ისინი

ისინი ვიზეც ეხლა დავწერ მუდამ ჩემში არიან, მათ გარეშე მე ვიქნებოდი არაფერი. ძალას მმატებენ და მაძლიერებენ. ამ ადამიანებს უნდა ვუმადლოდე ძალიან ბევრს რამეს. გადამალახინეს ცხოვრების ყველაზე ცუდი პერიოდი. ალბათ ვერანაირი სიტყვები ვერ იქნება საკმარისი იმის ასაღწერად, რამდენად მიყვარს ისინი და რამდენად ვაფასებ თვითონ მათი არსებობის ფაქტს. საინტერესო ისაა, რომ ზოგი მათგანი საერთოდ არ იცნობს ერთმანეთს, თუმცა მათი სიტყვები, და მათგან წამოსული სითბო ხშირ შემთხვევაში იდენტურია.

მეტიც, საქმე იმაშია, რომ ჩემი მათდამი სიყვარული არ მომცემს საშუალებას ზუსტად დავანახო ისინი მკითველს, თუმცა ბლოგიც მაგისთვის გავაკეთე, რომ გრძნობები მაქსიმალურად გულწრფელად გამოვხატო…

არც ვიცი ვისით დავიწყო. რა თქმა უნდა არავის სახელს არ ვასახელებ, მოქმედი პირები ძალიან ადვილად იცნობენ საკუთარ თავს…

მოდი, წყვილით დავიწყებ. მათ შემხედვარეს, გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებისა არ იყოს, გული საღვთო შურით მევსება. მათი სიყვარული იმდენადვეა სუფთა და ლამაზი, რამდენადაც ძლიერი. ვიცი, რომ შემიძლია ბევრი რაღაცა ვისწავლო მათგან, პირველ რიგში საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, გვერდში დგომა, თავგანწირვა… პირობითად ადამს და ევას ვუწოდებ… გარეგნობის აღწერას არ დავიწყებ, უბრალოდ ავღნიშნავ, რა მომწონს ყველაზე მეტად – ადამის განიერი, ათლეთური მხრები, ევაში კი მისი, უბრალო, ბავშვური და სიკეთით აღსავსე ცრემლიანი თვალები.

ერთ-ერთი უახლოესი ადამიანი, ჩემი ნათესავია. მეგობრებთან ეგ რაღა შუაშიაო, იტყვით თქვენ? მე კი გიპასუხებთ რომ თავშია. ბოლო-ბოლო, მურტალნათესავიც ბევრია. იმის თქმა მინდა მხოლოდ, რომ ჩვენს ურთიერთობას ნათესაობა არ განსაზღვრავს. ჩემი ძმა მხოლოდ სისხლით არაა, თვალდახუჭული ვენდობი და მისი გულისთვის ყველაფრისთვის ვარ მზად…   სხვამხირვ, საოცრად წარმატებული მექალთანეა, მიდი და არ შეგშურდეს. ”საღვთო შურით” რაღა თქმა უნდა…  ნამდვილად იმსახურებს ლოველასის წოდებას…

რახან სისხლით ნათესავს შევეხე, სულიერ ნათესავსაც ვერსად წავუვალ. ხმამაღალი ნათქვამი არ გეგონოთ, მაგრამ ბუნებით ნამდვილი ხელოვანია. პოეტი – სიმბოლისტი, მხატვარი, რომელსაც მხოლოდ თავდაჯერებულობა აკლია, და მწერალიც.  საკმაოდ მწარე ენის პატრონია, და თუ არ მოეწენეთ, მალევე  მიგიჩენთ თქვენ ადგილს. გარეგნობას რაც შეეხება, ბუნებამ ეშხით დააჯილდოვა, და ერთ ეშხიან მსახიობ ქალთან საოცარი მსგავსებით. აღვიქვავ როგორც ჩემ მკითხველს, ნუ იმ შემთვევაში მხოლოდ, თუ მსგავსი მკითხველისთვის შესაფერისი რამის დაწერას მოვახერხებ… იმედია არ მიწყენს, თუ ჰელენას ვუწოდებ…

ასაკისდა მიუხედავად, საოცრად გულუბრყვილო და ბავშვურია. თვალები ზღვისფერი აქვს და თმა მზისფერი, რომ გაირუჯება, მისი კანი უთუოდ სილით მოფენილ პლიაჟს მოგაგონებთ… კეთილი და გამგებია, გონებაც კარგად უჭრის. ნამდვილად ვიქნები მისი მადლიერი, ჩემი მკითხველი თუ გახდა. ვიცი, ამ აღწერას რომ კითხულობს, გული სიხარულით ევსება… რაღაცით ბოტიჩელის მადონას მაგონებს…

იგი საოცრად ჭკვიანი და შრომისმოყვარეა. სიცოცხლის ხალისს მასში ვერაფერი მოკლავს. ძალიან ბევრი რამე შემიძლია მისგან ვისწავლო, და ნამდვილად მეამაყება, მსგავსი ადამიანი ჩემი ახლო მეგობარი რომაა. ძალიან ”ჯიგარია”, და თუ უყვარხართ, ყველაფერს გააკეთებს თქვენთვის, არა იმიტომ რომ ასეა საჭირო, უბრალოდ გული კარნახობს მაგას. ძალიან ბევრ რამეში სამაგალითოა ჩემთვის. მას ქვია ”ადამიანი-ცხოვრება გრძელდება”. Obla di, obla da…

ერთი თვეც არაა გასული მას შემდეგ, რაც კარგად გავიცანი… ამისდა მიუხედავად ნდობის ძალიან დიდი მანდატი მოიპოვა. ცხოვრების მძიმე წუთებში მედგა გვერდით, და ვიცოდი, რომ შემიძლია თავი მის მხარს დავადო…  მგონი მასთან ლაპრაკისას ძალიან დიდი ფული დავზოგე, რომელსაც წინააღმდეგ შემტევაში ფსიქოლოგის კაბინეტში დავტოვებდი. ვცდილობდი და ვცდილობ იგივეთი ვუპასუხო. მგონი გამომდის. არა ტიმონ?

ერთი ღმერთია და არა ადამიანი, ასე რომ ნამდვილად ვერ გავბედავ მის დახასიათებას…

გაუფრთხილდით თქვენი გულის თანამგზავრებს. და თუ ოდესმე გაიფიქრებთ, რომ უაზროდ ცხოვრობთ, გაიხსენეთ მეგობრები და შეხვდით  მათ…

Friend will be friends!

Advertisements

13 responses

  1. ტიმონ ლავზ იუ თუუ ^_^ კი არა და…

    უარს არ ვიტყოდი ფსიქოლოგთან დასატოვებელი ფულის დახარჯვაში 😀

    • არადა სად, “ცხოვრება გრძელდება” არ იყოს და შენ მაინც იცი რამდენჯერ ვიყავი ცუდად და შენთან საუბარმა რამდენჯერ მიშველა 🙂 you are great friend as well 🙂

  2. არც ვიცი გავწითლდე თუ რა ვქნა ))
    მეც მიყვარხარ შეჩემა და ნათესაობა გვერდზე იყოს და მაგის გარეშეც მართლაც ძალიან მიყვარხარ :*

    და კიდე ღმერთზე გამეცინა გულიანად მარა ეგ ჩემისა ამას ან ნახავს ან არა )

  3. უუუკიდე ვერხელ აგდავიკითე ეს პოსტი :))))) კაქი ბიჭი ხარ კაქი :)))) :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s