სიძვირეა რაღაც

ყველაფერი ძვირდება არა? მაღაზიებში სტუმრობისას დახლებზე სულ უფრო და უფრო მეტი ფულის დატოვება გვიწევს. საქონელი თითქოს იგივეა, არაფერი შეცვლილა,  ეგ კი  არა, კვლავ იგივე გამყიდვლები უძღვებიან საქმეს, იგივე მაღაზიებში, მაგრამ აი ფასის ნიშნულმა აიწია. ამის მიზეზს ბევრი რა თქმა უნდა მსოფლიო ეკონომიკაში ეძებს, აქაოდა, საწვავი გაძვირდა და მაგიტომო, ზოგი იძახის ხორბალი გაძვირდა და მაგიტომო, ზოგს გულწრფელად გონია ეს სოროსის დიდი ვერაგი გეგმის ნაწილი. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ამ ფაქტს შევეგუოთ და მხედველობაში მივიღოთ იგი.

გარეთ გასულები სიძვირეს  ფეხის ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ. იგი აისახება გამვლელებზე, რომელთაც თითქოს  ემატებათ ნაოჭები, დაღვრემილობა, აგრესია, და აკლდებათ გაღიმების უნარი. ქალაქის ქუჩებში ხეტიალისას ბოლოს ვერც ერთი მომღიმარე სახე ვერ შევნიშნეთ, არადა სულ ცოტა ხნის წინ სახის კუნთების ამ შესანიშნავ ვარჯიშს ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავდა. მიუხედავად იმისა რომ ეკონომიკაში ცუდად ვერკვევით, შეგვიძლია დავასკვნათ შემდეგი – ხორბლის სიძვირე, ღიმილის ფასს ზრდის.

კიდევ რაზე აისახება იგი- ვფიქრობთ ჩვენ  და მივემართებით ერთი პატარა მაღაზისკენ, რომელსაც ერთი შეხედვით თითქოს არ ეტყობა ეგ მასობრივი სიძვირე.

მაღაზიაში შესულები ერთ ბოთლ ლუდს ვიღებთ და დახლისკენ მივიწევთ. იქ შუა ხნის თმადახვეული ქალბატონი გველოდება.  2 და 30იო – გვეუბნება – ლუდი 50 თეთრით გაძვირებულა. ხუთლარიანის ხურდა არ აღმოაჩნდა, და ჩვენ ჯიბეში რკინის ფულის ქექვა გვიწევს. დიდი ხნის წვალების შემდეგ ვპოულობთ 2 ლარსა და 25 თეთრს. გამყიდველი უკმაყოფილოდ გვიმზერს, ეს მზერა ფულის მიწოდებისას კიდევ უფრო მძაფრდება. ქალბატონი ისე გვიყურებს, თითქოს ესე-ესაა მთელი მაღაზია გამოვიტანეთ და გარეთ გასვლისას დამშვიდობების სახით უკანალზე  ხელი მოვუთათუნეთ. ბოლოს იგი ფულს გვართმევს და ბოთლს დახლზე დგამს. მაღაზიას სწრაფად ვტოვებთ და სამშვიდობოზე გასულებს უსიამოვნო გრძნობა გვეუფლება.

ხშირად სტუმრობთ მაღაზიებს? ჩვენ აღარ, სიძვირეა რაღაც…

Advertisements

4 responses

  1. bolo winadadeba kaia 😀
    da kide es momewona

    “ქალბატონი ისე გვიყურებს, თითქოს ესე-ესაა მთელი მაღაზია გამოვიტანეთ და გარეთ გასვლისას დამშვიდობების სახით უკანალზე ხელი მოვუთათუნეთ. “

  2. პირიქითაა – მოღუშული სახეები ფასებს მაღლა წევს.
    ერთი დღის განმავლობაში ყველამ გავიღიმოთ და ნახავთ, მეორე დილას პური თუ არ გაიაფდეს.

  3. ხო, ღიმილია ძვირი ყველაზე მეტად და აღარ მაქვს სურვილი მაღაზიებში შესვლის… დამღალა ამ პირქუშმა გამყიდველებმა, გასაგებია ბატონო, ყველას აქვს თავისი ცხოვრება და პრობლემები და შეიძლება არ ეღიმებოდეს, მარა მისი ”დანაშაულის” გამოც შენ გაგიწყრეს გაგონილა?
    არა რა, ნამეტანი ძვირია ღიმილი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s