საციგურაო მოედანი

“სანამ უკანალს კარგად არ                                                                                                                     დაილურჯებ, სრიალს ვერ ისწავლი”

გამოცდილი ინსტრუქტორი

საციგურაო მოედანზე ხართ, ფეხზე დიდ ციგურები გიკეთიათ, რომლებზეც ცხოვრებაში პირველად დგახართ. არ იცით სად წახვიდეთ და როგორ იმოძაროთ. თქვენი თანამგზავრიც არანკლებ დაბნეულია, სახეზე იგივე აწერია, რაც ალბათ თქვენ.  ირგვლივ ხალხი დასრიალებს, ზოგი გამართულია, ზოგი არა. ზოგი იმდენადაა დაოსტატებული, რომ მისი შემხედვარე სწავლის დაწყებასაც კი ვერ ბედავთ. თუმცა, თვენდა საბედნიეროდ გამოუცდელი ხალხიც ბევრია.  ხვდებით რა , რომ ერთ ადგილას დგომა უკვე კომიკური ხდება, ნელა-ნელა იწყებთ მოძრაობს. მეწყვილეს თქვენი ხელი უჭირავს, იგი მზადაა ყოველი  ”ნაბიჯი” გაიმეოროს. სიტუაცია სრულიად გაუმართავია, ფეხებსაც ვერ აკონტროლებთ და აი უკვე ყინულზე დაენაცრხეთ…  წამოდგომას ცდილობთ, რაც არ გამოგდით – პირველი დაცემის შემდეგ ადგომა ხომ ყველაზე რთულია ხოლმე. ეჭიდებით კიდეს და ვაი-ვაგლახით დგებით. ახლა უკვე სულ სხვანაირად ხედავთ საციგურაო მოედანს. ზურგს უკვე გარკვეული გამოცდილება გიმაგრებთ. ცდილობთ სხვებს მიბაძოთ და რაღაც დასკვნები გამოიტანოთ.

”ესე იგი, საჭიროა იყოთ ცოტათი დახრილი წინ და ძალიან არ გაშალოთ ფეხები – გეუბნებათ გამოცდილი ინსტრუქტორი. – გუშინწინ მეც ასე ვიყავი, 5ჯერ თუ ექვსჯერ დავეცი, სანამ დავამუღამე. მთავარია დაცემის შემდეგ მაინც იყო საკუთარ თავში დარწმუნებული და კიდევ: სანამ უკანალს კარგად არ დაილურჯებ, სრიალს ვერ ისწავლი”.

რჩევა-დარიგებას მიჰყვებით – უწევთ სიჩქარეს, ბზრიალებთ, ეცემით, ყოველი დაცემისას დუნდულები ცხარე პროტესტს გამოხატავს, მაგრამ თქვენ ეს აღარ გაშინებთ – სწავლის პროცესში ხართ.

საციგურაო მოედანზე კი ყველაფერი კვლავინდებურადაა – სრიალებენ, ეცემიან, ეჯახებიან ერთმანეთს, ერთობიან… საინტერესოა, რომ სხვებზე უკეთ ეს პატარა ბავშვებს გამოსდით, ისინი ყველაზე ლაღები და მარდები არიან. ალბათ იმიტომ, რომ თავი უაზრო ცოდნით არ აქვთ დატვირთული, და არც უკანალის დალურჯება წარმოადგენს მათთვის სერიოზულ პრობლემას. მათთვის მთავარი ისაა, რომ ახლა ციგურებზე დგანან და ამისგან სიამოვნებას იღებენ, და სულაც არ ადარდებთ, რამდენად სასაცილოდ ან უაზროდ გამოიყურებიან სხვის თვალში…

Advertisements

6 responses

  1. “სანამ უკანალს კარგად არ დაილურჯებ, სრიალს ვერ ისწავლი” >>> რა ბევრის მთქმელი სიტყვებია.. სან ია ტებია ბოლსწე ზაუვაჟალა…. არა ადამიანს სეუძლია დაწეროს ცალკე სიყვარულზე, კარიერაზე, პრობლემებზე , ცხოვრებაზე და შენს ამ პოსტში, თითქოს უმნიშნველო ციგურებზე სიარზე ასუბრით ეს ყველაფერი გააერთიანე
    ყველაფერი ამრტივი გენიალურია … you did it 🙂 ❤ :*

  2. ვაიმე 😀 ჩვენი სრიალი 😀 შენ ერთხელ წაიქეცი და მე 4–ჯერ 😐
    დავილურჯე უკანალი მაგრამ მაინც ვერაფერი ვისწავლე 😐

  3. აქედან დასკვნა: მოიქეცი ყინულზე, როგორც ბავშვი, ცოტა ხნით საკუთარ თავს დააჯერე, რომ სხვადასხვა ადგილას თმა არ ამოგსვლია და ყველაფერი გამოვა 🙂

  4. ხო, ბავშვებზე სწორად წერ.. მეც მინდა მასეთი ვიყო ხანდახან…
    არასდროს მიცდია ციგურებზე დგომა ისე…

      • მერე რა ^_^ თავარია, რომ გავერთეთ ^_^ სიამოვნებით დავდგებოდი კიდევ ერთხელ ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s