ზამთრის უკანასკნელი და გაზაფხულის პირველი დღე

დაფიქრებულხართ რა დიდი სხვაობაა 28 თებერვალსადა 1 მარტს შორის? აი გარეთ ვიხედები, თითქოს იგივე სუსხიანი ამინდია, ღრუბლებით დატყვევებული უმზეო ცა, ქარი სიცივე. მაგრამ საკმარისია კალენდარში ჩავიხედოთ, და ვხვდებით გაზაფხული მოსულა. ეხლა თქვენ იტყვით, სუსხი თუა და სიცივე, და ქვეყანა თუ ინგრევა, შენ რაღა გიხარია შე უბედუროო.  მე კი მშვიდად და აუღელვებლად გიპასუხებთ – გაზაფხულის დადგომა. მერე რა, რომ ჯერ მხოლოდ კალენდარში. ეს იმის მომასწავებელია, რომ მალე ჰაერიც დათბება,  თაფლის საამო სურნელით გაიჟღენთება და ასე შემდეგ.

აბა დაფიქრდით, რამდენჯერ გამოგვიტოვებია ჩვენს ცხოვრებაში გაზაფხულის დადგომა, მხოლოდ იმიტომ რომ კალენდარი არ გვქონდა ხელთ. მხოლოდ იმიტომ, რომ გარეგნული სიცივისა მიღმა შენიღბულ გაზაფხულს ვერ ვამჩნევდით. შემდეგ კი, როდესაც მის პირველ გამომჟღავნებებს თბილ პალტოში შეფუთულები ვეგებებოდით, უკვე გვიანი იყო.

ყოველთვის ვდგავართ რთული  არჩევნის წინაშე, ვიხემლმძღვანელოთ კალენდრით, თუ მხოლოდ ჩვენს მხედველობას და გრძნობებს მივენდოთ…

მაგრამ დავუბრუნდეთ დღევანდელ დღეს. ეხლა პირველი მარტია. სულ რაღაც თორმეტიოდე საათის წინ ზამთარმა სული განუტევა. მე ვიდექი ფანჯარასთან და ვითვლიდი მის სიკვდილამდე დარჩენილ წუთებს. უფრო სწორედ მის სიკვდილამდე კი არა, გაზაფხულის დაბადებამდე დარჩენილ წუთებს.

და აი, შესრულდა 12 საათი და მე მშვიდი გულით მივედი კალენდართან, რათა ჩამომეხია ზამთრის უკანასკნელი და აღმებეჭდა გაზაფხულის პირველი დღე.

Advertisements

10 responses

  1. გაააზაფხული.
    მალე დათბება და მერე ზაფხულიც მოვა და მერე არდადეგებიც(თითქოს ახლა არ მქონდეს) და ჩვენ გადავრჩებით!

    ^_^

  2. კი, ძალიან დიდი სხვაობაა 28 თებერვალსადა 1 მარტს შორის. და სხვათაშორის, მიუხდედავად იმისა, რომ სუსხია, ჰაერში მაინც იგძნობა გაზახფული.
    გილოცავ გაზაფხულს!..

  3. ერთი დღე დადგება ხოლმე, რომელიღაც კონკრეტული დღე, როცა უეცრად ვგრძნობ გაზაფხულს… ჰაერის, მიწის, ან იმ უეცარი სიმწვანის გამო, არშემჩნევა რომ არ გამოგივა ადამიანს

    • ხო ხო, ზუსტად. მე მაგალითად ჩიტების ჭიკჭიკი მაგრძნობინებს ხოლმე ^_^

  4. ვერ შევამჩნიე გაზაფხული როგორ მოვიდა…
    იანვარი სჯობდა :\

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s