დედის დღე


ვინაიდან და რადგანაც დედის დღეა, ალბათ დღეს მთელი ბლოგოსფერო დედაზე პოსტებით გაივსება. არ დავიწყებ ლაყბობას ” ხელის გულზე ერბოკვერცხი ვინ შეგიწვავს ნეტა” და ასე შემდეგ, უბრალოდ მინდა ჩავაქსოვო აქ მთელი სითბო რაც დედებისადმი და ამ კერძო შემთხვევაში დედეჩემისადმი მაქვს დაგროვილი. შორს ვარ იმ ე.წ. ”დედის კულტისგან”, რომლის მიმდევრებიც ჩვენს ქვეყანაში მოიძებნებიან. ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმები და ვეკამათები. მერე რა? ნაკლებად მიყვარს ამის გამო? ნაკლებად ვაფასებ?

კარგი, მშობლებისა და შვილების დაპირისპირებას როგორმე ცლაკე პოსტს მივუძღვნი ახლა კი მთავარ სათქმელს დავუბრუნდები. სხვების არ ვიცი, და პირადად ჩემში დედა ყოველთვის უსაფრთხოებასთან ასოცირდებოდა. გარეთ დაეცი და მუხლი გადაიტყავე? დედა წაგისმევს იოდს. წინა მერხზე მჯდომი გოგო ზედაც არ გიყურებს? დედა გირჩევს რამეს…

ასაკთან ერთად, რა თქმა უნდა, პრობლემები მეცვლებოდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, თითქმის ყველა საკითხში (თითქმის იმიტომ, რომ ისიც ადამიანია, და ბოლო-ბოლო პატარა საიდუმლოები ყველას გვაქვს) მისი ნდობა შემეძლო, რჩევა კი ყურადსაღები იყო.

ყოველთვის მამხნევებდა, და მეუბნებოდა, რომ  ”მე ეს შემეძლია”…

სულაც არ ვისახავ მიზნად  გულის ამაჩუყებელი პოსტის დაწერას, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ დედის დღეს გეძლევათ კიდევ ერთი საშუალება, დააფასოთ დედები და მათდამი სიყვარული გამოხატოთ. რამდენად მარტივი რაღაცაა, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანი. მოკლედ თუ ამას კითხულობთ, დედა კი სადმე ახლომახლო გყავთ, მიდით და აკოცეთ.

ისე უბრალოდ. გარწმუნებთ, რომ გაუხარდება…

 

Advertisements

9 responses

  1. დედაჩემი ერთი თვეა არ მინახავს….
    როცა ვნახავ გადავკოცნი ❤

  2. ეს პოსტი წავიკითხე, გადავკოცნე და გაუხარდა… არ გამოაჩინა მარა გაუხარდა ^^

  3. -yvelaze,adre vdgebi ojaxshi…sakidze ar kidia sheni manto….arc batinkebia…sad wavida am dila utenia?
    gvian maxsendeba,rom dges dedis dgeaa…iqneb chemtvis sachuqris yidva unda?
    sagrznoblad,rom shegvianda davureke….gulshi ki chems fantaziaze mecineboda….mas arc gaxsenebia,rom dedis dge iyo…

  4. მოკლედ თუ ამას კითხულობთ, დედა კი სადმე ახლომახლო გყავთ, მიდით და აკოცეთ.
    ეს არ უნდა დაგეწერა-თუ ძალიან შორს გვყვს , ბევრი წელია არ გვინხაია, პოტის კითხვისას გული აგვიჩუყდა და გვეტირება რა ვქნათ?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s