ვალენტინობა უვალენტინოდ

არავისთვის წესით არ უნდა იყოს ახალი ამბავი, რომ 14 თებერვალი მთელ ცივილიზებული სამყაროში სიყვარულის დღედაა გამოცხადებული, ანუ  ვალენტინობად. არ დაგიწყებთ ეხლა მღვდელ ვალენტინზე ლეგენდის მოყოლას, უბრალოდ ვიტყვი, რომ რაც თავი მახსოვს საქართველოში ვალენტინობას ყოველთვის აღნიშნავდნენ. უშუქობაში, სიცივეში, გაჭივრებაში, ყოველთვის როცა ქუჩაში გავდიოდი,  გაყინულ, მაგრამ ბედნიერ წყვილებს ვხედავდი…

გოგოს თითო-ოროლა მინდვირს ყვავილი ეჭირა ხელში და ბიჭს მადლიერი თვალებით შესცქეროდა. ფეხზე დაცრეცილი ჩექმა ეცვა, რომელიც მოყინულ ასფალტზე წარამარა სრიალებდა, ცასავით რუხი პალტო ქონდა მოსხმული და რაღაც ბერეტისმ აგვარი ეფარა თავზე.  ბიჭს ძველი მოკლე ”დუტის კურტკა” ეცვა, ჯინსები და აშკარად დერმანტინის ფეხსაცმელი. მახსოვს ისინი ზუსტად 10 წლის წინ შევნიშნე, სკოლიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი. არ ვიცი სად მიდიოდნენ, არც ის ვიცი, თვითონ თუ ქონდათ ამის შესახებ რაიმე წარმოდგენა, მგონი უბრალოდ ერთად იყვნენ, და მათთვის ეგ საკმარისი იყო. ყმაწვილი ხელებს უთბობდა, თან დროდარო ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა. ბედნიერება და წამით ტკბობა მათ სახეებზე იმდენად ნათლად იყო აღბეჭდილი, რომ აქამდეც კი მსიამოვნებს მათი გახსენება. მახსოვს, ძალიან დამწყდა გული, როდესაც ისინი წითელი იკარუსში გაუჩინარდნენ, რომელმაც ჰაერში შხამიანი გამონაბოლქვი დატოვა…

10 წლის შემდეგ

დიდუბის ეკლესიასთან ტბილ შალებში შეფუთული მოხუცი ქალები მინდვრის ყვავილებით ვაჭრობენ, თუმცა უშედეგოდ… უბერავს საშინელი ქარი, რომელსაც აზრადაც არ მოსდის ცაზე შეკრებილი ღრუბლები გაფანტოს.  სწორედ ისეთი ამინდია, რომელის დროსაც თითოეული გამვლელი თავ-ბედს იწყევლის გარეთ რომ გამოვიდა. ისინი თავ-თავიანთ საქმეებზე მიდიან, და მგონი სულაც არ ახსოვთ დღეს რა ხდება.  თუმცა აი, წყვილიც გამოჩნდა. ორივე გამოპრანჭულები არიან, გოგონას კი ერთი შეფუთული ვარდი ეჭირა,  სახეზე აშკარად ეტყობა, რომ მეტი უნდა…

ვალენტინობაზე მსგავს წყვილებს გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქში მრავლად გადაეყრებოდით. პირადად მე ექვსი იდენტური წყვილი დავთვალე. თითქოს ვიღაც რეჟისორმა ყველა მათთვის ერთნაირი სცენარი დაწერა… სხვამხირივ ქალაქს ვალენტინობა არც დასტყობია. ნეტა ათი წლისწინანდელი ვალენტინობის რეჟისორი თუ ცოცხალია?

Advertisements

9 responses

  1. მშურს პირველი წყვილის…
    ბათუმშიც ანალოგიური სიტუაცია იყო ისე, ქუჩაში ერთი ცალი შეფუთული ვარდით დარბოდა ყველა, გოგო თუ ბიჭი, ბიჭები მარტონი იყვნენ ჯერ, გოგონები უკვე ბიჭებთან ერთად…
    ან ფანტაზიის უნარი არ აქვთ, ან არ აინტერესებთ თუ რა ხდება ვერ გავიგე… მაგ ვარდს თავისი ხელით დაკრეფილი გვირილები არ ჯობია? თან შეფუთული ვარდი, ისიც ერთი ცალი კარგავდ თავის სილამაზეს…

  2. როგორ არ მიყვარს ყვავილები…
    ზოგადად რამის ჩუქებას სითბოს გამოხატვა მირჩევნია . უბრალო ჩახუტებაც კი სჯობს ჩემთვის

  3. ui ra kargia.. mara me mgonia rom “ძველი” წყვილისნაირი შეყვარებულები ახლაც არიან.. და ისიც ვიცი, რომ არ ვცდები 🙂

  4. mogesalmebit yvelas me italishi vcxovrob da ak ro valentinoba aginishna da ak ro sitbo igrdznoboda ar mgonia sakartvelom eseti ram rodesme miigos kacravad sheuracmypas ro vayeneb bichebs magram cheveni bichebi ubralo dzaan gansxvavdeba akauri bichebisgan cota gogebs mpereba da sitbo ro schirdeba eg chvengan ar moekitxebat ase ro gaitvaliswinet tu vinmes nacxovrebi ak sazgvargaret naxavs ra ari siyvaruli

  5. ალბათ 10 წლის შემდეგ ნაჩუქარი ის თუნდაც შეფუთული ვარდი რომ ისეთივე სიყვარულით ნაჩუქარი ყოფილიყო, როგორც 10 წლის წინ ნაჩუქარი მინდვრის ყვავილები… და არ ყოფილიყო უფრო მოვალეობის მოხდის მიზნით ნაყიდი(ალბათ) იქნებ ის მეორე წყვილიც ისეთივე ბედნიერები იქნებოდნენ, როგორც პირველი იყო?!

    არ ვიცი… თუმცა ფაქტია, რომ ბევრს სიყვარულის შესახებ რომ არაფერი სმენოდა ცხოვრებაში არასოდეს შეუყვარდებოდა ალბათ…

    • რავიცი რავიცი, მე ამ წყვილებში სიყვარულის ნატამალიც კი არ მინახავს : / შეიძლება უბრალოდ მე ვერ შევნიშნე..

  6. მეგონა, მარტო მე ვერ შევნიშნე ბედნიერი წყვილები… მეჩვენება, რომ ამ ბოლო დროს სხვანაირად უყვართ… ვალენტინობაზე ან ერთ ვარდს ჩუქნიან შეყვარებულს ან წინასწარ შეკვეთილ ძვირფას საჩუქრებს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s