მკვდარია თუ ძინავს?

პატარა ქალაქი, ვიწრო ქუჩები,  პატარა სახლები, მოძველებული მანქანები და სრული სიჩუმე – აი ეს სურათი გადამეშალა დღეს, როდესაც ერთ-ერთ ახლომდებარე ქალაქს ვესტუმრე. ჩვენი ქალაქისგან განსხვავებით, შუქნიშნები იქ სრულ მწყობრშია – პატარა, შრომისმოყვარე და რატომღაც ყვითელ ჩარჩოში ჩასმული… სამაგიეროდ,  მათი გამართულობა ყოველგვარ აზრსაა მოკლებული – მოძრაობა  მაინც ჩამკვდარია, მანქანა იშვიათად თუ გამოივლის. გამართული შუქნიშნების ქალაქი ორ ნაწილად იყოფა – ძველად და ახლად. ახალში მხოლოდ ჭრელა-ჭრულა საცხოვრებელი კორპუსები შედის, ძველში კი – ჩვენთვის ესოდენ ნაცნობ არქიტექტურულ სტილში აგებული საღებავგადამძვრალი სახლები.

ძველი ნაწილის ქუჩებს ნელი ნაბიჯით მივყვებით და გარშემო ვიხედებით. ქალაქს საკუთარი კოლორიტი გააჩნია, რომელიც მოქალაქეების ჩაცმულობაზეც აისახება: მამაკაცებში სპორტული სტილი დომინირებს, დომინირებს კი არა, აქ მხოლოდ სპორტულად იცმევენ მგონი და გამვლელები დროდადრო ეჭვიან მზერებს აყოლებენ ჩემს პალტოს… ქალებს რაც შეეხებათ, ისინი დანარჩენ მსოფლიოში სრულიად უცნობი, მაგრამ ეტყობდა მათთვის დამახასიათებელი უნიკალური მოდის მიხედვით იცვამენ. კაბების, კურტკების შარვლების, ფერსა და სტილს შორის არანაირი კავშირი არ იქმნება, თითქოს აქაური მანდილოსნების გარდერობში სრული ქაოსი სუფევს. აი ერთი შავებში ჩაფლული ქალბატონი სილამაზის სალონიდან გამოდის. შავ ბლუზონზე შავ ბეწვიანი ჟილეტი აცვია, ქვემოთ კი (რა თქმა უნდა) შავი შარვალი. საჯდომზე, რატომღაც ადიდასის ყვითელი ლოგო აქვს გამოსახული, ალბათ არცაა საჭირო იმის აღნიშვნა, რომ თმაც შავად აქვს შეღებილი. უკეთეს ანტი-რეკლამას ალბათ ვერც ერთი სალონი ვერ ინატრებდა.


“Парикмахерская” გვამცნობს ძველი რუსული წარწერა. ვიტრინაში ვიხედებით და თეთრ ხალათში გამოწყობილი მოხუც კაცს ვხედავთ, ხელში სამართებელი უჭირავს და წითელშუბლიანი მელოტი კლიენტის გასაპარსად ემზადება, რომელსაც სახეზე უკვე უხდვად უსვია ქაფის ”წვერი”.  გვერდით ლურჯმა ვოლგამ ჩაგვიქროლა, აშკარად დიდი ხანია ტექდათვალიერება არ გაუვლია.  ახალი წარწერა  ”გალანტერეა”.  ეგ რაღა ჯანდაბაა? ”ტუალეტისა და პირადი მოხმარებისათვის საჭირო სხვადასხვა წვრილმანი ნივთი” გვპასუხობს გაბრაზებეული გალანტერეით მოვაჭრე და გარეთ გვისტუმრებს…

მთავარი ქუჩიდან გვერდზე შევუხვიეთ. აქ ერთსართულიანი სახლებია ჩამწკრივებული. ადამიანის ჭაჭანება არაა, და თებერვლის მზე სულ ტყუილად კაშკაშებს. გამოვცდით მიტოვებულ ზოოპარკს, რომელიც თურმე ქალაქის მოზასავეების მთავარი თავშეყრის ადგილი ყოფილა, კაი ხანი ვიარეთ ფეხით და ბოლოს პატარა, გემოვნებიან  კაფეში შევიხედეთ. კლიენტები რა თქმა უნდა არ იყო და ჩვენც სიამოვნებით დავიკავეთ საუკეთესო ადგილები. ადმინისტრატორს ისე გავუხარდით, რომ თავს გადაგვყვა, ჩვენს მოსვლამდე შავი პურის ბუტერბროდს ჭამდა საწყალი…

აი დაბრუნდების დროც მოვიდა და მარშრუტკის გრძელვადიანი მოლოდინში ყვითელჩარჩოიან შუქნიშანთან დავდექით. თურმე ჩამოსვლიდან მხოლოდ ორი საათი გასულა, არადა ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, თითქოს აქ მთელი დღე გავატარეთ. თუმცა ეგ გასაკვირი სულაც არაა – კომაში ჩავარდნილ ქალაქში, დროც კი იყინება…

Advertisements

15 responses

  1. სააან სად იყავი .. დამაჟრჟრიალა დაჟე რო ვკითხულობდი,…..

      • me vici sadac iyavi ))))
        Rustavzea dawerili, mashinve vicani. normaluri iyo, magram gadacharbebuli.
        arc ese sasowarkvetilad gvaqvs saqme da ki dagetanxmebi ert saats tu gaatareb, ukve sheidzleba ifiqro rom mteli dge igive situacia iqneba, magram xalxi chventnaC chveulebrivi cxovrobs da mati didi umetesoba tqvens qalaqshi mushaobs, swavlobs, ase rom mati stili tqvenisgan didad ar gansxvavdeba damijere.

  2. არ დაუჯეროოთ 😀 გააბუქა 😀
    მაცადე მე შენ, ომს გიხადებ , დავწერ საპასუხო პოსტს ჩემს ქალაქზე 😀
    :* აღიარე, ხომ მაინც მოგეწონა რუსთავში ბოდიალი? ^_^ რასაც ქვია ძალით გამოგაგდე ბოლოს 😀

    • ბოდიალი მომეწონა რა თქმა უნდა. თან მაგრად ^_^ კაი მუზები დაფრინავენ რუსთავეში, ვერაფერს იტყვი ^_^

  3. მე რატომღაც მიყვარს, კიარადა მხიბლავს მასეთ ქალაქებში ბოდიალი. რუსთავში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ იმდენი მსმენია, მაშინვე მივხვდი რომელ ქალაქზეც იყო საუბარი 🙂 დიდი სიამოვნებით ვიბოდიალებდი ერთ დღეს მაქ 🙂

  4. იცი რა გამახსენდა “ევროტურში” აღმოსავლეთ ევროპაში რომ მოხვდნენ 😀 :X

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s