გარიყული

წარმოიდგინეთ, რომ თებერვლის ერთ მზიან და გაზაფხულის მოლოდინით გაჟღენთილ დღეს უდარდელად მიაბიჯებთ ქალაქის ქუჩებში. გზად საზოგადოებრივი საპირფარეშო შემგხვდათ. სუნით შორიდანვე იცანით იგი. ამ პატარა შენობას გარედან საღებავი აქვს გადამძვრალი და მუქი რუხი ფერისაა. წინ სკამზე თბილად შეფუთული დაღვრემილი სახედანაოჭებული მოხუცი ქალი ზის, რომელსაც ხელში გაზეთი იჭირავს. მის გვერდით პაწაწინა სამფეხა მაგადიაა, რომლზეც ტუალეტის ქაღალდის თხელი რულონი დევს. ცნობისმოყვარეობა გიბიძგებთ მეტი დაინახოთ, და ტუალეტის გამგებელს ვიზიტის საფასურს, ოც თეთრს აწვდით. იგი ოდნავ უფრო ათხელებს რულონს და გამოშვერილ ხელში ქაღალდს გიკუჭავთ. ცხვირზე შარფს იფარებთ და ბუნებრივი მოთხვოვნილებების დაკმაყოფილების სამფლობელოში აბიჯებთ. კედლებზე მოყავისფრო (იმედია ბუნებრივად) კაფელია აწებებული. ალაგ-ალაგ დახეთქილი იგი ქვიანი უდაბნოს მიწას მოგაგონებთად, ზედ სინესტე რომ არ იყოს დალექილი. აიატაკის  ბუნებრივი ფერის დადგენა სრულიად შეუძლებელია. ფეხები სიველეში გისრიალებთ და ისღა დაგრჩენიათ, იმედოვნოთ რომ ვიღაცამ უბრალოდ უნიჭოდ გარეცხა იატაკი…

უნიტაზთან მოახლოვება შიშის ზარს გცემთ. შავი ჭირით დაავადებულ, საზოგადოებისგან გარიყულ ადამიანს გავს. მასში საშინლად ჩუყჩუყებს წყალი, თითქოს ეს წყალი ახრჩობს, რაღაცის თქმა უნდა საწყალს, მაგრამ არ შეუძლია. ბევრი უნახავს, მეტის თავი აღარ აქვს მაგრამ მაინც იძულებულია ყველაფერი აიტანოს. ნამდვილად არ ისურვებდით მის ადგილას აღმოჩენილიყავით…

გარეთ გასულებს თვალში მოხუცი ქალი გხვდებათ, რომელსაც ამ უნიტაზის მსგავსად სახეზე აწერია, რომ საკუთარ ბედსაა შეგუებული და ვერასდროს იგრძნობს თქვენსავით გაზაფხულის მოახლოვებას…

Advertisements

6 responses

  1. ვაიმე საააააან, აშკარად სხვა რაღცცას ველოდებოდი,..ნუ ი ასოციაციი უ წებია… გავგიჟდი/.. ალექსანროვის ბაღში ხომ არ ყოფილხარ შემთვევით../?
    “ნამდვილად არ ისურვებდით მის ადგილას აღმოჩენილიყავით…” >>> უიმე კარგი რა, მე იმ ბებიის ადგილზეც კი არ ვისურვებდი ყოფნას,,

    ისე კაი დამაინტრიგებელი სათაური კი ჰქონდა შენს პოსტს :))))) :))))

  2. ხო, კარგად გიწერია, მქონდა ბედნიერება ასეთ საპირფარეში ყოფნის, გზებზეა სულ, სხვა არაფერი რომ არაა იქ, ისეთ ადგილას… ასოციაციებში გეთანხმები, მეც მასე ვფიქრობ, განსაკუთრებით უნიტაზის ვარინატი დაემთხვა 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s