მეეზოვე და მწეველი გოგოები

ქართველი ქალები ერთი უნიკალური თვისებით არიან დაჯილდოვებულები.  ისინი ყოველთვის აგვიანებენ. ახლა თქვენ შეიძლება თქვათ, ქალებს საერთოდ სჩვევიათ დაგვიანებაო, მაგრამ არც მთლად მასეა საქმე.

”ლამაზი ქალი პაემანზე ყოველთვის აგვიანებსო” – სრული ჭეშმარიტებაა. მაგრამ საქართველოში ქალი ყოველთვის აგვიანებს, იმისდა მიუხედავად, ლამაზია თუ არა. იმისდა მიუხედავად, პაემანზე მოდის თუ უბრალოდ შეხვედრაზე. შეყვარებული იქნება,  დაქალი, საყვარელი, თუ სიძის დეიდაშვილის მეზობელი იგი მაინც დაააგვაინებს.

თუმცა ნუ დაღონდებით, მამრობითი სქესის წარმომადგენელნო. თქვენი არ ვიცი, და როდესაც შეხვედრა მე რაიმე სასიამოვნოს მიქადნის, ჩემთვის 10-15 წუთი დაცდა პრობლემას არ წარმოადგენას. როგორც ჰოლდენ კოლფილდი იტყოდა, გინდა დაუგვიანია, მთავარია გოგო პაემანზე ლამაზი მოვიდესო…

ჰოდა, ამას წინათ ერთ ჩემს მეგობარ მანდილოსანს ვუცდიდი რუსთაველის მეტროსთან. ქარი უბერავდა, უსაშველოდ ციოდა, ბნელდებოდა, იგი კი არ ჩანდა. ბოლოს მესიჯი მაღირსა, მალე მოვალო. ეს შეტყობინება საკმაოდ საგანგაშო იყო, რადაგან იმას ნიშნავდა, რომ ახლახანს გამოვიდა სახლიდან. ფეხებში დაღლილობა ვიგრძენი და ლოდინი ახლომდებარე სკამზე  გავაგრძელე.

ჩემს მოპირდაპირე სკამზე, უფრო სწორად მის ზურგზე, ორი ქალიშვილი (?) იჯდა. ალბათ 15 წლის იქნებოდენ. არ ვიცი როგორ ავღწერო მათი გარეგნობა, მაგრამ ის სწორედ ისეთი იყო, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აიძულებს თქვას, ნეტა ჩემი შვილი არ იყოსო მასე. ორივეს ეცვა ჭრელი ჩათბილული ჟაკეტი, ქვემოთ კი სკეიტშუზებში ჩატნეული ვიწრო შარვალი. ასე აბურძგნული თმა კი ადრე სარკეში თუ მინახავს… ფეხები იქ დაეწყოთ, სადაც ნაკლებად ექსტრავაგანტული მოქალაქეები ზიან ხოლმე, თვითონ კი სკამის ზურგზე მოკალათდნენ და გამვლელებს აინუნშიც არ აგდებდნენ, ისე ხმამაღლა ჭორაბდნენ. სკამის გვერდით ბლომად ეყარა სხვადსხვა სიგარეტის ნამწვავი. საკმარისი იყო ისინი დამინახა, რაც ერთი ”ჭრელჟაკეტა” წამოხტა და გამვლელ ბიჭს წინ გადაუდგა. შემდეგ საკმაოდ არათავაზიანად სთხოვა რაღაც, რის საპასუხოდაც ბიჭმა გაიცინა და ჯიბიდან ამოღებული სიგარეტის კოლოფი გაუშვირა. როგორც კი ”ჭრელჟაკეტამ” მიიღო საწადელი იგი მაშინვე გაეცალა ბიჭს და კვლავ დაიკავა, როგორც ალბათ თვითონ ფიქრობდა, თავისი კუთვნილი ადგილი.

”შვილო, ერთი წამით ფეხები  გაწიე რა, შენი ჭირიმე” – მომესმა უცებ ხმა. ჯერ ეს თხვონა ინსტინქურად შევასრულე და მხოლოდ შემდეგ მოვიხედე. ნარინჯისფერ ქურთუქში გამოწყობილი მოხუცი მეეზოვე, ასფალტს გვიდა და თან სიგარეტის ნამწვევბსა და მზესუმზირის დაყრილ ნაჭუჭებს აგროვებდა.

”ნახე ნახე, რა დღეში არიან –  კვლავ მომმართა მოხუცმა – პაპიროსი გაურჭვიათ პირში, ჩემი შვილიშვილი რომ დავინახო მასე, ხომ დავამტვრევ ხელებს.

მეც აღფშოთების ნიშნად თავი გადავაქნიე და ხელები გავშალე – რას იზამ, თავისი გზა აქვთ-თქო.

მეეზოვე თავის საქმეს გულმოდგინედ ასრულებდა და დროდადრო ქალიშვილებს (?) უკმაყოფილო მზერას ესროდა. ისინი კი ეწეოდნენ, და მის სამუშაოს მოცულობას კიდევ უფრო ზრდინენ. სადღაც ათ წუთში, გვერდზე ვიღაც ორი ბიჭი მიუსხდა. მათ შორის აშკარად რაღაც მწვავე დისკუსია წარიმართა, რომლის შედეგადაც, მათ ერმთანეთს გაუცინეს, ოთხივენი ადგნენ, და გადახვეულები გადაუდგნენ, რაღაც უცნობ და ჩემთვის საეჭვო გზას.

-ეტყობდა ძმებმა მოაკითხეს – მითხრა კმაყოფილმა მეეზოვემ, რომელსაც არ დაუნახავს, რა ”ძმურად” მოუსვა ზურგს ქვემოთ ხელი ერთმა ყმაწვილმა ქალიშვილს (???)  – აბა ეგააა საქმე? დაღამდა უკვე. უთუოდ ვინმე რეგვენს გადაეყრებოდნენ. ეს თქვა და დამშვიდებული სახით განაგრძო თავის საქმე…

ამ დროს მოხდა სასწაული და ჰორიზონტზე ჩემი მეგობარი გამოჩნდა. საბედნიეროდ ბოდიში მომიხადა და ლამაზად ჩაცმულიც მოვიდა, ჰოდა უმალ დავივიწყე რომ დააგვიანა.

-ძალიან დავიღალე, თან მოვკვდი ისე მეწევინება – თქვა მან და ჯიბისკენ წაიღო ხელი.

-თუ ქალი ხარ, სხვაგან მოწიე რა – შევევდრე მე, მკლავში მოვეჭიდე და სწრაფად გავაცალე იქაურობას…

Advertisements

22 responses

  1. კარგი იყო 🙂 ოღონდ, ეს “მეწევინება” არ უხდება არც ქალს, არც სიგარეტს. ორივე ზედმეტად დახვეწილია ამ სიტყვისთვის.

  2. უუუ.რა კარგია ^_^.. მომწონს მომწონს.. 🙂 თან ქალიშვილი გოგოები ამგრები იყვნენ.აი ჩვენი მომავალი თაობაც ^^….

  3. the end-ი განსაკუთრებულად მომეწონა 😀 ერთ პოსტს, ამ ტიპის ქალებსაც მივუძღვნი მალე… 😉

  4. არ ვეწევი ^^
    ხო, ლამაზიც ვარ და პაემანზეც არ ვაგვიანებ ;დ
    დავირეკლამე თავი ^^

    • საკმაოდ. 😀 ბევრი მკითხველი რომ ყავდეს ჩემ ბლოგს, უთუოდ მთხოვნელების რიგი დაგიდგებოდა ^_^

  5. როდესაც შეხვედრა მე რაიმე სასიამოვნოს მიქადნის, ჩემთვის 10-15 წუთი დაცდა პრობლემას არ წარმოადგენს <<< მაეჭვებ 😀

  6. ჯერ ერთი, ქართველი ქალები ყოველთვის არ აგვიანებენ, მით უმეტეს თუ პაემანი არაა. და საერთოდაც, მკლავს ეს სტერეოტიპები, რა ვქნა მე, პუნქტუალურმა ადამინმა, როცა მინდა არ ვალოდინო მეორე პუნქტუალურ (წესით) საყვარელ ადამიანს, გაიყინოს სიცივეში სტერეოტიპების გამო?!
    და მაინც, ჰოლდენ კოლფილდის სიტყვები საშინლად მესიამოვნა…
    პოსტს რაც შეეხება, იმ ქალიშვილებს (?) დიდი სიამოვნებით დავაწიწკნიდი თმებს, ოღონდ იმ ზედმეტი ექსტრავაგანტულობის და მეეზოვის გამო, დანარჩენი მათი საქმეა 🙂

      • დიახაც, უნდა გშურდეს 😀
        ხო, მეეზოვე კი… ტან შენ ერთი ეპიზოდი გქონდა ასეთი და ის დრესი რამდენს აწყდება… იცი რამდენჯერ მინახია ქუჩაში რომ ყრის ხალხი ნაგავს და უკან მეეზოვე მიყვება? გული მიკვდება და მინდა ის ხალხი გავლახო, მარა ძალა არ მაქვს და… თან უმცირესობაში ვარ და ირგვლივ მყოფებიც საეჭვოა დამეხმარონ, რომ უთხრა ნაგავს ძირს რატომ ყრი, როცა გვერდით ნაგვის ურნააო, ჯერ გაუკვირდებათ და მერე კიდე თვითონ გამოხვალ დამნაშავე…

  7. გვირილა
    ნუ სიმართლე გითხრა, მეეზოვე ცოტა სხვა მიზეზით შემეცოდა ^_^

    • ნუ, ცოტა სხვა მიზეზი თავისთავად, მარა ესეც ხოა… ყოველ დღე ამას უყურო, პატარა საქმე არაა…

  8. პუნქტუალობა ჩემი ტკვილია.
    ყველგან ვცდილობ მალე მივიდე რაც არ უნდა იყოს და.. ყველა აგვიანებს 😐

  9. კითხვის ნიშნები:D:D :))))) რაღაც საოცრად მომწონს შენი სტილი,რაღაცნაირია- თავისით წაკითხვადი :)))))))

  10. კარგი რამეა, მეეზოვე მომეწონა, საყვარელი მიამიტი მოხუცი :* რას იზამ, ძველებს ჯერ კიდევ სწამთ კდემამოსილების, სინაზის, ქალურობის და ასე შემდეგ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s