მტირალა მაცივარი

ძალიან ცოტა დაკვირვებულა ძველი მაცივრების უცნაურ ბუნებას. ისინი დღემდე ამოუცნობ ფენომენად რჩებიან.  შეხედეთ მაგალითად საბჭოურ მაცივარს, და ეგრევე დაგებადებათ კითხვა – კი მაგრამ, როგორ მუშაობს ეს ”რაღაც”?

ბებიაჩემის  ”ბელორუსიც” მათ რიცხვს განეკუთვნება. ჯართში ჩაბარების შემთხვევაში იგი გაცილებით მეტ სარგებელს მოიტანდა, ვიდრე ახლა მოაქვს – 80 ლარის მიღების ნაცვლად, ბებიაჩემი ყოველდღე იატაკიდან წმინდავს დაახლოებით 2 ლიტრ წყალს, რაც ნამდვილად არ შველის მის რადიკულიტს. აღარაფერს ვამბობ მტკივნეულად ხმაურიან ვიბრაციაზე, რომელსაც ბადალი არ ჰყავდა, სანამ თბილისში გრძელი ყვითელი ავტობუსები არ გამოჩნდებოდნენ…

მაცივარში ჩახედვისას ბებიაჩემის მოთმენის უნარი კიდევ უფრო მაოცებს – ნახევრად დამდნარი ყვითელი მარგარინი, და ტომატის გაუხსნელი წითელი ქილა, მხოლოდ მაცივრის რუხ შიგნეულობასთან ფერთა საინტერესო კონტრასტით თუ მიიზიდავს კაცს.

როდესაც ბებიაჩემს ვკითხე – მაცივარს ასე რატომ უფრთხილდები თქო, მან დაიმორცხვა და მიპასუხა, აბა პურს ან კარტოფილს ხომ არ ჩავდებდი შვილოო…

ამას წინათ ბებიაჩემის იატაკის საწმენდი ახალი ჯოხი ავუტანე, თორემ დახრა სულ უფრო უჭირს საწყალს, თან პროდუქტებიც წამოვაყოლე, ბოლო-ბოლო ახალი წელის მოდის…

ჯოხი გაუხარდა – უი შენ კი იცოცხლეო, და აი პროდუქტების დანახვისას შეცბა საწყალი ქალი – ახლა ესენი სად წავიღოო.

-აბა ეგ ოხერი მაცივარი რისთვის გაქ შე ქალო, – შევუტიე მე.

-ვუფრხილდები მე ჩემს მაცივარს, ამდენს ვერ გაყინავს საცოდავი – ააფარა მაცივარს ხელი ბებიაჩემმა – უთუოდ ტირილს დაიწყებს

ეგ სიტყვები სიბერეში გავუტარე და გავეხუმრე – რაღას იტირებას, ისედაც რამდენ წყალს ანთხევს თქო ყოველდღიურად.

-ეგ ნერვიულობს რო არ ვიყენებთ და ოფლიანდება  – გამიღიმა ბებიამ.

მის სიტყვებში ლოგიკის ნატამალი ვერ დავიჭირე, ამიტომ ხელი ჩავიქნიე და წამოვედი.

31-ში კვლავ ვესტუმრე ბებიაჩემს და აღმოჩნდა რომ მას ვენეციაში გადასახლებამდე ცოტაღა აკლდა. უტირია მაცივარს, უტირია კი არა, ცრემლად დაღვრილა და თან ავეჯის ნაწილიც მოუყოლებია.

ოჰ ეს  ძველი მაცივრები – პროდუქტებს როცა არ დებ – ნერვიულობისგან ოფლიანდებიან, რატო არ გვიყენებენო, მაგრამ საკმარისია გამოიყენო და მწარედ ტირიან.

ბებიათქვენის მაცივარიც მასეა?

Advertisements

5 responses

  1. სახლში მაქვს ძველი მაცივარი, მაგრამ სხვათაშორისო ძლაიან კარგ მდგომარეობაშია და არც “ტირის” და არც წივის და აციებს და მუშაობს რა , სულ ვპიქრობ ახლის ყიდვაზე ,მაგრამ ემც რაღც თითქოს მენანება ეს უბედური, რამდენი წელი დგას და რამდენი წელი პატიოსნად გვემსახურება, .. რამდენის ვარ და ამ მაცივრის გაფუჭება მე არ მახსოვს, არადა ჩემს დაბადებამდეც იდგა და იდგა…

    მუღამი აქვს ძველ რაღცეებს ისე, ასოციაციას გიქმნიან ახალგაზრდობასთან, ბავშვობასთნ, რაღც სასიამოვნო ძველ დროსთან..

    პ.ს. ბებიაჩემის მაცივარი რამდენიმე ძლის წინ “გარდაიცვალა” და ახალი ვუყიდეთ :))) ძალიან მშვიდად და წყნარად და სიხარულით გამოემშვიდობა ჯესა ბებო 🙂

    • აუ ძველი ნივთები მეც მევასება იასნად. თითქოს რაღაც წარსულის ამბებს მოგვითხრობენ. პროსტა ეს საცოდავი სულ ღაფავს უკვე 😀

  2. ბებიაჩემის მაცივარიც კვდება :((((((( ტირის ოფლიანდება კარაქსაც ადნობს თავისი ცოდვით :(((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s