საათივით

გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქში ბევრი მრწამსისა და ეროვნების ადამიანი ცხოვრობს.

ყველა თითქოს თანაბარი უფლებებით არსებობს, მაგრამ არც მთლად მასეა საქმე. რელიგიურ და ეროვნულ უმრავლესობას საკუთარი თავი სიმართლის უკანასკნელ ინსტანციად მიაჩნია და ბევრ რაღაცაში უმცირესობებს არაფრად აგდებს. მეტიც საკმარისია, გაიგონოს მისთვის უცნობი ენა ან სიტყვა, და ეს მის აგრესიას იწვევს. დაინახავენ იღლიაში წიგნებ ამოჩრილ ინდოელ სტუნდეტს, და დაიწყებენ – ვეპატიჟებოდით? რა ჯანდაბა უნდოდა აქ? თუმცა ამაზე სხვა დროს…

ახლა კი, მინდა მოგითხროთ ერთ პატარა სინაგოგაზე, რომელიც ქალაქის ცენტრშია განლაგებული. აგურებით ნაშენი სამსართულიანი შენობა შორიდან ნამდვილად არ მოგაგონებთ ტაძარს.  თუმცა მოახლოებისას შეამჩნევთ თეთრ ფონზე გამოსახულ დავითის ექვსქიმიან ვარკვლავს. ეზოში შესვლისას ორი მოხუცი კაცი შემოგეგებებათ, რომელთაც აუცილებლად უნდა კითხოთ სინაგოგის დათვალიერების ნებართვა. თუ ზრდილობიანად მიმართავთ, არამგონია უარი გითხრან, ოღონდ ჯერ მოგიწევთ თავზე რაიმე დაიფაროთ. თქვენ წინაშე ექვსქიმიანი ვარკსვლავებით მოჭედილ კარებს გააღებენ და თქვენც ებრაელების სალოცავ ადგილას შეაბიჯებთ.

შიგნით სასიამოვნო სიგრილეა. სინათლე არ ანთია და კუთხეები სიბნელეში იძირება. ცენტრში მიმოფენილია გრძელი სკამები, სადაც ლოცვების კრებულები აწყვია.

როგორც ირკვევა, ტაძარი არ ყოფილა. ებრაელების ერთადერთი ტაძარი ქალაქ იერუსალმიში დიდ ხნის წინ დაუნგრევიათ, სინაგოგა კი უბრალოდ სალოცავი ადგილია. ეგ კი არა, თურმე ებრაელებს ლოცვა შეუძლიათ ყველგან, სადაც მათ ათ თანამოძმეზე მეტი შეიკრიბება.

ებრაული დიასპორები სინაგოგებს ყველგან აშენებენ, სადაც კი ებრაელები ცხოვრობენ. მათთვის ეს ალბათ თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთ-ერთი გზაა. როგორც მივხვდი, სინაგოგა ერთგვარი ებრაული ფორუმია, რომაულის მსგავსად…

ჰოდა, გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქის ცენტრში განლაგებულ სინაგოგას რომ დავუბრუნდეთ, ყურადღებიანი დამკვირვებელი იქ ერთ მეტად უცნაურ საათს შენიშნავს. საათზე ციფრების ნაცვლად ებრაული ასოებია გამოსახული. ეს საათი დროს მხოლოდ ებრაელებისთვის გასაგებ ენაზე ითვლის დროს. რა საოცარია, როდესაც გაქვს შენი პირადი საათი, რომლის ენაც მარტო შენ გესმის. თუმცა ჩვენ ამ სიამოვნებას მოკლებულინგი ვართ…

მის პირდაპირ ჩვეულებრივი საათი კიდია, რომელიც თავის ებრაელ თანამოძმეს ალბათ ისეთივე ეჭვის თვალით და აგრესიით უყურებს, როგორც გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქალის მცხოვრებნი სინაგოგის დამაარსებლებს…

Advertisements

7 responses

      • უძველესი სინაგოგაა და მე თუ მკითხავ, ძალიან ლამაზიც. ლამაზი ჩემთვის, თბილისის მაცხოვრებელისთვის არის, თორემ აქაური ებრაელებისთვის, ალბათ, ლამაზზე ბევრად მეტია…

        სორი, თუ რაღაც მეშლება, მაგრამ სინაგოგას კარზე ხუთქიმიანი ვარსკვლავებია თუ ექვსქიმიანი?

    • კორექტურა ნიუ-იორკ ტაიმსშიც იპარება ხოლმე 🙂

      სამაგიეროდ, კარგი ბლოგი გაქვს და კარგ საქმეს აკეთებ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s