტის პოსტი

როგორც ბევრმა თქვენგანმა იცის, ან შეიძლება არ იცის, თეუსუ ცოტა ხნის წინ შეუერთეს ჯავახიშვილის უნივერსიტეტს. იურიდიული და ჰუმანიტარული ფაკულტეტების სტუნდეტთა სიხარულს საზღვარი არ ქონდა, მათ ხომ აწი ვაკეში მოუწევთ სიარული, ერთ დროს, ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში. ეკონომისტებს რაც შეგვხება, ჩვენ ცოტა არ იყოს შევცბუნდით და ეს კიდევ რბილაადაა ნათქვამი.  ანტირეკლამაში ნუ ჩამითვლით, მაგრამ მოსწავლე ახალაგზრდობაში დიდი ხანია დადის ლეგნდები ჯავახიშვილის მაღლივი კორპუსის შესახებ. გამოცდების ”მოყომარების” შანსი ნულის ტოლიაო, ასე ამბობენ, ალბათ იმიტომაცაა, სტუდენტებს მატარებლის ვაგონებივით მიყოლებით რომ ”ეტენებათ” საგნები. ასევე იმასაც ამბობენ, სწავლის დონე ძალიან დაბალიაო, ლექციებზე თითქოს ძილის გაზს უშვებენ ჰაერშიო. რაც არ ვიცი, არ ვიცი, ჯერ სწავლა არ დამწყებია და მე მხოლოდ ნაცნობ მაღლიველთა გამონათქვამებს გაუწყებთ.

ამ დიად შენობას აქამდე მხოლოდ რამდენჯერმე ვესტუმრე – ერთხელ უბრალო ვიზიტორის, შემდეგ კი,  ჩარიცხვის მოლოდინში მყოფი სტუდენტის როლში და როგორც იტყვიან ხოლმე, შთაბეჭდილებათა მთელი ზღვა გამომყვა.

პერსონალი ქართველ გამყიდვლთა საუკეთესო ტრადიციების შესაბამისად გესაუბრებათ. გაგრძნობინებენ, რომ მათი მადლიერი უნდა იყოთ, თქვენნაირ არარაობას  საერთოდ ლაპარაკის ღირსად რომ აგდებენ. სულაც არ ვიძახი, ამას გამიზნულად აკეთებენ თქო, გარკვეულწილად მესმის კიდეც მათი, ალბათ ყელში ყავთ ამოსული სტუდენტები, კითხვების კორიანტელს რომ დაატეხენ ხოლმე თავს. არც ზრდილობის სწავლას ვუპირებ ვინმეს, უბრალოდ მომეჩვენა, რომ მის ნაკლებობას განიცდიან. ამ შემთხვევაში კეთილგანწყობაზე და თავაზიანობაზე ლაპარაკი კი, ფანტასტიური ოპტიზმის სფეროს განეკუთვნება. ჩემი სუბიექტური აზრების ფრქვევას ამჯერად ალბათ, შევწყვეტ და სწავლის დაწყებას დაველოდები. ბოლობოლო, ჯგუფში ხომ ის ხალხი მყავს, ვისთან ერთად მოხვედრაც მინდოდა, და რომლებთან ერთადაც აი უკვე მესამე უნივერსიტეტი გამოვიცვალე.

სხვათაშორის, მათ მითხრეს რომ რატომღაც ამერიკულ კინოებში ნანახი ციხეები გაახსენდათ, სადაც განსაკუთრებით საშიში, სისხლისმსმელი პატიმრები ზიან, და კბილებმადე შეიარაღებული დაცვა დაძრწის. ციხის, შეიარაღებული დაცვის და სისხლის მსმელთა თემა ჩვენ დროს, უფრო სკოლებთან მიმართებაშია აქტუალური, მაგრამ ამაზე სხვა დროს…

Advertisements

17 responses

  1. მე ჯერ კიდეც ილიაუნი-ს ახალი სტუდენტი, თუმცა უკვე შეყვარებული ამ უნივერსიტეტზე, გეუბნებით – რა გინდათ ჯავახიშვილში?! (ნუ ჩამქოლავთ ახლა, ცოტა ფრთხილად) 😀

    • კაი ერთი, პირველი აბზაცის გადაკითხვა არ მჭირდება, ისედაც კარგად მახსოვს. უბრალოდ, მე ილიაუნი-ს რეკლამირებას ვეწევი ამ შემთხვევაში (ხო, რა იყო, ვაღიარებ!) და შენი თეუსუ არაა ილიაუნი, ვოტ!… 😛

      • ნუუ, ჩემი თეუსუ (აწ გარდაცვლილი) ნამდვილად მირჩევნოდა ილიაუნის :შ მაგრამ ეხლა სიტუაცია რადიკალურადაა შეცვლილი, და შენს მიერ ხოტბაშესხმული ილია ჩემი მომავალი უნივერსიტეტების შორტლისტშია. ^_^

  2. მაშინ კაი, გაპატიებ 🙂 მეც მაგისტრატურაზე ვარ და მომწონს ძალიან, ლექციებიდან რომ მოვდივარ მეორე დღეს მოუთმენლად ველი. ან სწავლა მომწყურდა უჩვეულოდ, ან მართლა კაია 😉 ხოდა, ვუწევ რეკლამირებას აშკარად 🙂

  3. ჩემი ფარღალალა მეორე კორპუსი… სად იყო ჩემს დროს ამდენი უნი და ასეთი არჩევანი… ჩავაბარე, დავამთავრე და ახლა მხოლოდ სიყვარულით ვიხსენებ 🙂

  4. აუ თქვე მეეზღაპრეეპო, არ გრცხვენიათ ჰაერზე რომ ლაპარაკობთ, რაღაცებს იგონებთ, არგუმენტებიც არ გაქვთ და უნივერსიტეტს სახელს უფუჭებთ. თქვენ არ იცით რეალობა. მე მანდ ვსწავლობ 3 წელია და ძალიან კმაყოფილი ვარ, ვისაც სწავლა უნდა აუცილებლად შეიძენს მას და ვისაც არა, თქვენსავით მეზღაპრეები იქნებიან მომავალში. თქვენს გარდა თუ ჯერა ნეტა ვინმეს ეს….არამგონია, შეიძლება თქვენაც არ გჯერათ.

  5. ვინც ახლა აბარებთ უნივერსიტეტში, ან ჩააბარეთ და ასეთ ზღაპრებზე გიყოლიებენ გაითვალისწინეთ ! ეს აღარ არის სკოლა და თქვენ სწავლას აღარავინ დაგაძალებთ, ლექციებზე სიარულიც თქვენი ნებაა, მაგრამ გამოცდაზე მოგეკითხებათ ყველაფერი… უკვე დიდები ხართ და თქვენი თავი თქვენი ნებაა…უბრალოდ ამ უნივერსიტეტში ნიშნებს არავინ გჩუქნით:)არც არავინ გადგებათ ხელჯოხით ყოველი დავალების შესასრულებლად… ჩვენ გვყავს ისეთი ლექტორები, ვისგანაც გარდა საგნისა უამრავ რამეს ისწავლით… და გექნებათ ბედნიერება, ისეთ ადამიანებს შეხვდეთ როგორებიც ისინი არიან…
    P.S ხო მე უკვე სამი წელია აქ ვსწავლობ და ერთი საგანი ჩამრჩა ისიც ჩემი ბრალია, რადგან ვიზარმაცეეეე… მაგრამ ბერი ისეთი მეგობარიც მყავს ვისაც მატარებლის ვაგონებივიტ კი არ რჩებათ საგნები არამედ სტიბედნიას იღებენ:)

    • ჩემო კარგო, დავიჯერო დაძალებასა და სრულ გულგრილობას შორის განსხვავებას ვერ ხედავ? ან თავისუფლებასა და ბიროკრატიულ განუკითხაობას შორის? თუ არა, მაშინ არც ღირს პოლემიკაში შევიდეთ ერთმანეთთან : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s