ჰეით!

UPDATE: ამ განახლებას ვაკეთებ 2016 წლის 29 ივლისს. საკუთირივ ეს ჩანაწერი კი, მგონი, 2011 წლის იანვარით თარიღდება. მაშინ 19-ს ვიყავი, ახლა – 25ს.

ახლა ძალიან მეცინება, როცა ვფიქრობ,  წუწუნისა და ჟღვლინტებისგან შემდგარი ეს ტექსტი საერთოდ როგორ გამოვამზეურე 😀 დროის მანქანა რომ არსებობდეს, ალბათ იმდროინდელ ჩემს თავს ძალიან დავცინებდი, იმდროინდელი ჩემი თავი კი ან ხელს გამარტყამდა, ან (რაც უფრო მოსალოდნელია) ტირილს დაიწყებდა. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ დროში მოგზაურობით  რაღაცას გავაფუჭებდი, ან, (ღმერთმა დამიფაროს) რომელიმე ჭიის ხვრელში გავძვრებოდი და კარგად იყავი…

სავარაუდოდ, მთელი მუღამიც იმაშია, რომ დროის მანქანა არ გვაქვს და არ შეგვიძლია ვუთხრათ 5 წლის წინანდელ საკუთარ თავებს, თუ რაოდენ შიგ გვაქვს. 😀 ამიტომაც, ძალიან მადლიერი ვარ, 30 წლის ღიპიანი, შვილიანი კაცი რომ არ მეცხადება და არ მეუბნება, ბოზებში იარე ხშირად, შე ლაწირაკო, მოტკეცილ ტრიკოებში ჩაცმულ სუპეგმირებზე ნძრევასა და ამდენ მუშაობას მოეშვიო.

კაი, აღარ გვინდა ამდენი ლირიკა. მოკლედ, 25 წლის, ჯერაც არგამელოტებული, (თითქმის) უღიპო ახალგაზრდა ვარ. სხვათაშორის, ჟურნალისტიკის მაგისტრი და გრანტიჭამია ენჯეოშნიკი. თუმცა გაცნობის მიზნით მაინც ნუ მომწერთ – ცოტა ეჭვიანი შეყვარებული მყავს (გაითვალისწინეთ – მისივე თქმით, მომავალი მეუღლე) და, რაღა დაგიმალოთ, “ოჯახში” პირველობას რთულად მითმობს.

დანარჩენს 2016 წლით (და უფრო ზემოთ) დათარიღებული პოსტებიდან შეიტყობთ. ადრინდელ  გულმოკლულ პოსტებს კი მაინცდამაინც ნუ გადაყვებით. მათ პირადად ჩემთვის ვიტოვებ, რადგანაც, გინდა არ გინდა, დროის მანქანის ყოლა ხანდახან მაინც ძალიან სასიამოვნოა.

 

#ესრაარი:

წესით აქ უნდა ეწეროს ვინ ვარ მე. საქმე იმაშია, რომ ეს აქამდე არ გამირკვევია, ასე რომ ვეცდები, შეძლებისდაგვარად გულწრფელი ვიყო. ყველანი ვცხოვრობთ იქ, სადაც გვინდა. გჯერათ? არ გჯერათ.  მე კი. იმისიც მჯერა, რომ ყველანი საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონები ვართ, უბრალოდ უმეტესობას მისი მართვა არ გვეხერხება.

”მითხარი სად ცხოვრობ, და მე გეტყვი ვინ  ხარ შენ” – ეს ერთმა ბრძენმა კაცმა მითხრა. მაშინ არ დავეთანხმე, ახლა კი ვხვდები რომ მართალი იყო. მაშ ასე, ადრე იასამნისფერ სამყაროში ვცხოვრობდი, მაგრამ შემდეგ იგი დაიმსხვრა (ან დაამსხვრიეს, ნუ რაღა მნიშვნელობა აქვს), და მის ნანგრევებიდან ამოსულმა დავინახე, რომ გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქში აღმოვჩნდი.  აქ ბევრი შუქნიშანია ჩაციკლული ყვითელ ფერზე… ნება მიბოძეთ თავი გაგაცნოთ – მეც გაფუჭებული შუქნიშანი ვარ, ყოველ შემთვევაში ამისი ხშირად მჯერა. ჰო, და კიდევ, სანდრო მქვია, ნუ თუ ამას რაიმე არსებითი მნიშვნელობა აქვს.

Advertisements

2 responses

  1. მომეწონა მე შენი ბლოგი, ისე ვგრძნობ თავს, სტუმრად რომ ხარ მყუდრო ოჯახში და სხვა ოჯახებში ყოფნის მსგავსად, ”გაწკეპილი” არ ზიხარ 🙂
    (რა შედარება იყო ახლა ეს :-))
    მოკლედ, გესტუმრები ხოლმე და თუ ასე მიმიღებ სულ, დიდხანს არ წავალ 🙂 ნუ, თუ წინააღმდეგი არ იქნები რა თქმა უნდა 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s