ქუჩები

გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქში, ისევე როგორც სხვა დანარჩენში, უამრავი ქუჩაა. ზოგი გეცნობათ, ზოგი არა. ზოგი  თქვენი ყოველდღიური მარშრუტის განუყოფელი ნაწილია, ზოგზე კი როგორც იტყვიან, მარტო ”პა პრაზდნიკამ” ადგამთ ფეხს. აი მაგალითად, თქვენ მიჰყვებით რომელიმე უცნობ ქუჩას, თვალები ხედავს, ცხვირი ყნოსავს, ყურები ისმენს, მაგრამ თქვენთვის სულ ერთია – რაღაც უაზრო ძველი სახლი, ლავაშის სუნი სარდაფში განთავსებული საცხობიდან, მტვერში მოთამაშე ბავშვების ხმაური. მაგრამ არსებობს ქუჩა (ან ქუჩები), სადაც ასე გულგრილად ნამდვილად ვერ გაივლით, სადაც თითოეული აგური, თითოეული ხე, თითოეული სუნი, თითქოს რაღაც დაშიფრული კოდის მეშვეობით გამცნობთ ამა თუ იმ მოვლენას, და თქვენში მოგონებებს აღვძრავს.

”აა, ეს ის მაღაზიაა, სადაც პახმელიაზე ბორჯომი ვიყიდეთ?”

”გახსოვს, ამ ბოძთან რომ ვიდექით მაშინ რაც გითხარი?”

”გახსოვს, ძმაკაცს რომ ვასაფლავდებით და კუბო რომ მიმქონდა, შენ ფეხი აი ამ ქვაზე დაგიცდა”

გაიხსენეთ თქვენთვის ძვირფასი ქუჩა, და მსგავსი ფრაზები ნამდვილად წაგილეკავთ  გონებას.

თუმცა ქუჩები რაღაცით ადამიანებს გვანან. თუ რამდენიმე თვის წინ თქვენ რომელიმე ქუჩის მუდმივი სტუმარი იყავით, ყოველ საღამოს აჰყვებოდით ხოლმე მის ცუდი ასფალტით დაგებულ დაღმართს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე იქნება მუდამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ…

თუ რომელიმე ქუჩა ძვირფასია თქვენთვის, მაგრამ იცით რომ იქ ფეხი აღარ დაგედგმებათ, დაივიწყეთ ის რაც შეიძლება მალე. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთვევაში, ამ ქუჩის მიერ აღძრული ნებისმიერი მოგონება გულზე ცუდად მოგხვდებათ. როგორც სახიფათო მტერს, ისე მოერიდეთ. და არამხოლოდ მას, ახლომდებარე ქუჩებსაც ერიდეთ. მტკივნეულ მოგონებებს ისინიც შეიცავს. ერიდეთ რაიონსაც, ქალაქიდან თუ წახვედით ხომ კაი და ქვეყნიდან ხო მთლად უკეთესი. ეგ პირველი ვარიანტია. არსებობს მეორეც – დავიწყებისთანავე დაელოდოთ ახალი, ძვირფასი ქუჩის გამოჩენას, ბოლო-ბოლო იმდენია, ჩვენს დალოცვილ გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქში, რომ წესით ლოდინი დიდ ხანს არ მოგიწევთ. ამის შემდეგ კვლავ აჰყვებით ხოლმე მას, შეიგრძნობთ სუნს და ყველაფერი, ჩვეულებისამებრ, თავიდან დაიწყება…

Advertisements

One response

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s