გაზაფხულის მოლოდინში


რა კარგია, როდესაც დილით მზის სხივი გაღვიძებს. როდესაც იგი შემოიჭყიტავს შენს ფანჯარაში როგორც ახლო მეგობარი, და რბილად წაგითაქებს თავში. როდესაც იდაყვებზე აიწევი და მას სასიამოვნო სითბოს სახეს მიუშვერ. რა კარგია როდესაც იცი რომ ზამთარი ილევა, რომ მის დასრულებამდე მხოლოდ 15 დღეა დარჩენილი, როდესაც ახლადამდგარი ფანჯარას ეცემი და ხეზე მჯდარ მტრედს დაინახავ. შემდეგ მუსიკის თანხლებით ივარჯიშებ, შხაპს მიიღებ და ჩაით ხელში კომპიუტერთან წამოსკუპდები. რა კარგია, როდესაც მომავალი ნათელ ფერებში გესახება, როდესაც ჩემი სენსეის თქმისა არ იყოს, მყარად დაგახარ მიწაზე და გრძნობ რომ იგი შენს ფეხქვეშაა… მგონი ცხოვრებას გადავეჩვიე. იმდენად უცნაური შეგრძნება იყო ყველაფერი ზემოთჩამოთვლილის გაცნობიერება, რომ რაღაც მომენტში საკუთარ თავს ვკითხე – კი მაგრამ, ეს მე ვარ? საავადმყოფოში წოლილხართ? მე არა. ალბათ ზუსტად იგივე შეგრძნებაა, როდესაც ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გამოგწერენ და გარეთ გასულს გიკვირს, რომ ირგვლივ საავადმყოფოს რუხი კედლების ნაცვლად სიცოცხლით აღსავსე ქალაქს ხედავ. ერთი კი დანამდვილებით ვიცი – ზამთარი სულს ღაფავს. რაც არ უნდა მოხდეს, 15 დღეში იგი დასრულდება. შიშველი ხეები აყვავილდება და ასე შემდეგ… ხვალ ვალენტინობაა და ეს ჩემ სიტყვებს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუმცა სიყვარულის დღის შესახებ დაწვრილებით ხვალ დავწერ. ველი გაზაფხულს, როგორც პირობითს, ისე ნამდვილსაც…

მზიანი დილა. ზამთარს ერევა გაზაფხული…. 

Advertisements

9 responses

  1. რა გაზაფხული, რა სითბო, რა მზე 😦 ისეთი ქარია ცხვირის გაყოფა მეშინია გარეთ 😦

  2. მე მგონია რომ მარტიც საკმაოდ ცივი იქნება და რაღა ზამთარი და რაღა მარტი.
    მარა ეს ბოლო წინადადება მტელი პოსტის მერე ისეთი დადებითი და დამაჯერებელი იყო, რომ
    თითქოს დამარწმუნა რომ 15 დღეში გაზაფხული მოვა..
    კიდე ერთი რამე გამააზრებინა ამ პოსტმა (ეს ჩემთვის), რისთვისაც დიდი მადლობა. 🙂

  3. შენ ზოგჯერ ზედმეტად კაი რაღაცეებს წერ 🙂
    დილით მზის სხივს რაც შეეხება, მართლა ძალიან მაგარია… არსად არ გეჩქარება, მაღვიძარაც არ გაღვიძებს და ფანჯარაში ჩუმად შემოიჭრება მზის სხივი, თბილად გაგაღვიძებს… მერე ხარბად ჩაისუნთქავ ჰაერს და რატომღაც გეღიმება…
    სხვათაშორის, ყველაზე საყვარლად ეს ამბავი მზის სხივს გაზაფხულზე გამოსდის…

  4. სულ მალე მოვა გაზაფხული ოფიციალურად… მაგრამ ამინდები, როგორც ყოველთვის, არეული იქნება ალბათ…
    მინდა გაზაფხული ❤

  5. rogor shemagrznebinet gazafxuli… sul jruantelma damiara, mit ufro, rom es zamtari ormagad xangrzlivi da atmagad civi iko cemtvis. gmadlobt!

    • სხვათაშირის ჩემთვისაც ზუსტად ასე ხანგრძლივი და ცივი იყო. მაგიტოა ძაან რომ მიხარია : )

  6. სააან შენმა პოსტმა გამათბო, მაგრამ გარეთ რომ მივედები ისევ ცივა და მგონია რომ ზამთარს ბოლო არ უჩანს 😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s