კაფე, ფასტ-ფუდი, თუ…?

რამდენი კაფე-ბარია გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქში! ყოველ ფეხის ნაბიჯზე,  ყველგან, სადაც კი არ უნდა გაიხედოთ, შენიშნავთ მსგავს ადგილს – იქ შეიძლება დასხდეთ, დალიოთ, ჭამოთ, დაილაპარაკოთ და ასე შემდეგ. თვქენ მეტყვით, ყოველთვის ეგრე იყოო, მარა არც მთლად მასეა საქმე. ჩემი ბავშვობის წლებში, როდესაც კაფე კი არა, პური ენატრებოდა ზოგს, ასეთი ადგილები თითზე იყო ჩამოსათვლელი, იქ მდიდარი სოციალური ფენის წარმომადგენლები დადიოდნენ, ისინი ვისაც უბრალოდ გაუმართლა, ან ისინი ვინც ზუსტად სხვის შიმშილზე ითბობდა ხელებს.  გააჩერებდნენ, ახალ, მაგრამ უკვე მინებდასვრილ მერსედესს, ”სტაიანშჩიკს” ხელში ლარიანს ჩაუკუჭავდნენ და რატომღაც უკმაყოფილო სახით, ცხივრზე შავსათვალედარჭობილები შედიოდნენ რომელიმე აბსტრაქტულ ძვირადღირებულ რესტორანში – ”ვიშარაფოთ?”.  უფრო დახვეწილი გემოვნების ადამიანები, რამე ექზოტიკურს ამჯობინებდნენ, მაგალითად თურქულ რესტორანს. ბავშვობაში, როდესაც მათ ვხედავდი, ყოველთვის რაღაც სხვა სამყაროს წარმომადგენლებად მიმაჩნდნენ, ისევე როგორც ობიექტები, რომელთაც სტუმრობდნენ. მოკლედ, 90იანი წლების დასაწყისში სოციალურ ფენებს შორის არსებული უფსკრულის განხილვას აღარ გავაგრძელებ, და თხრობას დავუბრუნდები.

ცოტა რომ წამოვიზარდე, სიტუაცია უკვე რადიკალურად განსხვავდებოდა, ცვილელების მომასწავებელი მაკდონალდსი გახდა, რომელიც მახსოვს, დიდის ამბით გაიხსნა კინოს სახლთან. მაშინვე მიაწყდა ხალხი, და თქვენ წარმოიდგინეთ მეც. იმდროინდელ ბაშვებს მაკდონალდსში მისვლა აბედნიერებდათ, ეს ერთგვარი დღესასწაული იყო მათთვის. რა მაგარი იყო, როცა საჭმელს სათამაშოც მოჰყვებოდა თან! ასევე სხვადასხვა ადგილების რაოდენობამაც იმატა და ძალიან მსიამოვნებდა, როცა დედას დავყავდი ხოლმე.

შემდეგ სიჭაბუკის წლები მოვიდა, და როგორც გესმით, მარტო დედასთან სადმე სიარული აღარ იყო საკმარისი. მეგობრები, პირველი სიყვარული, ათასი რაღაც, ნუ როგორც ყველა, ისე მეც. ვსხდებოთ სადმე, ვიღებდით, ნამცხვარს და ყავას, ვისხედით, და ვბაასობდით საათობით. არასდროს დაფიქრებულხართ, რომ ყავის ჭიქასთან ხშირად ძალიან მნიშვნელოვანი რამეები ითქმება, მნიშვნელოვანი საკითები განიხილება და ბევრი ზუსტად ვინმესთან ერთად ”კოფეს”  სმისას იხსნება ყველაზე უფრო…

ბოლო დრომდე მსგავსი ადგილების მუდმივი სტუმარი ვიყავი. სხვათაშორის,  ორ რაღაცას ვამჩნევდი – პირველი-როგორ იზრდებოდა ნელ-ნელა ფასები და მეორე – როგორ გამოდიოდა ნელ-ნელა წინა პლანზე ე.წ. ფასტ-ფუდები. არასდროს დავფიქრებულვარ ამ უკანასკნელთა თაობაზე, თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო ახლა უკვე ძალიან ბევრი დრო მაქ საამისოდ. ჰოდა…

საბოლოო ჯამში, ფასტ ფუდი ნიშნავს – ჭამე და წადი! ანუ როგორც კი ჩაიყრით შეკვეთას მუცელში, მაშინვე სხვას უნდა დაუთმოთ ადგილი პლასტმასის მაგიდასთან…

არ მინდა ეხლა ბებერი კაცივით გამომივიდეს, მაგრამ ადრე მსგავსი რამე არ იყო, და ძაანაც კაი. ანუ, კი არაფერს ვერჩი, პირიქით, მშვენიერია გამგელებული როცა ხართ, რაღა დაგიმალოთ და, მანდ მეც ჩავმსკდარვარ, უბრალოდ ჩემი აზრით, ძალიან ცუდია, როცა შეჭამ და მერე ეგრევე უნდა გაიქცე. ასევე ცნობილია, რომ ფასტ ფუდების ხშირი სტუმრობა ჯანმრთელობისთვისაა მავნებელი, ამაზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ გაგეცინებათ და, ადამიანთა შორის ურთიერთობისთვისაცაა ძალიან მავნებელი, თუ დამღუპველი არა.  გსურთ დიდ ხანს შეინარჩუნოთ საყვარელი ადამიანი? მაშინ რაც შეიძლება იშვიათად ატარეთ იგი ფასტ ფუდში. ამას ჯობია, დუქანში წაიყვანოთ, იქ ყველაფრის თქმას მოასწრებთ მაინც, არც მიმტანი დაგადებათ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში თავზე და არ გეტვყით, წადი რახან ჭამას მორჩიო… 

Advertisements

10 responses

  1. ჰო, მაგრამ… რომ გვეჩქარება მუდმივად, იმას რაღა ვუყოთ?

  2. ფასტ ფუდები და ოხრობა მენატრება ამ წელს, არსად ვყოფილვარ და გული მიდნება ::
    სან ფასტ ფუდები იქით იყოს და ჩილიმ ბარი???????????? ჩვენიიიიიიიი ჩილიმიიიიიი :შ:შ

  3. ჟურნალში ეწერა ერთხელ, როდესაც ვიმეს ხვდებით ჯობს ცხელი ჩაი ან “კოფე” დალიოთო. თბილ საუბარს და თბილ დამოკიდებულებას ხელს უწყობსო.. შეიძლება ასეცაა.. “კოფეზე” გამახსენდა 🙂

  4. ჯერჯერობით ერთადერთი მსგავსი დაწესებულება რომელზეც მართლა ვაფანატებდი კაფე ,,მუზა” იყო პლეხანოვზე, ნოკიას ცენტრის გვერით 😦

  5. ჰაჰ!
    ყველაზე მაგარი რა არის, იცი?
    კაფეში ან სადმე ასეთ ადგილას რომ გინდა წასვლა და სახინკლეში ამოყოფ თავს… “კოფეს” განწყობა გეკარგება : ))

    • სიმართლე გითხრა, სახინკლეში თავის ამოსაყოფად ყოველთვის ვარ მზად, და არც უარს ვიტყვი ოდესმე ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s