ბურუსი

მთაზე ამავალ ავტობუსში ხართ. ფანჯარას წმინდავთ და ხედავთ რომ ირგვლივ მხოლოდ ბურუსია. მან შთანთქა ყველაფერი – ქალაქი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მარჯვნივ იშლებოდა, უკან დასაბრუნებელი გზა და წინ მიმავალი გზაც კი, რომელიც ახლა ავტობუსის ფარების მკრთალი შუქითაა განათებული.

სულ ცოტა ხნის წინ, თქვენს ირგლივ თვალწარმტაცი პეიზაჟები და ხედები იშლებოდა, თებრევლის დღე არ იყო იმდენად სუსხნიანი, დროდადრო მზეც კი აჭყიტავდა. ახლა კი…

ბურუსი ავტობუსის ფანჯრებზეც ილექება,  იგი ყველგან აღწევს. თქვენ თითქოს გრძნობთ, რომ იგი ჟონავს კარებში, როგორც სიცივისა და უიმედობის განსახიერება. რახან ვეღარაფერს ხედავთ, თქვენდაუნებურად ფანტაზიას რთავთ და გონება ათას საშინელ სურათს გიხატავთ – ვაი თუ მძღოლმა საჭე ვერ  დაიმორჩილა, მოსახვევი ვერ შეამჩნია, რამეს შეასკდა…

ბურუსში ძლივსღა მოჩანს გზის გამყოფი ზოლი და ხედავთ როგორ მოხოხავს მასზე  თითქმის შეუმჩნეველი პატარა მანქანა. შემდეგ ისიც ქრება, და ისეთი გრძნობა გეუფლებათ, თითქოს მთელ მსოფლიოში მხოლოდ ეს ავტობუსიღა დარჩა, რომ ირგვლივ მხოლოდ უსასრულო ბურუსია…

…ხეები მოჩვენებებს ჰგვანან,

ცა კი ცხედარს გადაფარებულ თეთრ ზეწარს. აუტანელია როდესაც სინათლის და სითბოს ერთადერთი წყარო შენი ავტობუსის ფარებია, როდესაც ირგვლივ არაფერი გინათებთ და არაფერი გათბობთ, თუმცა ბურუსში ეს გარდაუვალია.

კიდევ უფრო მძიმეა, როცა არ ჩანს დანიშნულების ადგილი და მიღწევა-არმიღწევა მხოლოდ რწმენაზეა დამოკიდებული. თუმცა ისიც მართალია, რომ არავინ იცის რა მოხდება. თქვენც არ იცით, რომ მთაწმინდის პარკში მისულებს ყინულის მოედანი დაგხვდებათ, სადაც ცხოვრებაში პირველად დადგებით ციგურებზე…

Advertisements

7 responses

  1. იცი სან, ყველაფერირომ ნათელი იყოს ყველთვის , მაშჳნ მგონი არც ექნებოდა მუღამი გაგევლო ცხოვრების გზა… ბურუსი სასარგებლოა 🙂

  2. მთაწმინდაზე ასვლისას რომ იქადნებოდი, დავწერ მე ამ ნისლზე პოსტსო… დაგაგვიანდა ცოტა 🙂 მაგრამ, ღირდა 🙂

  3. ხო, მეც ასეთი შეგრძნებები მაქვს ხოლმე ასეთ ამინდებში. ისე გარგად გიწერია, წარმოვიდგინე კიდეც…
    თუმცა, ციგურებზე პირველად დასადგომად ღირს ალათ… თან ბურუსი რაღაცნაიარია, ახალ და სხვანაირ შეგრძნებებს იწვევს, შიშიც არაა ეს, რაღაცნაირი შეშფოთება უფროა… არ ვიცი რა დავარქვა 🙂

      • კი, ნამდვილად 🙂 მაგრამ კიდევა არის შეშფოთების მაგვარი გრძნობა, ამის გარდა რა … 🙂

  4. არა არ მომეწონა დასასრული 😐 თავიდან მისტიკური იყო, აი ისეთი შინაგანად რომ გძაბავს 🙂 ბოლოს კი ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ყველა დაჭიმული ნერვი ერთბაშად მოეშვა 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s