მთხრობელი თუ მსმენელი?

ახლახანს აღმოვაჩინე რომ ადამიანები ძირითადად, ორ კატეგორიად იყოფიან -მთხრობელებად და მსმენელებად. ალბათ იფიქრებთ რომ ზედმეტად კატეგორიული ვარ, და ბევრი რაღაც მხედველობიდან გამომრჩა, მაგრამ მერწმუნეთ – ეს დასკვნა საკმაოდ ხანგრძლივი დაკვირვების შედეგია.

მთხრობელები – ადამიანები, რომლებიც გატანჯული არიან პირადი პრობლემებით, რომელთაც ახრჩობთ უსამართლობის გრძნობა და ტკივილი. მზად არიან ნებისმიერ დროსა და ადგილას გული გადაგიშალონ, გულისტკივილი გაგანდონ, ჩაგაფლონ პირადი იმედგაცრუებების ტბაში და ხანგრძლივი საათების განვავლობაში იქ გაცურაონ. პრობელემების გაზიარება მათთვის მძიმე ტვირთის მოშორებასავითაა, მოსმენის კულტურა ნაკლებად აქვთ განვითარებული და პირადად თქვენ თუ გაწუხებთ რამე, უმჯობესი იქნება ეს სხვებთან განიხილოთ…

მთხრობელები არიან ასევე პატივმოყვარე ადამიანებიც. ბუნებით ორატორებს, მათ იზიდავთ მაყურებელი და სცენა. სურთ აღგაფრთოვანონ და თქვენში აღტაცება გამოიწვიონ. მათი საუბარი ან ქცევა ხშირად გაჯერებულია სხვადასხვა მეტაფორით…

მთხრობელებს, ასევე უბრალო ქაქანის მოყვარულებიც განეკუთვნებიან. მათთვის სულ ერთია, რაზე ლაპარაკობენ ან ვისთან, მთავარი თვითონ პროცესია. ”ლაპარაკიც სპორტია” – ფიქრობენ ისინი…

მსემენელები ბევრად უფრო გულჩათხრობილი ხალხი გახლავთ. ქამელეონების მსგავსად ისინიც დამცავ ფერს იღებენ და ცდილობენ დაიმალონ. საკუთარ პრობლემებზე საუბარი უჭირთ და ალბათ ამიტომაც ურჩევნიათ მოსმენა. კომუნიკაციის რაღაც ფორმა მაინც ხომ ყველას გვესაჭიროება.  სამაგიეროდ კარგი რჩევის მიცემა ეხერხებათ, ეს დუმილის ერთგვარი კომპენსაციაა…

ზოგი მსმენელი უბრალოდ ჭკვიანი ადამიანია. არ უყვარს სხვისთვის გულის გადაშლა, უბრალოდ დამკვირვებელია, ანაც თეორეტიკოსი. ზოგი ინტრიგანია. საერთოდ ჩემი აზრით, მსმენელების ბევრად უფრო მეტი მრავალსახეობა არსებობს  ვიდრე მთხრობელის.

ჰოდა, ადამიანთა ურთიერთობას რაც შეეხება, ყველაზე უკეთ ერთმანეთს რაღა თქმა უნდა მსმენელი და მთხრობელი გაუგებენ.  ორი მსმენელის ანაც ორი მკითხველის შეხვედრა კი სერიოზული პრობლემებით სრულდება ხოლმე…

სხვათაშორის არსებობს ოქროს შუალედიც. მაგრამ ერთი დამანახეთ ადამიანი, რომელსაც იგი უჭირავს…

Advertisements

10 responses

  1. სააან ფსიქოლოგიაშიც გადადიხარ და ეს მომწონს :)))) გოუ სანი გოუ :))

  2. me ki absoliturad ar getanxmebi, mosmenac igive laparakia, ogond sxva pormit da chemi azrit minjidan dackebuli sxva enaze mopalaraketi damtavrebuli, kvela mtxrobelia. an tkvi, rom zedapirulad gakvs es posti dacerili, rom me movisveno, an kide ukiduresad arascori xar
    p.s. ar gamibrazde ra, martla ase vpikrob

  3. მე აშკარად მთხრობელი ვარ (წაღებული აქვთ ჩემს მეგობრებს ყურები და ჩატშიც არ ვასვენებ)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s