ორიოდე სიტყვა თვითგვემის მავნებლობაზე

ყველას შემოწოლია ფიქრები საკუთარი მძიმე ხვედრის შესახებ. ”ამაში არ გამიმართლა, იმაში არ გამიმართლა, ეს რატომაა ასე,  ის რატომაა ესე” და ა.შ.  მართლაც, სრულიად ბუნებრივია ჩვენი ბედით უკმაყოფილოეი ვიყოთ და მეტი გვინდოდეს, იმიტორო ადამიანი, ჩემი აზრით, ზუსტად სრული კმაყოფილების მოსვლის მერე იღუპება. აღარაფერი აღარ უნდა. რონალდინიოსი არ იყოს, რომელიც საფეხბურთო მოედანზე ყველაფერს აკეთებდა რასაც უნდოდა, ვერავინ აჩერდებდა, ყველაფერი მოიგო, ყველაფერს მიაღწია, რის შედეგადაც სტიმული დაეკარგა, და ეხლა ყველასდასამწუხაროდ ისე ლაღად ვეღარ ბურთაობს როგორც უწინ…

მაგრამ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, არაფერია საკუთარი თავის შეცოდებაზე ცუდი. როდესაც ეფლობი საკუთარ ტკივილში და სულს იჯიჯგნი. ზოგი, მგონი უმეტესობაც კი, ამაში ერთგვარ შვებას პოულობს, და თუ შეიძლება ასე ითქვას ათრობს კიდეც საკუთარ თავს სიბრალულით. ნარკოტიკივითაა, იკეთებ, იკეთებ და სულ უფრო მეტი გინდება. ირგვლივ ყველაფერი აზრსაა მოკლებული თვითგვემის გარდა. შეიძლება გსურთ დაისაჯოთ საკუთარი თავი, რაღაც შეცდომის გამო. ეგ კი არა, დროდადრო სუიციდის სანატრელი სურათიც კი გიდგებათ თვალწინ…

ამ რამოდენიმე კვირის წინ, დეპრესიის პიკი უკან მოვიტოვე, და სამყაროს მეტ-ნაკლებად ჯანსაღი თვალით შევხდე. ჰოდა, ერთ რაღაცას მივხვდი, მსგავსი რამ მხოლოდ ღრმა ეგოიზმის გამოხატულებაა და მეტი არაფერი.  აბა მიმოიხედეთ ირგვლივ, დავიჯერო არც ერთი ადამიანი არაა ირგვლივ, ვისი დანხავაც ბედნიერ ღიმილს მოგგვრით? ან ვისაც თქვენი დეპრესია მძიმედ ხვდება გულზე და ტკივილს ანიჭებს? ამ დროს მხოლოდ საკუთარ თავზე ვზრუნავთ და სხვები კი გვავიწყდება. ეს რომ გავაცნობიერე ძალიან შემრცხვა საკუთარი თავის, შემრცხვა საკუთარი სისუსტის და იმის, რომ იგი ყველას დავანახე.

შეიძლება ბანალურად გამომივა, მაგრამ წყვდიადში და სიჩუმეში არაა ხსნა. კაშკაშა სინათლე და ხმაური –  აი რა გვესაჭიროება ამ დროს.  თუ თქვენს გულში სუსხიანი ნოემბერია, ანაც გაყინული თებერვალი, ნუ იქნებით მარტო. და თუ ამჯერად ვერ პოულობთ იმის ძალას, რომ იცხოვროთ საკუთარი თავისთვის, მათი ხათრით იცხოვრეთ, მათ ხომ ეს დაიმსახურეს.

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო, ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთ დროს დამეხმარა.

მე პირადად ვაპირებ დინებას მივყვე, ცხოვრება ხომ უამრავ საინტერესო სიურპრიზს გვიმზადებს, რომელთა ”გამაზვაც” ნამდვილად არ იქნება…

 

Advertisements

12 responses

  1. ჰო, წყვდიადში ხსნა არაა, მაგრამ ზოგჯერ არაფრის ძალა არ გაქვს და წყვდიადში ამჯობინებ დარჩენას.

  2. “არაფერია საკუთარი თავის შეცოდებაზე ცუდი. როდესაც ეფლობი საკუთარ ტკივილში და სულს იჯიჯგნი. ზოგი, მგონი უმეტესობაც კი, ამაში ერთგვარ შვებას პოულობს, და თუ შეიძლება ასე ითქვას ათრობს კიდეც საკუთარ თავს სიბრალულით. ნარკოტიკივითაა, იკეთებ, იკეთებ და სულ უფრო მეტი გინდება. ირგვლივ ყველაფერი აზრსაა მოკლებული თვითგვემის გარდა. შეიძლება გსურთ დაისაჯოთ საკუთარი თავი, რაღაც შეცდომის გამო. ეგ კი არა, დროდადრო სუიციდის სანატრელი სურათიც კი გიდგებათ თვალწინ…” – შენ მიცნობ და მიმალავ? 🙂

    ამ ყველაფრისგან გამოსავალი სწორად გიპოვნია, ნუ, ჩემი აზრით, ვინაიდან და რადგანაც, მეც იგივეს ვფიქრობ, ეს აზრი სწორად მიაჩნია 😀

  3. არადა, საშინელებაა, როდესაც საკუთრი თავი გეცოდება, ამგრამ მგონია წეს უკეთესია ვიდრე სხვას შეეცოდო
    კაი დასკვნები დაგიდია სან ^^

  4. კი მაგრამ ამ შემთხვევაში შენი დასკვნა ინდივიდუალურია, და თანაც მემგონი ყველა სათითაოდ უნდა მივიდეთ მაქამდე:)

  5. აბა მიმოიხედეთ ირგვლივ, დავიჯერო არც ერთი ადამიანი არაა ირგვლივ, ვისი დანხავაც ბედნიერ ღიმილს მოგგვრით? ან ვისაც თქვენი დეპრესია მძიმედ ხვდება გულზე და ტკივილს ანიჭებს? 😦 😦 😦

  6. მასეთ დროს სჯობს სხვები გებრალებოდეს, რომ რაღაც ისე ვერ ქნეს, როგორც საჭირო იყო. ალბათ ყველაზე სწორი გამოსავალია, მიჰყვე დინებას და თუნდაც შეცდომებით, მაგრამ მაინც აკეთო შენი ცხოვრება… ძალიან ნაცნობი შეგრძნებაა 🙂 :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s