ახალი ქურთუქის ძიება – საჭიროება თუ ჰობი?

დროდადრო ყველას გვიჩნდება საჭიროება განვაახლოთ გარდერობი. დღეს საქონლის შესაძენად, იქნება ეს წინდები თუ პალტო, ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს. ფეშენებელური მაღაზიებიდან დაწყებული, სადაც ტრუსებს 150 ლარზე ნაკლებად ვერ შეიძენთ, და ლილოს ბაზრობით დამთავრებული, სადაც მატყლის წინდებს მოგართმევენ საკმაოდ დაბალ ფასში. თუ საყიდლებზე სიარულის მოყვარული ბრძანდებით, საქონლის დათვალიერება დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ, მაგრამ დამერწმუნეთ, ის ვისაც ცოტა სხვა მზნები ამოძრავებს, და ვინც ათვალიერებს არამხოლოდ საქონელს, არამედ გამყიდველებს და მყიდველებსაც კი, გაცილებით დიდ სიამოვნებას იღებს. როგორც გულშემატკივარი, რომელიც სტადიონზე არა საქომაგოდ, არამედ საინტერესო თამაშის საყურებლად მიდის.

ამჯერად ფართო სპექტრის განხილვას არ დავიწყებთ და ქურთუქებზე შევჩერდებით. უფრო კონკრეტულად კი გოგოს ქურთუქებზე, რადგან ისინი ფანტაზიის აღმაფრენის მართლაც საოცარ ნიმუშებს წარმოადგენენ.

ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში თინეიჯერულ მაღაზიას მივაკითხეთ, რომელიც გადატენენილია სხვადასხვა ფერის, ზომისა და ფასის ქურთუქებით. ერთ მწკრივში ერთმანეთს ენაცვლება წითელი ნარინჯისფერი, თეთრი და იასამნისფერი ქურთუქები. ზოგი გაპრანჭვისთვისაა გამოგონილი, ზოგი კი იმისთვის რომ ცივ ზამთარში არ გაიყინოთ. ზოგი იმისთვისა, რომ მყიდველს დიდი თანხა დასტყუოს, მაგრამ ყველა მათგანს ერთი მნიშვნელოვანი რამ აერთიანებს – ისინი იყიდება, თან ელვის სისწრაფით. მყიდველები დამშეული მგლების ხროვასავით დაძრწიან. საკიდებიდან ხსნიან ქურთუქებს, იზომავენ მათ, კვლავ კიდებენ, შემდეგ სხვას ავლებენ ხელს, ბოლოს იმით მთავრდება, რომ მაღაზიას უკმაყოფილოები ტოვებენ, ანაც გამყიდველს სახეში აჩეჩებენ ახლადშეძენილ საქონელს.

აი მსუქანმა დედამ და მისმა ჩონჩხისმაგვარმა შვილმა რაღაც საოცრად ჭრელი, ყვავილებით მორთული ქურთუქი ჩაიგდეს ხელში და გასახდელისკენ მიემართებიან. ცოტა ხანში შვილის ხმა ისმის – იგი უკმაყოფილოა, მაგრამ დედა არწმუნებს, რომ ქურთუქი სამასი ლარი ღირს, შესაბამისად ძალიან კარგია და შესაძენად აუცილებელიც კი.

აი ახალგაზრდა წყვილი კი 70 ლარაინ შავ ქურთუქს ჯერდება და მეუღლეს ეტყობა რომ ბევრად უფრო გახარებულია ვიდრე საბრალო ბავშვი.

აი ამ გოგოს კი ნამდვილად არ მიუწვდება ხელი ქურთუქის შეძენაზე, თუმცა როგორც ჩანს, ეს სრულებითაც არ ანაღვლებს, გარდერობის ამ აუცილებელ ნაწილს ისეთი შემართებით იზომავს, რომ ეტყობა, დარწმუნებულია აქ სულ მალე ფულიანი დავბრუნდებიო.

გამყიდვლებს რაც შეეხებათ, რომელთა უმრავლესობაც ახალგაზრდა გოგოა, ისინი აშკარად ლოცულობენ რომ სამუშაო დღე მალე დასრულდეს – კლიენტები აშკარად ყელში ამოუვიდათ…

ანალოგიური სიტუაციაა თითქმის ყველგან,  თითქმის იმიტომ, რომ ზოგან უბრალოდ არ შეგვიშვეს. ეტყობა ჩვენნაირი ქურთუქის პატრონი არ იმსახურებს მაღაზიაში დამალული სამკერვალო ხელოვნების ნიმუშების არათუ შეძენას, ხილვასაც კი.

და მაინც, ახალი ქურთუქის შეძენა საჭიროებაა თუ ჰობი?

Advertisements

7 responses

  1. ”მყიდველები დამშეული მგლების ხროვასავით დაძრწიან.” – ზუსტად!.. ზუსტი შედარებაა 🙂
    ახალი ქურწთუკი ს შეძენა ვისთვის როგორ, ჩემთვის საჭიროებაა, ერთს ვყიდულობ ყოველთვის და მთელი ზამთარი დავეხეტები იმით, ზოგჯერ სანამ არ შემომაცვდება არ ვცვლი. რატომღაც ვერ ვამუღამებ რად ინდა 10 ქურთუკი, მით უმეტეს, თუ რამდენიმე სტილის სამოსს არ იცმევ. უნდა იყოს შერყწმული გათბობის შესაძლებობა და ვიზუალურადაც ნორმალური იყოს, ესაა და ეს…

    და შენთვის? საჭიროებაა თუ ჰობი?

    საყიდლებზე მისული ხალხის თვალიერება გეთანხმები, საინტერესოა 🙂

    • რავიცი. ჩაზმანვაზე დიდად მეც არ ვგიჟები. ნუ არც მახინჯად მყოფნა მხიბლავს ^_^
      ჰობი, სიმართლე რომ გითხრა, მყიდველებზე დაკვირვება უფროა 😀

      • ხო რა 😀 მთავარია ნორმალურად (ან კარგად :-)) გამოიყურებოდე, მარა ჩაციკლული არ იყო სამოსზე, я так думаю!.. 🙂

  2. ტანსაცმოის არჩევანზე რომ მიდის საქმე, სულ შემდეგი ფრაზა–ანეკდოტი მახსენდება : Архисложная задача достичь консенсуса с самим собой при гигантском выборе
    альтернатив – подумала блондинка, критически осмотрев свой гардероб.

  3. გამოვედი მაგ ასაკიდან, ახლების ჩაცმა და საყიდლებზე სი(რბილი)არული ძალიან რომ მახარებდა.
    რამდენი ხანია დედაჩემი მეხვეწება ახალი ქურთუკი იყიდეო და მე ყურსაც არ ვიბერტყავ. ძველიც მაკმაყოფილებს, ძალიან კარგად მათბობს და ‘ასაკიც’ არ ეტყობა :))))))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s