ბუმბული

თეთრი ბუმბული ქარში ცეკვავდა. მისი ტალღოვანი მოძრაობები იპყრობდა ჩვენს ყურადღებას.  ყურადღებით ვუთვალთვალებდით, რომ არ გაუჩინარებულიყო რადგან იგი ჩვენთვის რაღაც უცნობ მარშრუტს მიჰყვებოდა.  ქარი ეფერებოდა მას, ისევე როგორც ფოთლებიან ხეებს ეფერება ხოლმე, თუმცა ახლა გარეთ თებერვალი იდგა და ქარმაც სიყვარული ახალი ობიექტი გამონახა…

ბუმბული ნაზი იყო, იმაზე ბევრად ნაზი ვიდრე ბალიშებში შეგხვედრიათ. ახალი ზეწარივით გლუვი და ქათქათა, იგი არაფრით გავდა ბალიშებში მობინადრე ”გაბურძგნულ” თანამოძმეებს.

ბუმმბულის გარშემო  სიცოცხლე კვლავინდებურად გრძელდებოდა ზუზუნით დაქროდნენ მანქანები, ქარზე ქანაობდნენ შურიანი ნაძვები, თებერვლის  ჯერ კიდევ სუსტი მზის შუქით მბზინვარე მტკვარში თოლიები დატივტივებდნენ. ბუმბული გაუყვა თამარ მეფის ხიდს, გადააფრინდა მეძავეთა ბირჟას, სადაც სახეშეღებილი უძველესი პროფესიის წარმომადგენლები კლიენტურის მოლოდინში სიგარეტს აბოლებდნენ…  გმირთა მოედნის თავზე ბუმბული თითქოს ყოყმანობდა, ახალ საით გავწიოო, ან შესაძლოა, იგი უბრალოდ მოედნის ცენტრში აგებულ სასწაულს ათვალიერებდა. შემდეგ აფრინდა მაღლა, მზეს გაუსწორდა და მხედველობის არიდან გაუჩინარდა…

სადღაც შორს კი,  პატარა სახლის მზიან ეზოში ბუმბულებით პირგატენილი მსუქანი შავი კატა ნოყიერ სადილს ინელებდა…

Advertisements

12 responses

  1. რას გვერჩოდი ახლა ჰა?! პოსტი მშვენიერია, მარა ”ამ ცხოვრების ამაოებაზე” დამაფიქრებელი ვგონებ 🙂
    ხოდა, არც მასეთი საშინელი არსებები არიან კატები შენ რომ იცოდე 😉 შენ ჩემს ფისოს არ იცნობდი და იმიტომ …

    • მე ვამბობ კატები საშინელები არიან თქო? ^_^ ძაან მიყვარს 😀 ვისთვის როგორ ^_^

  2. შენ არ ვიცი, მარა პოსტი კი ამბობს 🙂
    მეც მიყვარს და იცი რა საყვარელი ფისო მყავდა? 😦

    • პოსტი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ფისოები ჩიტებს ჭამენ :შ რა უქენი შენსას? :შ

  3. ხო, ჭამენ, ჭამენ 😦
    მე არაფერი, მოხუცდა და წავიდა 😦 15 წელი მყავდა თითქმის.
    პოსტიც მივუძღვენი მერე 🙂

  4. კატები რომ კარგეი არიან, მაგის ნათელილ დადასტურება აქ ვარ ^_^

    არა, სან? ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s