ის, რაც ცხოვრებაში მინახავს

არასდროს გიფიქრიათ რომ დიდი თამაშის პატარა მონაწილენი ხართ? ალბათ კი, თან არაერთხელ. ვიცი რომ ეს თემა ძალიან გაცვეთილია, მაგრამ საქმე იმაშია რომ დროდადრო, ერთგვარ მინი გეიმებშიც გვიწევს მონაწილეობის მიღება. გუშინ, ჩემდა უნებურად ქეითმა მეც ერთ-ერთი ასეთი მინიგეიმის მონაწილედ მაქცია.

სიმართლე გითხრათ, ძალიან დამაინტრიგებლად მომეჩვენა იმის გახსენება რა მინახავს ცხოვრებაში. ჰოდა ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, შევადგინე შემდეგი სია…

ჰო, სანამ დავიწყებდე, უნდა ავღნიშნო, რომ თურმე დაბადებისას ყველას გვქონია მესამე თვალი, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ იგი აღარ  ვითარდება. წარმოიდგინეთ იმაზე რამდენად მეტს დავინახავდით, ვიდრე ახლა ვხედავთ…

მაშ ასე, სია:

~პირველკლასელების შეშინებული სახეები, როდესაც ჩემთან ერთად, ცხოვრებაში პირველად მიუსხდნენ მერხებს.

~პირველი ”ხუთიანი”

~პირველი ”ორიანი”

~ცხოვრებაში პირველად ჩემი ცხვირისკენ წამოსული მუშტი.

~პირველი კოცნისას საყვარელი ადამიანის მბზინვარე თვალები

~როგორ ჩაესვენება ზღვაში მოწითალო მზე.

~როგორ აპობს პირველი მზის სხივი ღამეს.

~ბალახზე დაგროვილი ნამი

~ლამპიონებით განათებული თბილისი ნარიყალას ციხიდან

~ციცინათელების ცეკვა

~საყვარელი ადამიანის მუხლებიდან დანახული ვარსკვლავებით მოჭედილი ცა

~ორი ჩამოვარდნილი ვარკვლავი

~როგორ უყვარდებათ ერთმანეთი

~როგორ ბერდება ჩემი დიდი ბებია (94 წლისაა)

~კოცონის შუქით განათებული მეგობრების სახეები

~მიუნხენის ბაიერნის მიერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა

~ოლივერ კანის მიერ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დაშვებული შეცდომა.

~როგორ უკიდებს ცეცხლს დილაადრიან ოთახში შეღწეული მზის სხივი ჩემს გვერდით მწოლიარე საყვარელი ადამიანის თმას.

~როგორ ჩნდება სიყვარული

~როგორ ქრება სიყვარული (თუმცა ამას ვერ ვაცნობიერებდი)

~ძმაკაცის სიკვდილი

~საყვარელი ადამიანის ღალატი

~ლამის უსასრულო ღამე

~ღმერთი (ოღონდ მართლა)

რა საინტერესო ცხოვრება მქონია. იცით აღარ მინდა მესამე თვალი, თურმე უმისოდაც ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ მინახავს ცხოვრებაში.

თამაში გრძელდება. ვთაგავ marg0ritaს, კნუტს, და პატარა გაუწონასწორებელ ფსიქოფატს

წარმატებები ^_^

P.S. გადავწყვიტე ეს ვიდეო დამემატებინა, რადგან მგონი, ყველაზე კარგად გადმოსცემს პოსტის შინაარსს

 – There are places, I remember…

Advertisements

23 responses

  1. სერიოხზული მისიაა ^^ დავფიქრდე 1, რა მინახავს ცხოვრებაში? 😀

  2. ესე იგი ყურებამდე ღიმილით ვკითხულობდი ^^ სოუ სვით : )))) არ შევმცდარვარ ამ თამაშში რომ ჩაგითრიე ^^ ♥♥♥
    ჩემის აზრით ძალიან მოსაწყენი იქნებოდა ყველას მესამე თვალი გვქონოდა : |
    მესამე თვალის რა გითხრა და აი კარგ მეხსიერებაზე უარს არ ვიტყოდი : ((

    • გმალობ შეფასებისთვის ^_^ ცუდი მეხსიერება გაქ მერე შენ? იმდენი რაღაც გაიხსენე… 😀

  3. არადა როგრ მიყვარდა ოლიერ კანი .იცი რა არი უცნაური სან, ბედნიერება სხვადასხვანაირად გვესმის ყველას და განსხვავებული რარაცეები იწვევენ ჩვენში ღიმილს, ამგრამ ტკივილი, ტკივილი ერთნაირია და მე და შენ ერთნაირი ცუდი მოგონებები გვაქვს 😦 ცუდია, მაგრამ მაინც სასრგებლოა ეს ტკივილი. Что не убивает нас, делает нас сильнее . we are strong Saan

  4. ინწერესნო, ინწერესნო, სიამოვნებით დავწერდი ახლავე უნარებზე რომ არ გავრბოდე 😀 ისე რა თბილი პოსტი გამოგივიდა ❤

  5. ra rTulia ase rogor gaxsendeba ertad? me rom davfiqrde albar dgeebi an kvirebic ki damchirdeba rom yvelas movuyaro tavi 😀

    dzalian kargi tamashia, dzalian

    • მუღამიც იმაშია, რომ არც ისე ღრმად ჩაუფუქრდე და რაც გააგხსენდება ეგრევე ე.ი ესაა ყველაზე ტკბილი ან ყველაზე ცუდი მოგონება

  6. Pingback: ნუ, რა აღარ მინახავს ცხოვრებაში… « კნუტის ბლოგი

  7. Pingback: ნუ, რა აღარ მინახავს ცხოვრებაში… « კნუტის ბლოგი >>>> es rogor dawereT?

  8. “~ცხოვრებაში პირველად ჩემი ცხვირისკენ წამოსული მუშტი.
    ~პირველი კოცნისას საყვარელი ადამიანის მბზინვარე თვალები
    ~საყვარელი ადამიანის მუხლებიდან დანახული ვარსკვლავებით მოჭედილი ცა
    ~კოცონის შუქით განათებული მეგობრების სახეები
    ~როგორ უკიდებს ცეცხლს დილაადრიან ოთახში შეღწეული მზის სხივი ჩემს გვერდით მწოლიარე საყვარელი ადამიანის თმას.
    ~როგორ ჩნდება სიყვარული
    ~როგორ ქრება სიყვარული” – სხვა რომ არაფერი, მარტო ამ ჩამონათვალითაც შეგეძლო გეთქვა, რომ ბევრი რამე გინახია… იცი რა? ასეთი რაღაცეები ყველა ჩვენგანს აქვს, მაგრამ მთავარია რომ მნიშვნელობას ანიჭებ ამ ყველაფერს. ხოდა, სწორედ იმიტომ, რომ იგრძნობა რამდენად მნიშვნელოვანია ეს შენთვის, მომეწონა პოსტი და სიამოვნებით წავიკითხე, მიხარია, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ კიდევ 🙂

    • ვახ. დიდი მადლობა. გავწითლდი, ოღონდ მართლა ^_^
      პ.ს. არ გინდა მსგავსი პოსტი შენც დაწერო? : )

    • კი. იმის გათვალისწინებით, რასაც ყოველდღე ნახულობ და ბლოგზე წერ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s