გამოცდა

გამოცდის წინა ღამით უძილობით ბევრი დატანჯულა. ლაპარაკი მხოლოდ სერიოზულ გამოცდებზეა და არა ისეთებზე, რომელსაც ადვილად მოაყომარებ. აი მაგალითად, ბოლო ოთხი სერიოზული გამოცდის წინ სამჯერ არ მეძინა ღამით. მიჭირს იმის დაზუსტება რა მიფრთხობდა ძილს – ასე თუ ისე მზად ყოველთვის ვიყავი, არც გამომცდელის პანიკური შიში მჭირდა. არა, უბრალოდ ხვალინდელი დღის მოლოდინი ჩემში საშინელ დისკომფორტს იწვევდა.

ხვალინდელი დღის მოსვლის როგორმე გადავადება საკმაოდ რთული საქმეა. და  სახლში თუ ბრძანდებით, კიდევ უფრო რთულია. რატომ მერე სახლში? – დაგებადებათ თქვენ კითხვა, რომელიც იმის მანიშნებელი იქნება, რომ მსგავსი უძილობით  არასდროს დატანჯულხართ და ჯობს ამ პოსტის წაკითხვას შეეშვათ სანამ დროა.

თქვენი მარშრუტი ასეთ დროს საკმაოდ ერთფეროვანია, და თითქმის ყოველთვის წრიული. კომპიუტერი – მაცივარი – აბაზანა – კომპიუტერი. კომპიუტერთან ცარიელი ჭიქა გიდგათ, რომლის შესავსებადაც მაცივართან მისვლა სულ უფრო და უფრო გეზარებათ. ღამის ორი საათია, ყურსასმენებში მუსიკაა, რომელსაც არ უსმენთ, კომპიუტერს უაზროდ ქექავთ. ხვალინდელი დღე კი მოიპარებდა, ჯერ-ჯერობით იგი შავადაა შენიღბული, მაგრამ თქვენ იცით რომ იგი აუცილებლად მოვა, და ამაზე გაფიქრება კიდევ უფრო ცუდად გხდით. დრო ხან მირბის, ხან ჩერდება – აი სულ ცოტა ხნის წინ ღამის პირველი საათი იყო უცებ კი ორია, და ღმერთმანი როგორ გაიწელა შუალედი სამის ოცი წუთიდან სამის ნახევრამდე…

აი,ამთქნარებთ კიდევაც. რა, გეძინებათ?  აა, უბრალოდ რეფლექსია?

გრძნობთ რომ სინათლემ დაგღალათ, აქრობთ ნათურას და ოთახი მონიტორის მკრთალ შუქში ეფლობა. რა კარგია, – ფიქრობთ თქვენ – საათი აღარ ჩანს.  და რა თქმა უნდა, თქვენს გაწბილებას საზღვარი არ აქვს როდესაც მას ეკრანის მარჯვენა დაბალ კუთხეში აღმოაჩენთ.

თქვენს თავში სრული დომხალია. სიტყვები და მოვლენები ერთმანეთშია არეული, კიბეებით ჩასვლა და სიტყვა ”რატომ” თითქოს რაღაც განსაკუთრებულ, მაგიურ კავშირში იმყოფება. ასევე გაურკვეველ მიზეზთა გამო დროდადრო გელანდებათ რომ თქვენი მობილური რეკავს. მერე გახსენდებათ, რომ ღამის სამი საათია, მერე კი, რომ ამას არც აქვს არსებითი მნიშვნელობა. გრძნობთ რომ მალე გათენდება და ეს ოპტიმიზმს ნამდვილად არ გმატებთ. ბოლოს ხვდებით რომ ”ხვალ” ეს-ესაა დადგება.  უცებ თქვენს ყურადღებას მაგიდაზე დაგდებული კონსპექტები იპყრობს, რომლებიც ათჯერ მაინც გაქვთ წაკითხული, და თქვენ გახსენდებათ რომ უნივერსიტეტში ხართ მისასვლელი, სადაც კიდევ ერთი გამოცდა გელით. ამასთან ერთად გახსენდებათ, რომ ერთადერთი არ ხართ ვისაც მოუხდა გამოცდის ჩაბარება, და თქვენ ფიქრობთ, რომ ურიგო არ იქნება მათ მაინც მოუყვეთ რას გრძნობთ ახლა. კომპიუტერში საკუთარ ბლოგს ხსნით და ბეჭდვას იწყებთ…

Advertisements

6 responses

  1. არამარტო წინასაგამოცდო, არამედ ნებისმიერი მოვლენის მოლოდინი ჩემში ეგეთ დისკომფორტს იწვევს და ძილზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

  2. არ მინდა წლის ბოლო მოვიდეს

    არ მინდა 10 ღამე არ მეძინოს

    არა 😦

  3. ჰუჰ რა კარგია რომ ეგ გრძნობები უკან მოვიტოვე :))) თუმცა თუ წელსაც შევძლებ ჩაბარებას ახლიდან დაიწყება… მე მაგ დროს სახე მიხურს ხოლმე რაც არ უნდა კარგად ვიცოდე ბრინჯიბით ვიბნევი :დ
    პ.ს. კარგად წერ იცი? ^^ საკაიფოდ მიდის… ^^

  4. როგორ შეცვლილა “საბლოგეთი” 😀 რამდენი ხანია აღარ მიბოდიალია ამ სამყაროში და იმდენი ახალი და კარგი ბლოგი აღმოვაჩინე შემრცხვა რომ მეც ბლოგერი მქვია 😀 ძალიან კარგად წერ, მართლა “კარგად მიდის” მომწონს შენი წერის მანერა, წარმატებებს გისურვებ 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s