ფიქრნი მტკვრის პირას XXI საუკუნეში ანუ ბედი გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქისა

მტკვარი მზის შუქზე ათას მარგალიტად ირეკლება. დროდადრო მისი ზედაპირი ადუღებული ნაღებად ქცეულ რძეს ემსვგავსება და მაყურებელს სურვილიც კი უჩნდება იგი კოვზით აიღოს. მაგრამ აი მზე ღრუბლებს მიემალა…

ნაპირზე მეთევზეები დგანან. დროდადრო ისინი მტკვარში ანკესს აგდებენ, თუმცა უშედეგოდ. საკმარისია მდინარეს ცოტა ყურადღებით დააკვირდეთ და დაინახავთ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მასში ვერც ერთი ცოცხალი არსება ვერ გადარჩება. მხოლოდ მზის შუქზეა მტკვარი მშვენიერი, სინამდვილეში კი…

სწორედ მაზე წერდა ნიკოლოზ ბარათაშვილი  ასე ლამაზად:

”ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა

და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა”.

სამწუხაროდ ეს სურათი ახლა ჩვენთვის თვალმიუწვდომელია.

აი მტკვარში მიცურავს მარტოხელა ფეხსაცმელი. რაღაცით მუქ ტალღებთან მებრძოლ პატარა ნავს გავს. მდინარის ზედაპირზე თოლია ეშვებდა და პატარა ნავით გატაცებულებს იგი თავდაპირველად რაღაც გიგანტური ფრინველი გგონიათ…

ბოთლს აქ რაღა უნდა? წერილი ხომ არ დევს შიგნით? თუმცა ამის იმედი, ამ შემთვევაში, მხოლოდ გამოუსწორებელე რომანტიკოსებს თუ უნდა ქონდეთ…

როგორც ბევრი მწერალი და ისტორიკოსი გვატყობინებს, ადრე მტკვარი ათასი ქართველის სისხლით შეღებილა, და ჩაუკრავს საკუთარ მკლავებში მამაცი მეომრების ცხედრები. ამ ფონზე, იმის შესახებ საუბარია, თუ  რითია შეღებილი მდინარე ეხლა, ცოტა გვეუხერხულება…

მდინარე და ფილოსოფიური აზრები ერთმანეთისგან განუყოფელია. ჰოდა მსჯელობას ისევ ერთ გაცვეთილ დასკვნამდე მივყავართ – მდინარე დიდწილად ქალაქის სახეა. აბა ჩავიხედოთ სარკეში, დარწმუნებული ვერც ერთი ჩვენგანი ფეკალურ მასებს ვერ დაინახავს. არადა ხანდახან, თუ დავაკვირდებით შეიძლება შევნიშნოთ კიდეც ისინი. წესით ამ შემთვევაში ნებისმიერი ადამიანი უნდა შეწუხდეს, მაგრამ მტკვარში ჩახედვისას რომ არ ვწუხდებით, არაუშავს?

”ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!.. ”

დიახ დიახ. კარგი იქნებოდა ამ სიტყვების შინაარსს გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქის მცხოვრებნი ჩასწვდომოდნენ…

მზე კვლავ ამოდის და მის შუქზე მტკვარში გადასროლილი მორიგი ბოთლი ციმციმებს…

Advertisements

2 responses

  1. marTlac rom Cveni mtkvari rdziani yavis shtabechdilebas tovebs…
    albat kide mraval rames gaaxsenebs kacs mtkvari
    maram namdvilad ara modudune mtkvars

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s