ბარათაშვილის ხიდთან

თებერვლის სუსხიან საღამოს დედა და შვილი ბარათაშვილის ხიდთან სამარშრუტო ტაქსს ელოდებოდნენ. ამ დროისთვის დამახასიათებელი თოვლ-ჭყაპი ნამდვილად არ სიამოვნებდათ, რასაც თან დიდი ხნის ლოდინით გამოწვეული გაღიზიანებაც ემატებოდა.  თუმცა მათ ერთად ჰქონდათ გამოვლილი 90იანი წლები, ასე რომ სიტუაცია არც ისე საგანგაშო იყო…  მეგობრულ საუბარში იყვნენ ჩართულები და ცდილობდნენ სიმშვიდე შეენარჩუნათ.

-გამარჯობა, მაკა დეიდა – მოესმათ მათუ უცებ პატარა ბავშვის წრიპინა ხმა. მათ წინ რვა წლის თიკო იდგა. ბევრ მიზეზთა გამო ეს გოგონა მთელ უბანს ეცოდებოდა. საქმე იმაში იყო, რომ მამა არ ყავდა, დედა კი ლოთაობით იყო გართული, და ბავშვისთვის არ ცხელოდა. ამის მიზეზებით უბნელები არ ინტერესდებოდნენ. ”ბავშვი მთელი დღეები გარეთ აგდია, სკოლაში არ დადის, რას აკეთებს და რითია დაკავებული ღმერთმა უწყის” – ყველა ამ შაბლონური ფრაზებით შემოიფარგლებოდა, და არავის არ მოსდიოდა აზრად რამის გაკეთება. ”ან კი, რა უნდა გავაკეთოთ?” – იკითხავდნენ აღშფოთებულები, მათთვის რამე რომ გეთქვათ…

-გამარჯობა თიკო – უთხრა გულშეკუმშულმა მაკამ – ამ შუაღამეზე აქ რა გინდა?

-მშიოდა, დედას ეძინა, წუხელ ცუდად რომ იყო და სასწრაფომ ნემსი გაუკეთა, მაგის მერე თითქმის სულ ძინავს. ჰოდა ჩავედი, შოკოლადის ყიდვა მინდოდა. ჰოდა, დეიდა მაკა, ლარიანს ვერ დამიმატებ?

-ჰა შენ ათლარიანი, და რამე ნორმალური იყიდე, რას გაგაძღობს შოკოლადი. იმდენ ენერგიას ხარჯავ გაზრდაზე.

ბავშვმა გაუღიმა, რაც მის ენაზე მადლობის გადახდას ნიშნავდა და მაღაზიაში შეირბინა.

-ვაიმე გული მეწვება ამის საცოდაობით, აღარ შემიძლია – თქვა ქალიშვილმა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ტუჩმოკვნეტილი იდგა.

-რას იზამ სოფო, ხომ ვერ ვიშვილებთ.

მაღაზიის კარები გაიღო, და იქიდან თიკო გამოვიდა. ხელში ტკბილეულით დახუნძლული პარკი ეჭირა…

-ეს რა უყიდია ამ ბავშვს – სინანულით გადააქნია თავი მაკამ – მეთქი ბოლობოლო ჭამს ნორმალურად.

ბავშვი სახლის გზას გაუდგა, თუმცა უცებ შემოტრიალდა და ჩქარი ნაბიჯებით უკან წამოვიდა.

-დეიდა მაკა, იმ გოგოს რა უნდა იქ? – იკითხა მან და მოპირდაპირე მხარეს გაიშვირა ხელი.

იქ კი მოკლე კაბაში და მაღალყელიან ჩექმაში გამოწყობილი ქერათმიანი ახალგაზრდა ქოლგიანი ქალი მშვიდად იდგა და ირგვლივ იყურებოდა.

-რავიცი, ალბათ შეყვარებულს ელოდება – დაიბნა მაკა და მოუნდა ბავშვი მოეტრიალებინა და სახლში წაეყვანა რადგან მოპირდაპირე მხარეს შავმა მანქამ დაამუხრუჭა და ქალიც უყოყმანოდ მივიდა მასთან.

-ხომ კარგი გოგოა, დეიდა მაკა. ხომ არ ჩაუჯდება? – იკითხა თიკომ მუდარანარევი ხმით თან დაჟინებით გადააქნია თავი.

-არა არ ჩაუჯდება. წესიერი გოგოა, ეხლა  ეტყვის რომ დაკავებულია და შეყვარებული ყავს..

მართლაც მაკამ შვებით დაინახა, რომ მცირე კამათის შემდეგ მძღოლმა თავი გადააქნია და მანქანა დაძრა, ქალი კი ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.

-დე, მოდი აღარ წავიდეთ რა სტუმრად – თქვა სოფომ – თან თიკოსაც მივაცილებთ.

-ჰო, მეც აღარ მინდა ამ მარშრუტკების გადამკიდე. წამო შვილო – თქვა მაკამ და ნაზად მოკიდა ბავშვს ხელი.

საბედნიეროდ თიკოს აღარ დაუნახავს, როგორ ჩაჯდა ქერათმიანი ქალი მომდევნო მანქანაში.

შთაგონებისთვის დიდი მადლობა ჯესის

Advertisements

10 responses

  1. სააანნ. მუზაც უნდა მიგეთითებინა.. მუზა :>
    ეჰ, სან შენ ჰეფი ენდით დაასრულე 🙂 კაია 🙂 რეალური ცხოვრება უფრო სასტიკია
    ეჭვიც არ მეპარებოდა მასე ლამაზად რომ დაწერდი :)))

  2. დრამატული რეალობა…
    ცხოვრების თანმდევი ამბავი…
    ტრაგიკული ადამიანის ნება…
    იძულებითი საქმე თვითგადარჩენის მიზნით…
    რავიცი, ბევრი განსაზღვრება შეიძლება მიესადაგოს იმას იქ…
    ბავშვი კი ნელ-ნელა ეჯახება რეალურ სამყაროს…

  3. : ((((((((((((
    აუჰ : ((((((
    რამდენი ეგეთი რეალობაა წარმომიდგენია : ((( არა თუმცა ვერც წარმომიდგენია : (((((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s