რელსები

რელსები ყოველთვის პარალელურია, ისინი არასდროს იკვეთება, თავ-თავის გზას მიჰყვება, იგრიხება, იბრიცება ცხოვრების გზაზე, ორი რკინა და მათ შორის დალაგებული ფიცრები მშენებლის მიერ დაგებული მარშრუტის განსახიერებაა… მაგრამ ხშირად ხდება რომ რელსების წყვილები ერთმანეთს გადაკვეთს. ამ დროს ისინი ერთნი ხდებიან, მათზე ერთი მატარებელი გადის და ცხოვრების უღელში თითქოს ერთად ებმევიან. თუმცა მოდის დრო, და ისინი მათთვის, ალბათ, გაურკვეველ მიზეზთა გამო ეყრებიან. კვლავ აგრძლებენ გზას ცალ-ცალკე და ნელ-ნელა ავიწყდებათ მათ მხრებზე ჩავლილი საერთო მატარებლები. მეისრე მათ ერთად ყოფნა-არყოფნას გასაზღვრავს და მათ ისღა დარჩენიათ ამას შეეგუონ. შემეგ ჩნდება სხვა რელსები, სხვა საერთო მარშრუტები, მატარებლები.

შენიშნეთ მსგავსება ადამიანებს და რესლებს შორის? თქვენი საერთო მატარებლები გაგახსენდათ? წერას რომ ვიწყებდი მეც, მარა ახლა სულ სხვა სიტყვებით დავასრულებ – ”ჩვენ რელსები არ ვართ, მიწაზე უბრალოდ არ ”ვძევართ”, და არც ვიღაც მშენებელი თუ მეისრე წყვეტს ჩვენს ბედს, ამას თავად ვაკეთებთ, უბრალოდ ხშირად წარუმატებლობას მათ ვაბრალებთ. ჩვენ გვიტოვებენ არჩევნის საშუალებას, და ეს სულ ცოტა ხნის წინ სწორედ მეისრემ დამანახა.


ენდეთ მეისრეს, მას თქვენთვის კარგი უნდა…

Advertisements

4 responses

  1. ”მაგრამ ხშირად ხდება რომ რელსების წყვილები ერთმანეთს გადაკვეთს. ამ დროს ისინი ერთნი ხდებიან, მათზე ერთი მატარებელი გადის და ცხოვრების უღელში თითქოს ერთად ებმევიან. ” – მართლაც…
    კარგად გიწერია…

  2. სან გამახსენდა, ძველი რუსული როკ ჯგუფის “მაშინა ვრემენი”-ის სიმღერა, არ მახსოვს მისი სახელწოდებაა , მაგრამ რელსებზე და მატარებელზე და ზუსტად ამ ყველაფერზეა.. ა მოუსმინე ნამდვილად მოგეწონება… მომწონს შენი აზროვნება. რამდენჯერ უნდა გავიმეორე ვა .. 🙂

  3. მე რელსებთან ცუდი მოგონებები მაქვს, ცუდი კიარა უფრო საშინელი :///

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s