კაფე, ფასტ-ფუდი, თუ…?

რამდენი კაფე-ბარია გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქში! ყოველ ფეხის ნაბიჯზე,  ყველგან, სადაც კი არ უნდა გაიხედოთ, შენიშნავთ მსგავს ადგილს – იქ შეიძლება დასხდეთ, დალიოთ, ჭამოთ, დაილაპარაკოთ და ასე შემდეგ. თვქენ მეტყვით, ყოველთვის ეგრე იყოო, მარა არც მთლად მასეა საქმე. ჩემი ბავშვობის წლებში, როდესაც კაფე კი არა, პური ენატრებოდა ზოგს, ასეთი ადგილები თითზე იყო ჩამოსათვლელი, იქ მდიდარი სოციალური ფენის წარმომადგენლები დადიოდნენ, ისინი ვისაც უბრალოდ გაუმართლა, ან ისინი ვინც ზუსტად სხვის შიმშილზე ითბობდა ხელებს.  გააჩერებდნენ, ახალ, მაგრამ უკვე მინებდასვრილ მერსედესს, ”სტაიანშჩიკს” ხელში ლარიანს ჩაუკუჭავდნენ და რატომღაც უკმაყოფილო სახით, ცხივრზე შავსათვალედარჭობილები შედიოდნენ რომელიმე აბსტრაქტულ ძვირადღირებულ რესტორანში – ”ვიშარაფოთ?”.  უფრო დახვეწილი გემოვნების ადამიანები, რამე ექზოტიკურს ამჯობინებდნენ, მაგალითად თურქულ რესტორანს. ბავშვობაში, როდესაც მათ ვხედავდი, ყოველთვის რაღაც სხვა სამყაროს წარმომადგენლებად მიმაჩნდნენ, ისევე როგორც ობიექტები, რომელთაც სტუმრობდნენ. მოკლედ, 90იანი წლების დასაწყისში სოციალურ ფენებს შორის არსებული უფსკრულის განხილვას აღარ გავაგრძელებ, და თხრობას დავუბრუნდები.

Continue reading

Advertisements

უდაბნო

წარმოიდგინეთ რომ უდაბნოში მიდიხართ. თქვენს ფეხ ქვეშ დახეთქილი მიწა წყალს ნატრულობს, მზე კი უკვე მესამე საათია რაც ბობოქრობს… მიაბიჯებთ და თან ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები გახსენდებათ, სწორედ ცასავით ლურჯი ტრუსები და მიწასავით ყვითელი მაისურები აცვიათ. მზე – ბურთივითაა… დიდი თამაშის პატარა მონაწილე ხართ, უნდა იაროთ და იაროთ, არადა რა სიამოვნებით დაწვებოდით და ასე სამუდამოდ გაუნძრევლად დარჩებოდით მიწაზე, რომელიც ამ წამს ყველაზე მეტად საკუთარ მშრალ ტუჩებს გაგონებთ. საკმარისია დაწვეთ და თამაში მაშინვე დასრულდება. ალბათ სადღაც შორს ვიღაცის მონიტორზე გამოჩნდება სიტყვები Game Over. მაგრამ რომ დაწვეთ, თქვენ ვეღარასდროს აღმოჩნდებით ოაზისში და ეს იქნება დანებების საფასური. სწორედ ამიტომაც თქვენ კვლავ ათრევთ ფეხებს. აი ხვლიკი განაბულა ქვაზე, მიწიდან კი სისინა გველი ამოდის. ისინი თავის სტიქიაში არიან, არც ოაზისები ადარდებთ, არც დაღლილობა და არც ბრაზილიის ნაკრები… თქვენგან განსხავევბით, მათ სრულიად გამიზნულად და სწორად გააკეთეს საკუთარი არჩევანი. უდაბნოში მხოლოდ თქვენ ხართ, მათთვის კი ეს სახლია. გარშემო ყოველდღიურობის ამსახველი ყვითელი მირაჟებია, ისინი დაჰქრიან, ზუზუნებენ, გამონაბოლქვს უშვებენ, ჩერდებიან და კვლავ მიჰქრიან. ხომ არ ჯობს მირაჟად გადაიქცეთ, და სიყვითლეს დანებდეთ, ანაც გველის ტყავი მოირგოთ?არა! ოაზისი! იგი წინაა, შორსაა, დარწმუნებული ხართ მის არსებობაში და სანამ გული გიძგერთ მას სიყვითლეზე და გველობაზე ვერ გაცვლით. Continue reading

გამოცდა

გამოცდის წინა ღამით უძილობით ბევრი დატანჯულა. ლაპარაკი მხოლოდ სერიოზულ გამოცდებზეა და არა ისეთებზე, რომელსაც ადვილად მოაყომარებ. აი მაგალითად, ბოლო ოთხი სერიოზული გამოცდის წინ სამჯერ არ მეძინა ღამით. მიჭირს იმის დაზუსტება რა მიფრთხობდა ძილს – ასე თუ ისე მზად ყოველთვის ვიყავი, არც გამომცდელის პანიკური შიში მჭირდა. არა, უბრალოდ ხვალინდელი დღის მოლოდინი ჩემში საშინელ დისკომფორტს იწვევდა.

ხვალინდელი დღის მოსვლის როგორმე გადავადება საკმაოდ რთული საქმეა. და  სახლში თუ ბრძანდებით, კიდევ უფრო რთულია. რატომ მერე სახლში? – დაგებადებათ თქვენ კითხვა, რომელიც იმის მანიშნებელი იქნება, რომ მსგავსი უძილობით  არასდროს დატანჯულხართ და ჯობს ამ პოსტის წაკითხვას შეეშვათ სანამ დროა.

თქვენი მარშრუტი ასეთ დროს საკმაოდ ერთფეროვანია, და თითქმის ყოველთვის წრიული. კომპიუტერი – მაცივარი – აბაზანა – კომპიუტერი. კომპიუტერთან ცარიელი ჭიქა გიდგათ, რომლის შესავსებადაც მაცივართან მისვლა სულ უფრო და უფრო გეზარებათ. ღამის ორი საათია, ყურსასმენებში მუსიკაა, რომელსაც არ უსმენთ, კომპიუტერს უაზროდ ქექავთ. ხვალინდელი დღე კი მოიპარებდა, ჯერ-ჯერობით იგი შავადაა შენიღბული, მაგრამ თქვენ იცით რომ იგი აუცილებლად მოვა, და ამაზე გაფიქრება კიდევ უფრო ცუდად გხდით. დრო ხან მირბის, ხან ჩერდება – აი სულ ცოტა ხნის წინ ღამის პირველი საათი იყო უცებ კი ორია, და ღმერთმანი როგორ გაიწელა შუალედი სამის ოცი წუთიდან სამის ნახევრამდე…

აი,ამთქნარებთ კიდევაც. რა, გეძინებათ?  აა, უბრალოდ რეფლექსია?

Continue reading

სკამი

ირგვლივ ღამე, სიცარიელე და სიცივეა. უხეში გაბრაზებული ქარი ჭადრებზე იყრის ჯავრს. ისინი სკამზე სხედან და თავები ერთმანეთზე აქვთ მიყუდებული.  ვარსკვლავებში ეძებენ რაღაცეებს, პოულობენ, კარგავენ, კვლავ ეძებენ და ასე გრძელდება უსასროლოდ. დატანჯული ნაძვები შრიალებენ, ქარი ღმუის, ზამთარი სუფევს ყველგან. ცოცხალი არსების ჭაჭანება არაა პარკში. მკრთალად განათებული ცარიელი სკამებით დახუნძლული ბილიკები, შორეული მანქანების ხმა, ვარსკვლავების გულგრილი ციმციმი, ყველაფერი ეს უბრალოდ ფონია, მთავარი სანახაობა კი ჭადრის ქვეშ მდგომ სკამზე ვითარდება, სადაც გაუნძრევლად სხედან ორნი. ერთნაირად ხუჭუჭა თმა, ცისკენ  მუდარით ერთნაირად მიპყრობილი თვალები და მათი გადაჯვარებული თითები გვაფიქრებინებს, რომ მათ აქ ჯდომის საკმაოდ სერიოზული მიზეზი უნდა ქონდეთ. მათ თვალებში უღრუბლო, მელნისფერი ცა ირეკლება და ვარსკვლავები ახლადგამოსულ ცრემლებს გვანან. მათთან ახლოს მისვლას ვერ ვბედავთ და კვლავინდებურად შორიდან ვათვალთვალებთ იმ იმედით რომ რამე შეიცვლება. რამე იცვლება, რამე კი არა, ყველაფერი იცვლება მათ გარდა. ცის მელანში თითქოს წყალს აზავებენ, ქარი თითქოს მუნჯდება, და ჭადრებს თითქოს ეძინებათ. ჩვენც გვეძინება და გვახსენდება აქ მოსვლის მიზეზი, და ამაო სურვილები. სკამზე კი ყველაფერი კვლავინდებურადაა.. ჩვენ მივდივართ და მტკიცე გადაწყვეტილებას ვიღებთ აქ აღარ დავბრუნდეთ, თორემ შეიძლება კვლავ ვიხილოთ წყვილი, რომელიც სკამზე ზის, ცაში რაღაცეებს ეძებს, პოულობს,კარგავს, კვლავ ეძებს და ასე უსასრულოდ…

მტირალა მაცივარი

ძალიან ცოტა დაკვირვებულა ძველი მაცივრების უცნაურ ბუნებას. ისინი დღემდე ამოუცნობ ფენომენად რჩებიან.  შეხედეთ მაგალითად საბჭოურ მაცივარს, და ეგრევე დაგებადებათ კითხვა – კი მაგრამ, როგორ მუშაობს ეს ”რაღაც”?

ბებიაჩემის  ”ბელორუსიც” მათ რიცხვს განეკუთვნება. ჯართში ჩაბარების შემთხვევაში იგი გაცილებით მეტ სარგებელს მოიტანდა, ვიდრე ახლა მოაქვს – 80 ლარის მიღების ნაცვლად, ბებიაჩემი ყოველდღე იატაკიდან წმინდავს დაახლოებით 2 ლიტრ წყალს, რაც ნამდვილად არ შველის მის რადიკულიტს. აღარაფერს ვამბობ მტკივნეულად ხმაურიან ვიბრაციაზე, რომელსაც ბადალი არ ჰყავდა, სანამ თბილისში გრძელი ყვითელი ავტობუსები არ გამოჩნდებოდნენ…

მაცივარში ჩახედვისას ბებიაჩემის მოთმენის უნარი კიდევ უფრო მაოცებს – ნახევრად დამდნარი ყვითელი მარგარინი, და ტომატის გაუხსნელი წითელი ქილა, მხოლოდ მაცივრის რუხ შიგნეულობასთან ფერთა საინტერესო კონტრასტით თუ მიიზიდავს კაცს.

როდესაც ბებიაჩემს ვკითხე – მაცივარს ასე რატომ უფრთხილდები თქო, მან დაიმორცხვა და მიპასუხა, აბა პურს ან კარტოფილს ხომ არ ჩავდებდი შვილოო…

ამას წინათ ბებიაჩემის იატაკის საწმენდი ახალი ჯოხი ავუტანე, თორემ დახრა სულ უფრო უჭირს საწყალს, თან პროდუქტებიც წამოვაყოლე, ბოლო-ბოლო ახალი წელის მოდის…

Continue reading

ისინი

ისინი ვიზეც ეხლა დავწერ მუდამ ჩემში არიან, მათ გარეშე მე ვიქნებოდი არაფერი. ძალას მმატებენ და მაძლიერებენ. ამ ადამიანებს უნდა ვუმადლოდე ძალიან ბევრს რამეს. გადამალახინეს ცხოვრების ყველაზე ცუდი პერიოდი. ალბათ ვერანაირი სიტყვები ვერ იქნება საკმარისი იმის ასაღწერად, რამდენად მიყვარს ისინი და რამდენად ვაფასებ თვითონ მათი არსებობის ფაქტს. საინტერესო ისაა, რომ ზოგი მათგანი საერთოდ არ იცნობს ერთმანეთს, თუმცა მათი სიტყვები, და მათგან წამოსული სითბო ხშირ შემთხვევაში იდენტურია.

მეტიც, საქმე იმაშია, რომ ჩემი მათდამი სიყვარული არ მომცემს საშუალებას ზუსტად დავანახო ისინი მკითველს, თუმცა ბლოგიც მაგისთვის გავაკეთე, რომ გრძნობები მაქსიმალურად გულწრფელად გამოვხატო…

არც ვიცი ვისით დავიწყო. რა თქმა უნდა არავის სახელს არ ვასახელებ, მოქმედი პირები ძალიან ადვილად იცნობენ საკუთარ თავს…

მოდი, წყვილით დავიწყებ. მათ შემხედვარეს, გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებისა არ იყოს, გული საღვთო შურით მევსება. მათი სიყვარული იმდენადვეა სუფთა და ლამაზი, რამდენადაც ძლიერი. ვიცი, რომ შემიძლია ბევრი რაღაცა ვისწავლო მათგან, პირველ რიგში საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, გვერდში დგომა, თავგანწირვა… პირობითად ადამს და ევას ვუწოდებ… გარეგნობის აღწერას არ დავიწყებ, უბრალოდ ავღნიშნავ, რა მომწონს ყველაზე მეტად – ადამის განიერი, ათლეთური მხრები, ევაში კი მისი, უბრალო, ბავშვური და სიკეთით აღსავსე ცრემლიანი თვალები.

Continue reading

სასწაულია, აბა რა!

დიდი მადლობა ფრედი მერკურის. არა, მართლა. დღეს დილით ამაზრზენი გრძნობით გავიღვიძე, რომელიც ალბათ ყველა თქვენგანისთვისაა ნაცნობი. – ”რა  დეგენერატული ამინდია”,  ”ფუ სახლშიც რო ცივა”, ”ეხლა ფეჩის ჩართვა არ გინდა?”. და ასე შემდეგ…  ჭამაც მეზარებოდა, ვარჯიშიც, შხაპის მიღებაც, შემდეგ კურსელებთან ერთად ქეიფიც.  არაფერი არაა ამაში ექსტრაორდინარული, პირიქით, ნორმალურიცაა.  არაჩვუელებრივი და გასაოცარი სიმღერაა რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მოვისმინე. არა, სულაც არ იყო ის შემთვის ახალი, ადრეც მილიონჯერ მომისმენია. არც სიმღერის შინაარსია მაინცდამაინც ორიგინალური და ბრძნული. მაგრამ საქმეც მაგაშია, იმდენად მარტივი, თბილი და ადამიანურია, რომ ნეგატივი ხელის ერთი მოსმით მომაშორა თავიდან.

მოუსმინეთ.

წაიკითხეთ

Every drop of rain that falls in sahara desert says it all
Its a miracle
All gods creations great and small
The golden gate and the taj mahal
That’s a miracle
Test tube babies being born
Mothers,fathers dead and gone
Its a miracle

Were having a miracle on earth
Mother nature does it all for us
The wonders of this world go on
The hanging gardens of babylon
Captain cook and cain and able
Jimi hendrix to the tower of babel
Its a miracle it’s a miracle it’s a miracle
Its a miracle

The one thing were all waiting for is peace on earth – an end
To war
Its a miracle we need – the miracle
The miracle were all waiting for today

If every leaf on every tree could tell a story that would be a
Miracle
If every child on every street had clothes to wear and food to
Eat
That’s a miracle
If all gods people could be free to live in perfect harmony
Its a miracle

Were having a miracle on earth
Mother nature does it all for us
Open hearts and surgery
(wonders of this world go on)
Sunday mornings with a cup of tea
Super powers always fighting
But mona lisa just keeps on smiling
Its a miracle it’s a miracle it’s a miracle

(wonders of this world go on)
Its a miracle it’s a miracle it’s a miracle
Its a miracle

The one thing (the one thing) were all waiting for (were all
Waiting for)
Is peace on earth (peace on earth) and an end to war (an end
To war)
Its a miracle we need – the miracle
The miracle peace on earth and end to war today

That time will come one day you’ll see when we can all be
Friends
That time will come one day you’ll see when we can all be
Friends
That time will come one day you’ll see when we can all be
Friends
That time will come one day you’ll see when we can all be
Friends

ჰოდა, ვინც დაგრუზულები ხართ, ეგებ ჩემსავით გეშველოთ. ერთი რაღაცა ვიგრძენი, და არ შემიძლია არ დავწერო – ბედნიერი ვარ იმით, რომ უბრალოდ ცოცხალი ვარ, და გვერდში მყავს ამდენი ადამიანი. თუმცა მათ შესახებ დაწვრილებით მომდევნო პოსტში ვისაუბრებ.

P.S. Thank you, Freddie

P.P.S. და კიდევ, მოქექეთ ყველამ თქვენ-თქვენი საყვარელი, და ოდნავ მივიწყებული სიმღერები. მერწმუნეთ, ისინი ბევრად მეტს შეიცავს, ვიდრე თქვენ გგონიათ : )

ქუჩები

გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქში, ისევე როგორც სხვა დანარჩენში, უამრავი ქუჩაა. ზოგი გეცნობათ, ზოგი არა. ზოგი  თქვენი ყოველდღიური მარშრუტის განუყოფელი ნაწილია, ზოგზე კი როგორც იტყვიან, მარტო ”პა პრაზდნიკამ” ადგამთ ფეხს. აი მაგალითად, თქვენ მიჰყვებით რომელიმე უცნობ ქუჩას, თვალები ხედავს, ცხვირი ყნოსავს, ყურები ისმენს, მაგრამ თქვენთვის სულ ერთია – რაღაც უაზრო ძველი სახლი, ლავაშის სუნი სარდაფში განთავსებული საცხობიდან, მტვერში მოთამაშე ბავშვების ხმაური. მაგრამ არსებობს ქუჩა (ან ქუჩები), სადაც ასე გულგრილად ნამდვილად ვერ გაივლით, სადაც თითოეული აგური, თითოეული ხე, თითოეული სუნი, თითქოს რაღაც დაშიფრული კოდის მეშვეობით გამცნობთ ამა თუ იმ მოვლენას, და თქვენში მოგონებებს აღვძრავს.

”აა, ეს ის მაღაზიაა, სადაც პახმელიაზე ბორჯომი ვიყიდეთ?”

”გახსოვს, ამ ბოძთან რომ ვიდექით მაშინ რაც გითხარი?”

”გახსოვს, ძმაკაცს რომ ვასაფლავდებით და კუბო რომ მიმქონდა, შენ ფეხი აი ამ ქვაზე დაგიცდა”

გაიხსენეთ თქვენთვის ძვირფასი ქუჩა, და მსგავსი ფრაზები ნამდვილად წაგილეკავთ  გონებას.

თუმცა ქუჩები რაღაცით ადამიანებს გვანან. თუ რამდენიმე თვის წინ თქვენ რომელიმე ქუჩის მუდმივი სტუმარი იყავით, ყოველ საღამოს აჰყვებოდით ხოლმე მის ცუდი ასფალტით დაგებულ დაღმართს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე იქნება მუდამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ…

თუ რომელიმე ქუჩა ძვირფასია თქვენთვის, მაგრამ იცით რომ იქ ფეხი აღარ დაგედგმებათ, დაივიწყეთ ის რაც შეიძლება მალე. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთვევაში, ამ ქუჩის მიერ აღძრული ნებისმიერი მოგონება გულზე ცუდად მოგხვდებათ. როგორც სახიფათო მტერს, ისე მოერიდეთ. და არამხოლოდ მას, ახლომდებარე ქუჩებსაც ერიდეთ. მტკივნეულ მოგონებებს ისინიც შეიცავს. ერიდეთ რაიონსაც, ქალაქიდან თუ წახვედით ხომ კაი და ქვეყნიდან ხო მთლად უკეთესი. ეგ პირველი ვარიანტია. არსებობს მეორეც – დავიწყებისთანავე დაელოდოთ ახალი, ძვირფასი ქუჩის გამოჩენას, ბოლო-ბოლო იმდენია, ჩვენს დალოცვილ გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქში, რომ წესით ლოდინი დიდ ხანს არ მოგიწევთ. ამის შემდეგ კვლავ აჰყვებით ხოლმე მას, შეიგრძნობთ სუნს და ყველაფერი, ჩვეულებისამებრ, თავიდან დაიწყება…

ძილია თუ ცხადი?

საერთოდ, რითი განვასხვავებთ ძილსა და ცხადს? მარტივად რომ ვთქვათ, ძილი ისაა, რასაც ხედავ ღამით როდესაც საწოლში თვალებს ხუჭავ, ცხადი კი ის – რასაც დღისით თვალგახელილი.  მაგრამ შეგრძნებები?  წესით ძილში დანახული არარეალურია, ჰალუცინაცია, ტვინის პროექცია. ცხადში დანახული კი რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. თქვენ ატარებთ დღეს, შემდეგ ღამით წვებით, ხედავთ სიზმრებს, დილით თავს იბერტყავთ, განიხილავთ სიზმარს თუ ნახეთ იგი, და თუ არის თქვენთვის საინტერესო, ან ივიწყებთ, თუ მძიმეა, ამის შემდეგ კი ისევ ატარებთ დღეს. ამას ნორმალური ცხოვრება ეწოდება, ანუ როდესაც ძილი და ცხადი მკვეთრადაა გამიჯნული. მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ხედავთ ცუდ სიზმარს, და იმისდამიუხედავად, რომ გამუდმებით არწმუნებთ საკუთარ თავს – ”არა ეს სიზმარია!” ვერაფრით ვერ იღვიძებთ. ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც წვებით ლოგინში, კოშმარით დატანჯული და ხუჭავთ თვალებს. ცოტა ხნის განმავლობაში თითქოს ცხადში ხართ, ხედავთ საჭირო ადამიანს, გესმით საჭირო სიტყვები, მაგრამ საკმარისია გააცნობიეროთ რა ხდება, მაშინვე კვლავ ეფლობით ძილში. რა დაარქმევდით ამას? უძილობას, თუ უცხადობას?

გარეთ ცივა, ოთახში კი აუტანელი სიცხეა. საბანი გაქვთ გადამძვრალი და ოთახის მხუთავ სიბნელეს უკვირდებით. წარმოუდგენელია რომ ეს რეალობაა. ამაღამ მხოლოდ სამჯერ დაუსხლტით მას, ისიც თითო – თითო საათით. ღამის ხუთ საათზე საბოლოოდ იღვიძებთ, ( თუ იძინებთ?).  აუტანელი ორსაათნახევრის შემდეგ თენდება, და თქვენ აბიჯებთ ახალ დღეში…  თქვენ ბოლომდე არ იცით რა ხდება, მაგრამ დანამდვილებით იცით, რომ აღარ არის ის ვინც გაგაღვიძებთ, ანაც ის, ვინც ძილის წინ წაგიკითხავთ ზღაპარს…

საქმეს კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ ძილის მეცნიერული განმარტება მკვეთრად განსხვავდება თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობისაგან:

”ძილი — მაღალგანვითარებული ორგანიზმის პერიოდული ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც განსაზღვრავს თავის ტვინის მთელი რიგი სტრუქტურების კოორდინაციული მოქმედება. გარეგნულად ხასიათდება უმოძრაობით და გარესამყაროს გამღიზიანებლებისგან გამოთიშვით. ადამიანის ძილის დროს დათრგუნულია შეგნებული ფსიქოლოგიური აქტივობა, რომელიც პერიოდულად აღდგება სიზმრის დროს.”

ეგებ სიზმარია მხოლოდ? თუ მასეა, მაშინ ყველაფერი გასაგებია, სიზმრებს ხომ ძილშიც ვხედავთ და ცხადშიც…

ჰეით!

UPDATE: ამ განახლებას ვაკეთებ 2016 წლის 29 ივლისს. საკუთირივ ეს ჩანაწერი კი, მგონი, 2011 წლის იანვარით თარიღდება. მაშინ 19-ს ვიყავი, ახლა – 25ს.

ახლა ძალიან მეცინება, როცა ვფიქრობ,  წუწუნისა და ჟღვლინტებისგან შემდგარი ეს ტექსტი საერთოდ როგორ გამოვამზეურე 😀 დროის მანქანა რომ არსებობდეს, ალბათ იმდროინდელ ჩემს თავს ძალიან დავცინებდი, იმდროინდელი ჩემი თავი კი ან ხელს გამარტყამდა, ან (რაც უფრო მოსალოდნელია) ტირილს დაიწყებდა. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ დროში მოგზაურობით  რაღაცას გავაფუჭებდი, ან, (ღმერთმა დამიფაროს) რომელიმე ჭიის ხვრელში გავძვრებოდი და კარგად იყავი…

სავარაუდოდ, მთელი მუღამიც იმაშია, რომ დროის მანქანა არ გვაქვს და არ შეგვიძლია ვუთხრათ 5 წლის წინანდელ საკუთარ თავებს, თუ რაოდენ შიგ გვაქვს. 😀 ამიტომაც, ძალიან მადლიერი ვარ, 30 წლის ღიპიანი, შვილიანი კაცი რომ არ მეცხადება და არ მეუბნება, ბოზებში იარე ხშირად, შე ლაწირაკო, მოტკეცილ ტრიკოებში ჩაცმულ სუპეგმირებზე ნძრევასა და ამდენ მუშაობას მოეშვიო.

კაი, აღარ გვინდა ამდენი ლირიკა. მოკლედ, 25 წლის, ჯერაც არგამელოტებული, (თითქმის) უღიპო ახალგაზრდა ვარ. სხვათაშორის, ჟურნალისტიკის მაგისტრი და გრანტიჭამია ენჯეოშნიკი. თუმცა გაცნობის მიზნით მაინც ნუ მომწერთ – ცოტა ეჭვიანი შეყვარებული მყავს (გაითვალისწინეთ – მისივე თქმით, მომავალი მეუღლე) და, რაღა დაგიმალოთ, “ოჯახში” პირველობას რთულად მითმობს.

დანარჩენს 2016 წლით (და უფრო ზემოთ) დათარიღებული პოსტებიდან შეიტყობთ. ადრინდელ  გულმოკლულ პოსტებს კი მაინცდამაინც ნუ გადაყვებით. მათ პირადად ჩემთვის ვიტოვებ, რადგანაც, გინდა არ გინდა, დროის მანქანის ყოლა ხანდახან მაინც ძალიან სასიამოვნოა.

  Continue reading