ბეღურა

წარმოიდგინეთ რომ პატარა ბეღურა ხართ და დათოვლილ ტოტზე ზიხართ. გშიათ, გცივათ და სულაც არ გიხარიათ პირველი თოვლი. ქვემოთ ბავშვები გუნდაობენ და უბრალო თოვლს თოვლის პაპად აქცევენ.  მათი სიცილი და მხიარული შეძახილები თქვენს პაწაწინა გულამდე ვერ აღწევს. თუმცა აი ერთმა ლოყებღაჟღაჟა პატარა გოგომ თამაშს თავი დაანება. იგი დროდრო თქვენსკენ იხედება, და თანატოლებს რაღაცას დაჟინებით ეუბნება. ბოლოს, ძალიან რომ მოგაბეზრებენ თავს, ჰაერში აფრინდებით და თოვლიან ქარს შეეჭიდებით. გასცდებით ეზოს, ვიწრო ქუჩებს და თქვენს ირგვლივ გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქის უკიდეგანო სითეთრე გადაიშლება. ცა და მიწა ახლა თითქოს შეერთებულია. ზეციურ სასუფეველსა და ცოდვილ წუთისოფელს შორის  საზღვარი წაშლილია. თოვლმა თითქოს ყველაფერი შთანთქა, მდუმარე მთაწმინდაც კი მთლიანად შემოსა თეთრად…

თქვენ კი გშიათ.  თუმცა ხვდებით რომ ადამიანებს ახლა მშიერი ბეღურის გამოკვებაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო საქმეები ელით…

აი ნაცნობი ბეღურა მოფრინავს, ისიც თქვენნაირ დღეშია. მიგიპატიჟებთ თავის ბუდეში სადაც ნახევარ ჭიაზე დაგპატიჟებთ. თქვენ თავიზიან უარს ეტყვით და შემოუთვლით, ბარტყებს დაუტოვე, ისედაც რთულად იშოვება ჭიებიო. შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში განიხილავთ ადამიანების სიძუნწეს. საკმარისია თითო ადამიანმა დღეში ფანჯრიდან ერთი ნატეხი პური მაინც გადმოაგდოს და ამდენი ჩიტი შიმშილით აღარ დაიხოცება – ამბობს თქვენი ნაცნობი.

მოსაღამოვდება, თქვენ უკვე გაფრენაზე ფიქრობთ, მაგრამ გარეთ მძლავრი ქარბუქია და ეს გაყოვნებთ. ბოლოს მაინც მიფრინავთ – ბუდეში დასაძინებელი ადგილი არაა.

სურათი შეიცვალა – მუქი ცა და ყვითელი ლამპიონებით განათებული თეთრი ქალაქი. ქუჩებში ბედნიერი წყვილები დასეირნებენ, ”თვალებგაბრწყინებული” მანქანები დახოხავენ, ყველა თითქოს ერთგვარ ზამთრის სიზმარშია ჩაფლული.

აი უკვე თქვენს ბუდესთან ხართ. მის პირას დათოვლილ ტოტზე თბილს ხელთათმანში შეხვეული პურის უზარმაზარი ნატეხი დევს, და თქვენ  ხვდებით, რომ იგი ლოყებღაჟღაჟა პატარა გოგომ დაგიტოვათ…

Advertisements

7 responses

  1. ყველამ რომ ფანჯრიდან თითო ნატეხი პური გადააგდოს, ისედაც ნაგვიანი ქუჩები კიდევ უფრო ჩაბინძურდება და თან მაწანწალა ძაღლებმა არამგონია დაუთმონ, ნატეხები – ბეღურებს.

    მიყვარს მე ბეღურები.

    ^_^

  2. huh :love:
    მომეწონა..
    ჩემს ფანჯრივს რაფაზე ჩვენ სულ ვყრით პურის ნამცეცებს ხოლმე და მერე კაკუნი გვესმის ბეღურების სადილის დროა 🙂

  3. ბავშვობაში აივანზე, კარადის თავზე ვუყრიდი ხოლმე ხან დანამცეცებულ პურს, ხან რაიმე ბურღულეულს.
    ეხლა ბეღურა კი არა საკუთარი თავი აღარ მახსოვს ხოლმე.

    • მეც 😦
      სოფელი გამახსენდა, აივანზე უამრავი ბეღურა მყავდა მოჩვეული.

      • სოფელი… მეც, რამდენი ბეღურა მოდიოდა ჩემთან და რა ლამაზი იყო ზამთარი სოფელში… ახლა ისეთი ლამაზი არაა, ბავშვობის ”ბრალი” იყო ალბათ ის სილამაზე…

  4. შენ ჩემს საავტორო უფლებებს ლახავ და მოვითხოვ ახლავე იქნას აღმოფხვრილი ეს ლაფსუსი 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s