სიცოცხლის ხე



თქვენ ხართ მგზავრი, რომელიც გალაქტიკაში იკვლევს გზას. ვარსკვლავების გარემოცვაში ხართ. ისინი ორ კატეგორიად იყოფა – დიდი, მანათობელი, ცხელი ვარსკვლავები და პატარა, ცივი ვარსკვლავები. უკიდეგანო სივრცე უჭირავთ, გალაქტიკა ხომ უსასრულოა…

ოცნება აგიხდათ და ეხლა მოგეცათ საშუალება, დაიკმაყოფილოთ თქვენი ბავშვობის დროინდელი ლტოლვა. ვარსკვლავებზე დიდი ხართ, ისინი  პალტოს ეკრობიან, თითქოს თქვენი სვლის შეჩარებას ცდილობენ. ვარსკვლავების გროვა ხრაშუნით გეთელებათ ფეხქვეშ და სხვა, მანათობელი ვარკსვლავების შუქზე ციმციმებს…

გახსენდებათ სიზმარი – სიცოცხლის ხის მაძიებელი იყავით და კოსმოსში მიფრინავდით. იცოდით რომ იგი გალაქტიკის ცენტრშია მოთავსებული და მისი არსებობის წყაროს წარმოადგენს. იგი სამყაროს დასაბამიდან არსებობს. ეგ კი არა, თავდაპირველად მხოლოდ ამ ხის ღერო არსებობდა, შემდეგ გაიზარდა, გაისროლა ირგვლივ თავისი ტოტები,  და იქიდან ვარსკვლავები ჩამოცვივდა.

ხვდებით რომ ინტუაციას უნდა მიჰვყვეთ, უფრო სწორედ თქვენი ხორბლისფერთმიანი თანამგზავრის ნებას. ხელიხელჩაკიდებულები გზას განაგრძნობთ.

თუმცა ძიება უშედეგოა, ალბათ დიდი ხანია, რაც ასე დადიხართ. ”ალბათ” იმიტომ, რომ უსასრულობაში ზუსტი დროის დადგენა შეუძლებელია.

უცებ თქვენი თანამზგვარის თვალები ვარსკვლავების მსგავსად იწყებს ციმციმს. უყურებთ და ხვდებით – მან ამოხნა ამოცანა.  იგი თავისკენ გატრილებთ და თქვენ მის ვარსკვლავებზე უცხელეს ტუჩებს ეხებით…

გალაქტიკა ზანზარს იწყებს, და სიცოცხლის ხე სასწაულებრივად იშლება მხოლოდ თქვენთვის და ხორბლისფერთმიანი თანამგზავსრისთვის…

სურათებისტვის მადლობა marg0rita-ს

Advertisements

10 responses

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s