ძილია თუ ცხადი?

საერთოდ, რითი განვასხვავებთ ძილსა და ცხადს? მარტივად რომ ვთქვათ, ძილი ისაა, რასაც ხედავ ღამით როდესაც საწოლში თვალებს ხუჭავ, ცხადი კი ის – რასაც დღისით თვალგახელილი.  მაგრამ შეგრძნებები?  წესით ძილში დანახული არარეალურია, ჰალუცინაცია, ტვინის პროექცია. ცხადში დანახული კი რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. თქვენ ატარებთ დღეს, შემდეგ ღამით წვებით, ხედავთ სიზმრებს, დილით თავს იბერტყავთ, განიხილავთ სიზმარს თუ ნახეთ იგი, და თუ არის თქვენთვის საინტერესო, ან ივიწყებთ, თუ მძიმეა, ამის შემდეგ კი ისევ ატარებთ დღეს. ამას ნორმალური ცხოვრება ეწოდება, ანუ როდესაც ძილი და ცხადი მკვეთრადაა გამიჯნული. მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ხედავთ ცუდ სიზმარს, და იმისდამიუხედავად, რომ გამუდმებით არწმუნებთ საკუთარ თავს – ”არა ეს სიზმარია!” ვერაფრით ვერ იღვიძებთ. ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც წვებით ლოგინში, კოშმარით დატანჯული და ხუჭავთ თვალებს. ცოტა ხნის განმავლობაში თითქოს ცხადში ხართ, ხედავთ საჭირო ადამიანს, გესმით საჭირო სიტყვები, მაგრამ საკმარისია გააცნობიეროთ რა ხდება, მაშინვე კვლავ ეფლობით ძილში. რა დაარქმევდით ამას? უძილობას, თუ უცხადობას?

გარეთ ცივა, ოთახში კი აუტანელი სიცხეა. საბანი გაქვთ გადამძვრალი და ოთახის მხუთავ სიბნელეს უკვირდებით. წარმოუდგენელია რომ ეს რეალობაა. ამაღამ მხოლოდ სამჯერ დაუსხლტით მას, ისიც თითო – თითო საათით. ღამის ხუთ საათზე საბოლოოდ იღვიძებთ, ( თუ იძინებთ?).  აუტანელი ორსაათნახევრის შემდეგ თენდება, და თქვენ აბიჯებთ ახალ დღეში…  თქვენ ბოლომდე არ იცით რა ხდება, მაგრამ დანამდვილებით იცით, რომ აღარ არის ის ვინც გაგაღვიძებთ, ანაც ის, ვინც ძილის წინ წაგიკითხავთ ზღაპარს…

საქმეს კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ ძილის მეცნიერული განმარტება მკვეთრად განსხვავდება თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობისაგან:

”ძილი — მაღალგანვითარებული ორგანიზმის პერიოდული ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც განსაზღვრავს თავის ტვინის მთელი რიგი სტრუქტურების კოორდინაციული მოქმედება. გარეგნულად ხასიათდება უმოძრაობით და გარესამყაროს გამღიზიანებლებისგან გამოთიშვით. ადამიანის ძილის დროს დათრგუნულია შეგნებული ფსიქოლოგიური აქტივობა, რომელიც პერიოდულად აღდგება სიზმრის დროს.”

ეგებ სიზმარია მხოლოდ? თუ მასეა, მაშინ ყველაფერი გასაგებია, სიზმრებს ხომ ძილშიც ვხედავთ და ცხადშიც…

Advertisements

9 responses

  1. ერთხელ ერთ ჩინელ ბრძენს დაესიზმრა რომ ის ლამაზი პეპელა იყო და ყვავილებზე დაფარფატებდა. როდესაც მას გამოეღვიძა დაფიქრდა: ჩინელი ბრძენია იგი, რომელსაც პეპლად დაესიზმრა საკუთარი თავი, თუ პეპელაა როომელიც სიზმარში ხედავს რომ ის ჩინელი ბრძენია?

  2. ზოგჯერ სიზმარი ცხადს სჯობს… ბევრად უკეთ ხარ, ვიდრე რეალობაში…

    ზოგჯერ კი პირიქით (მოგეხსენება შენმ ჩემი სიზმრების ამბები : ))

    მაინც სჯობს ცხადს არ გავცდეტ… თავს აუცილებლად შეგახსნებს…

  3. რავი,საერთოდ მგონია, რო ჯობია სიზმარს სულ არ ხედავდე,ვინემ ცხადიც სიზმარივით იყოს.
    მაგრამ,იმდენად ცხადად გრძნობ თავს სიზმარში,რომ გამოღვიძებისას მართლა ეკითხები შენს თავს–და ნუთუ ეს სიზმარი იყო?
    ცხადში კი რარაც ზედმეტი ემოციების განცდისაც გგონია,რომ შენს თავს თითქოს შორიდან უყურებ და იმ დროს იქ არ ხარ და ეს ყველაფერი შენ არ გეხება,არ შეიძლება რომ ეს შენ დაგემართოს!–ერთხელ მქონდა ასეთი შეგრძნება.

  4. მე ერთი ორი დღის წინ სიზმარში ვთქვი ნეტა რომ გამეღვიძება ამ სიზმარზე რას ვიტყვითქო და სიზმარში მეჩხუბნენ.. ეს სიზმარი არააო :დ შენ ასე თვლი რომ ეს სიზმარიაოო?? რო გავიღვიძე იმის მაგივრად რომ მეფირა თუ რა ვიფიქრე ამ სიზმარზე გამოღვიძების შემდეგ გავშტერდი და ვერ ვაცნობიერებდი მართლა დამესიზმრა თუ არა..

  5. ჩემთვის სიზმრები უფრო რეალურია, იქ უკედ ვგრძნობ თავს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s