უდაბნო

წარმოიდგინეთ რომ უდაბნოში მიდიხართ. თქვენს ფეხ ქვეშ დახეთქილი მიწა წყალს ნატრულობს, მზე კი უკვე მესამე საათია რაც ბობოქრობს… მიაბიჯებთ და თან ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები გახსენდებათ, სწორედ ცასავით ლურჯი ტრუსები და მიწასავით ყვითელი მაისურები აცვიათ. მზე – ბურთივითაა… დიდი თამაშის პატარა მონაწილე ხართ, უნდა იაროთ და იაროთ, არადა რა სიამოვნებით დაწვებოდით და ასე სამუდამოდ გაუნძრევლად დარჩებოდით მიწაზე, რომელიც ამ წამს ყველაზე მეტად საკუთარ მშრალ ტუჩებს გაგონებთ. საკმარისია დაწვეთ და თამაში მაშინვე დასრულდება. ალბათ სადღაც შორს ვიღაცის მონიტორზე გამოჩნდება სიტყვები Game Over. მაგრამ რომ დაწვეთ, თქვენ ვეღარასდროს აღმოჩნდებით ოაზისში და ეს იქნება დანებების საფასური. სწორედ ამიტომაც თქვენ კვლავ ათრევთ ფეხებს. აი ხვლიკი განაბულა ქვაზე, მიწიდან კი სისინა გველი ამოდის. ისინი თავის სტიქიაში არიან, არც ოაზისები ადარდებთ, არც დაღლილობა და არც ბრაზილიის ნაკრები… თქვენგან განსხავევბით, მათ სრულიად გამიზნულად და სწორად გააკეთეს საკუთარი არჩევანი. უდაბნოში მხოლოდ თქვენ ხართ, მათთვის კი ეს სახლია. გარშემო ყოველდღიურობის ამსახველი ყვითელი მირაჟებია, ისინი დაჰქრიან, ზუზუნებენ, გამონაბოლქვს უშვებენ, ჩერდებიან და კვლავ მიჰქრიან. ხომ არ ჯობს მირაჟად გადაიქცეთ, და სიყვითლეს დანებდეთ, ანაც გველის ტყავი მოირგოთ?არა! ოაზისი! იგი წინაა, შორსაა, დარწმუნებული ხართ მის არსებობაში და სანამ გული გიძგერთ მას სიყვითლეზე და გველობაზე ვერ გაცვლით.ხედავთ როგორ აჯარიმებს გაჩერებაზე კონტროლიორი კიდევ ერთ მგზავრს და ეს კიდევ უფრო გმატებთ ძალას…

Advertisements

2 responses

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s