დო

გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქში ერთ ფრიად არაგაფუჭებულ ადგილს წავაწყდი. არაგფუჭებულს კი არა, მგონი საერთოდ შუქნიშნების შემაკეთებელი ქარხანაა. სიმშვიდე და გაწონასწორებულობა ამ ადგილის აურის შემადგენელი ნაწილია.  ვინაიდან ჩემი გაფუჭებულობა დღის წესრიგში საკმაოდ მწვავე პრობლემად მედგა, გადავწყვიტე იქ მივსულიყავი დასახმარების ძიებაში.

ფიზიკური აღზრდისა და განავითარების გარდა, მანდ რა თქმა უნდა სულიერსაც ექცევა  უდიდესი  ყურადღება.

საბრძოლო ხელოვნების ოსტატს სენსეის უწოდებენ. ჰოდა სენსეი ხშირად ესაუბრება თავის მოსწავლეებს. მისი თქმით არსებობს ერთგვარი გზე –  ”დო”, რომელიც ყველამ უნდა გავიაროთ. გზა, ცხადია, აბსტრაქტულია. ეს დახვეწისა და თვითშემეცნების გზაა…

გული მიგრძნობს, რომ მისი საუბარი ხშირად გახდება ჩემი შთაგონების წყარო, ასე რომ წერას  აქედანვე დავიწყებ…

პირველმა გაკვითილებმა, კუნთების საშინელი ტკვილის გარდა,  ელვისებრი გასხივოსნებით დამაჯილდოვა:

”ჩემ შვილიშვილს ლექსი ჰქონდა სასწავლი – გვიყვება სენსეი –   იწვალა ერთი ნახევარი საათი და მოდის ჩემთან, უნდა მოგიყვეო. დადგა და ამბობს, დაუზეპირებია.  ჩაარარკაკა სიტყვების ნაკადი და მიყურებს.  ჰო, და ლექსი სადაა – ვკითხე. სადაა გრძნობა, რითმი, პოეზია? თუ შიგნით სურვილის ცეცხლი არ გინთია, არაფერი გამოვა. სიტყვებს დაიზეპირებ, მაგრამ ლექსს ვერასდროს იტყვი”.

ხშირად ამბობთ ლექსებს?

Advertisements

2 responses

  1. მე მიყვარდა ლექსების დაზეპირება და მერე ლამაზად მათი წარმოთქმა,…. ერთი ჩემი უსაყვარლესი ლექსი უნდა წაგიკითხო მერე და შემაფასე 🙂

  2. მე არ ვამბობ ხშირად ლექსებს, სანამ იტყვი, სწავლაც ხომ უნდა და დაზეპირებას ვერ ვიტან 🙂 ერთი პერიოდი მიყვარდა ისე, გალაკტიონის წაკითხვა გამომდიოდა ყველაზე კარგად.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s