ოაზისი

საწოლი თეთრი ზეწრითაა დათოვლილი. ალაგ-ალაგ დაჭმუჭნული ზეწარი ერთგვარ უკიდეგანო თეთრ უდაბნოს ქმნის, რომელშიც ერთადერთი ოაზისია – სიგარეტის ნამწვავი. თეთრი ნაწილი არ ჩანს, მაგრამ არ იფიქროთ, თითქოს მას უდაბნო აუჩინარებს. იგი უბრალოდ დასრულდა. ძალაგამოცლილი ნამწვავი ამაყად განისვენებს მიტკლის უდაბნოში, იგი ოაზისია. ოაზისის ფუნქციის შესრულება მხოლოდ ოაზისს შეუძლია, ოაზისობა კი იმას, ვინც თვითონ ნამყოფია ოაზისში.

ოაზისი რუხი ფერფლითაა შემოფარგლული, იგი დასრულებული ვნების ერთადერთი ნარჩენია, ყოფილმა სიგარეტმა გადმოისროლა ფერფლის სახით დაგროვილი ვნება, მან თვითონ განსაზღვრა ოაზისის ფარგლები…

თამბაქოს ბურუსი, დანამდვილებით, ამ ოაზისის შესანიღბავადაა ჩამოწოლილი, ნამწვავი მალავს საკუთარ თავს, რადგან შენი ოაზისობა თუ არ დაიცავი, ძალიან მალე უდაბნოს ნაწილი გახდები…

ბეჭდით დამშვენებული, მოქნილი ტითები სწრაფი მოძრაობით აქრობენ  უდაბნოს, რადგან ოაზისის გარეშე უდაბნო უბრალოდ უდაბური ადგილია, და ოაზისს აგდებენ შავ ჭაში, სადაც არ არსებობს არც უდაბნო, და არც ოაზისები, არსებობს მხოლოდ საფერფლე და გაშავებული, უფუნქციო სიგარეტის ნამწვავები…

Advertisements

One response

  1. აი მაგას ვამბობ მეც. ჩემთვისაც ოაზისი როა, იმიტომაც ვერ ვანებებ თავს და მკიდია ჯანდაცვის გაფრთხილებები 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s