ჩემი

გიყვართ ზამთარი? თოვლი, სუფთა ჰაერი და ასე შემდეგ? გამოგიტყდებით და ზამთარი პირველ რიგში ჩემი საბნის გამო მიყვარს. იგი საკმაოდ ძველია, და აი უკვე რამდენი წელია გახუნებულ მწვანე ფერს ინარჩუნებს. მისი სუნი არც ერთ სხვაში არ შემეშლება. საოცრად თბილი, და კარგად ნაცნობი სუნი ასდის. ეს საბანი შალის, სიძველის, მოგონებების და უსაფრთხოების მშობლიური ნარევია. მან არაერთი ზეწარი გამოიცვალა, ბევრჯერ გარეცხილა თუმცა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისება აქამდე შეინარჩუნა. თუ არ ვცდები, ჩვენი მეგობრობა ათი წლის წინ დაიწყო. დეკემბრის ერთ ცივ და ბნელ საღამოს მამამ იგი კარადიდან გადმოიღო და თხელი ჭრელი საბნის ნაცვლად ჩემს საწოლზე დადო. ბინაში ძალიან ციოდა – ”კეროსინკა” ნამდვილად არ კმაროდა…  ოთახი ასევე ნავთის ლამპარის სუსტ შუქში იყო დამწყვდეული. რა მეკეთებინა? წიგნს ვერ წაიკითხავ, ტელევიზორს ვერ უყურებ, გარეთ ვერ გახვალ – გაიყინები. ჰოდა ავიღე, საწოლში ჩავწექი და ჯერ უცნობი საბანი დავიფარე… ალბათ მხოლოდ ისინი გამიგებენ, ვისაც საშინელი სიცივის დროს უცებ საამო სითბო უგრძვნია. გახსოვთ ეს შეგრძნება?

რა საოცრებაა როდესაც ცივი ოთახისგან თბილი საბანი გმიჯნავს. გარეთ მხოლოდ ცხვირი გაქვს გამოყოფილი, ის გაგრძნობინებს, რომ გარეთ ნამდვილად სიცივეა, და მისი წყალობით კიდევ უფრო აფასებთ საბანს. ჯერ მწარე ჭამეო, ხომ გაგიგიათ?

ჰოდა, მას შემდეგ ყოველ ზამთარს ერთად ვართ…  ჩემს მეტს არავის აფარია, და მეც მის გარდა არც ერთ საბანს არ ვიფარებ.

ყოველ ზამთარს იგი კვლავ ჩემს საწოლში აღმოჩნდება და ჩვენი რომანი მარტამდე გასტანს ხოლმე. ურთიერთობა საკმაოდ მრავალფეროვანი გვაქვს, არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ძილით შემოფარგლება. მასთან ერთად წიგნის კითხვა ან ტელევიზორის ყურება საოცარი ნეტარებაა.  სხვათაშორის, ამ დროს არც ჩაის დიდი ჭიქა აფუჭებს საქმეს…

Advertisements

18 responses

  1. რა ჯობია გემრიელ საბანს 🙂

    მე კიდევ ის მიყვარს, გარეთ რომ თოვს, ბარდნის და ამ დროს შინ ხარ და არსად მიდიხარ, სვამ ცხელ ჩაის, კუბოკრულ პლედში ხარ გახვეული და რაღაც საინტერესოს უყურებ. ან ახალ წიგნს კითხულობ…

  2. საბნის თავზე გადაფარება მომწონს მე. და კიდევ, ზახულში როცა ადიელაზე გადავდივარ, საბანს კედლისკენ მივწევ ხოლმე და ამგვარად ის მუდამ ჩემს გვერდითაა, ყოველ წუთას შემიძლია ჩავეხუტო. :))

      • ისედაც კარგად წერ, მარა ხანდახან თემაც ზუსტად ისაა, რაც უნდა იყოს და ისეც წერ, როგორც უნდა იყოს 🙂
        მოკლედ, მივედ-მოვედები სისულელეებს ახლა მე, შენ მთლად კი არ დამიჯერო 🙂
        ანუ, მე რომ ვფიქრობ რომ კაია, ეს არ ნიშნავს რომ მართლა ძალიან კაია და გააგრძელე მუშაობა-თქო…
        ამერია ყველაფერი, ვერ ვარ დღეს 🙂
        კარგად წერ მოკლედ 🙂

  3. vaa ra komentarebi gamoiwvia am postma..
    არ ვიქნები გამონაკლისი იმიტომ, რომ ძალზედ ნაცნობი სიტუაციაა.
    მეც მახსოვს ის დრო კერასინკა რომ ვერ მათბონდა და შუქი არ იყო. რა მეკეთებინა არც მე ვიცოდი და მხოლოდ ამის გამო ვწვებოდი 🙂

  4. ნამდვილი საშინელება კი დილითაა _ როცა ძვირფასი და თბილი საბანი უნდა დატოვო და ცივ შარვალში გაუყარო ფეხები :დ

  5. წარმომიდგენია, როგორ არ გიყვარს გაზაფხულის მოსვლა :დ როცა აღარც ცივა და არც თბილა ჯერ საკმარისად. მე ზამთარი მირჩევნია ზაფხულს…

    • მეც გაზაფხული მირჩევნია სხვათაშორის =)) მაგრამ ჩემი გული მაინც ამ საბანს ეკუთვნის ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s